![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ვფიქრობ ეს ყოველივეც მეტად აქტუალურია.
ურთიერთობის ღვაწლის შესახებ. ქრისტიანული ცხოვრება ამქვეყნად სვლას წარმოადგენს. ცხოვრების უფერულობა საშუალებას არ გვაძლევს სრულად გავიცნობიეროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტები; საკუთარი თავის შეცნობასაც კი ვერ ვახეერხებთ. ჩვენი სულიერი უნარები გამოუყენებელი გვრჩება. თავს უმნიშვნელო ადამიანებად მივიჩნევთ და სხვებსაც ასევე ვაფასებთ, რადგან მათაც ჩვენი საომით ვზომავტ. ასე ვამბობთ: "ჩვენ სავსებით ჩვეულებრივი პატარა ადამიანები ვართ. ოღონდ ლუკმაპური გვაშოვნინა და მეტის პრეტენზია არა გვაქვს. აბა, დიდ საქმეს ჩვენ როგორ მოვერევით". ეს თვითდაკნინება ხშირად გვისუსტებს მოქმედების ნებას, მაშინ როცა, რაც უნდა პატარა და სუსტი იყოს ადამიანი, ყოველ ჩვენგანს თავისი მისია აქვს. ყოველ ადამიანს ამქვეყნად თავისი დანიშნულება აქვს და იგი უფლის მიერ არის მოვლენილი დედამიწაზე. უფალს ტითოეული სული სჭირდება თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი სიცოცხლის გამო და არ არის თავისუფალი პასუხისმგებლობისაგან სხვების გამო. თვითდაკნინების ნამდვილი მიზეზი ჩვენი სიპატარავე და სისუსტე კი არ არის, არამედ ის, რომ არ გვსურს პასუხისმგებობა ვიკისროთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ: "ეს საქმე მე არ მეხება, სხვამ გააკეთოს, მე რა შუაში ვარ". ამ სიტყვებით ჩვენ სხვას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და თითქოს დამნაშავედაც ვთვლით მას საქმის შეუსრულებლობის გამო, საიდანაც მომდინარეობს განკითხვა, რომელსაც დაყოფა-დაშორებისკენ მივყავართ. ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია წარმოვაჩინოთ საკუთარი ბუნების საუკეთესო ან უარესი მხარეები. სამწუხაროდ ჩვენ მეტწილად გამოუვლენელი გვრჩება ჩვენში არსებული სინათლე და სიკეთე. ხშირად არც კი ვიცნობთ ჩვენს სულიერ საგანძურს, რის გამოც სული ერთგვარად იბინდება. იმისათვის, რათა შევასრულოთ ჩვენი დანიშნულება და გამოვამჟღავნოთ საკუტარი თავი, საჭიროა გავახილოთ შინაგანი თვალები და დავინახოთ სულში არსებული ფასეულობები, რომლებიც დაფარულია გარეგანი მზერისათვის. საჭიროა, ჩვენს სულშიც აღმოვაჩინოთ ეს ფასეულობები და სხვებსაც დავეხმაროთ მათს აღმოჩენაში. განსაკუთრებით გვინდა გავუსვათ ხაზი ამ უკანასკნელის მნიშვნელობას: როდესაც სხვებს ვეხმარებით, აღმოაჩინონ თავიანთი თავი, ამ დროს საკუტარი სულის უცნობ სიღრმეებსაც ვწვდებით. სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან: მათი მეშვეობით ვსწავლობთ საკუტარი თავის გადარჩენასა და სულიერი ძალების დაძაბვას. ადამიანებთან ურთიერთობისათვის ტავის არიდება ქრისტიანისათვის ყველა შემთხვევაში როდი არის სასარგებლო. მარტოობა ადამიანს თითქმის ყოველთვის აღარიბებს. რაც მეტად დაშორდება იგი ხალხს, მით მეტად გაღარიბდება თვითონ. განმარტოებით ცხოვრებისას ჩვენ ერთგვარად გამოვაცალკევებთ ხოლმე საკუტარ თავს საყოველთაო ცხოვრებისაგან, მთელი ორგანიზმის ცხოვრებისაგან და ამ განცალევებაში ვიფიტებით, რადგან საყოველთაო ცხოვრების მაცოცხლებელი წვენებით არარ ვიკვებებით. ხალხთან ურთიერთობა კი იწვევს ადამიანის გამოუვლენელი ძალების ამოქმედებას: ტავიანთ მსგავს საწყისებთან შეხებისას ეს ძალები მოქმედებას იწყებენ. ამგვარად, ხალხთან ურთიერთობა სულიერად გვამდიდრებს - სული სხვა ადამიანებთან სიახლოვის სისავსეში ყვავის. ყოველი ადამიანი ინდივიდუალობაა, რომელსაც ნაკლული თვისებების შევსება სხვა ადამიანებთან სიახლოვის მეშვეობით შეუძლია. ადამიანები ღვთის ყვავილები არიან. და ჩვენ უნდა შეგვეძლოს, ფუტკრებივით ვაგროვოთ თაფლი ამ ყვავილებიდან, გავმდიდრდეთ სხვების ინდივიდუალობით და საკუტარი ინდივიდუალობა წარმოვაჩინოთ მათ წინაშე. ზოგჯერ ჩვენ გვიძნელდება ურთიერთობა, მაგრამ, რამდენადაც საყოველტაო ცხოვრებისათვის ვართ მოწოდებულნი, სხვებთან ურთიერთობა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობაა. სხვებთან ურთიერთობისას ხდება განცალკევების შემოქმედებითი გადალახვა, ამ მიზნით ადამიანი ავლენს საკუტარ სულიერ ფასეულობებს, თვითონაც მდიდრდება და სხვებსაც ამდიდრებს. ყოველმა შეხვედრამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ მოგვცეს. თუ გარშემო მყოფ ადამიანებს ყურადღებას მივაპყრობთ, აუცილებლად გავმდიდრდებით, აღმოვაჩენტ საგანძურს - სიკეთეს და სინათლეს. მშვენიერება ყოველ ადმიანშია დაფარული და მხოლოდ ჩვენი ცოდვიანობა არ გვაძლევს ამის დანახვის საშუალებას. ჩვენ, ჩვეულებრივ, მხოლოდ ზედაპირულად ვეხებით ერთმანეთს და თავს არ ვიტკივებთ სხვა ადამიანის ჭეშმარიტ არსში ჩასაწვდომათ. ჩვენ მთელი სისრულით ვერ ვხედავტ მის სულიერ მხარეს. ჩვენ ვხვდებით ივანეს, პეტრეს მარიას, დარიას და უმრავლეს შემთხვევაში, არასწორად ვაფასებთ მათ. ჩვენ ვამბობთ: "ის სიმპათიურია, ხოლო ეს არ არის სიმპათიური". ხშირად ადამიანის გარკვეულ ნაკლოვანებებს ვამჩნევთ და გავურბივარტ მას, რადგან მისი პიროვნების არაარსებით თვისებებს მის ადამიანურ არსად მივიჩნევტ და არც კი ვცდილობთ ამ პიროვნების ჭეშმარიტ არსამდე მივაღწიოთ. ამის გამო ვშორდებით ერთმანეთს და არაფერს ვაკეთებტ იმის გადასალახავად, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. ჩვენ შეჩვეულნი ვართ ურთიერთობას იმგვარ ადამიანებტან, რომლებტანაც ურთიერთსიმპათია გვაკავშირებს. ხოლო თუ ურთიერთობაში უმცირესი წინააღმდეგობა შეგვხვდება, მის დასაძლევად არაფერს ვაკეტებტ. ჩვენ ძალიან გვიჭირს საუბარი ადამიანტან, რომლის მიმართ ცუდად ვარტ განწყობილი, მაგრამ სწორედ ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. უფალს სურს, ადამიანები ერთად შეგვკრიბოს, ხოლო ეშმაკი ცდილობს, ერთმანეთს დაგვაშოროს. (აგრძელება იქნება) -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
დავამთავრებ ბარემ.
"ამრიგად ჩვენი სასიცოცხლო ამოცანა შეიძლება ასე განისაზღვროს: ვეძებოთ საერთო ცხოვრება ადამიანებთან, რომლებთანაც ვართ დაკავშირებულნი. მტკივნეულია იმის ცოდნა, რამდენად ბევრი ადამიანი უჩივის მარტოობას. სხვებისგან განცალკევებულობა ნამდვილად თრგუნავს ადამიანს, ხოლო ერთობა, პირიქით, მხნეობას აძლევს, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ წუტისოფელში არ არის მიკარგული. ადამიანებს შორის ერტობა არის ძაფი, რომლითაც ჩვენ ვუერთდებით ცას, ღმერთს - ადამიანტა გამაერთიანებელ ცენტრს. დიახ, ერთობა, რომელიც ერტი გულიდან მეორისაკენ მიდის, მიმართულია ღვთისაენ, როგორც ერთიანი ცენტრისკენ, რადგან სწორედ ადამიანტა შორის ერთობის დამყარება არის ცხოვრება, ხოლო განცალკევება სიკვდილი. ადამიანებს შორის ერტობას ჩვენთვის მოაქვს მადლი, რომელიც სიცოცხლის სიხარულს გვანიჭებს. ეს არის ცხოვრების კანონი, რომლის დარღვევას აუცილებლად მოჰყვება ტანჯვა. ჩვენ ყველანი ღვთის ხატის მიხედვით ვარტ შექმნილნი. მაშასადამე, სწორედ ეს ღვთის ხატი არის ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან გვაერთიანებს. ერთმანეთთან დაახლებისას შესაძლებელია, თანდათანობით მივაღწიოთ ერტსულოვნებას, ერთაზროვნებას, ერთიანობას, რომელზეც ქრისტემ თქვა: "რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, და მე შენში; რათა ისინიც ერტი იყვნენ ჩვენში" (იოანე 17,21). ხოლო ჩვენ საჭიროდაც კი არ მიგვაჩნია ადამიანური ცხოვრების ერთფეროვნებაში ვეძებოთ რვთიური საწყისი ჩვენი ბუნებისა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სხვებთან დაგვაახლოვოს. განცალკევებულობას ჭეშმარიტ ცხოვრებად მივიჩნევთ და არც კი ვცდილობთ მის დაძლევას. არადა, განცალკევებულობის მდგომარეობა საშუალებას არ გვაძლევს სიხარული ვპოვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელს გვიშლის საკუთარი თავის გამოვლენაში. ჩვენ ყველანი ველით, რომ სიხარული სადღაც გარედან მოვა, ხოლო იმას, რაც არის ჩვენში, ვერ ვამჩნევთ. ამიტომაც არის წყდიადი ყველგან - გარეთაც და სულშიც. ყოველ გულში განძი უნდა ვეძებოთ. განძს ხშირად ეძებენ, ოღონდ არა სულიერს. ნამდვილად საჭირო კი სწორედ სულიერი განძის ძიებაა. შეიძლება გვკითხონ: რატომ? პასუხი ასეთია: "რატა გავმდიდრდეთ". ჩვენ ადამიანებში მხოლოდ გარეგან მხარეს ვხედავთ და მათგან გარეგანს ვიღებთ, თითოეულ ადამიანში დაფარულ განძს კი ვერ ვამჩნევთ. უნდა ვეძებოთ გულის ტალანტი - ეს საგანძური ყველა სიკეთის წყაროა. მაგრამ როგორ მივაგნოთ მას? ამისათვის საჭიროა დაძაბული შრომა, შრომის გარეშე ვერაფერს მივარწევთ. და თუკი დიდი ტალანტის მქონ ადამიანები ბევრს შრომობენ, რათა ღვთის მიერ ბოძებული ნიჭისაგან შესაბამისი ნაყოფი მიიღონ, ეს მით უფრო მეტად მართებთ ჩვეულებრივ ადამიანებს. როდესაც სხვას ვუახლოვდებით, უნდა დავაკვირდეთ მის გულს, რომელიც ადამიანის ცენტრს წარმოადგენს. ქრისტემ თქვა, რომ ყველაფერი ადამიანის გულიდან მომდინარეობს: "კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი" (ლუკ 6,45). კეტილი გული ღვთის მიერ ბოძებული საუნეა რომელიც შეიძლება გავაათმაგოთ. კეტილი გულის საძირკველზე უფრო ადვილია ადამიანური კეტილშობილების დაფუძნება. იოანე ოქროპირი ამბობს: "სასწაული მაშინ კი არ ხდება, როდესაც დიდ საქმეებს ჩავდივარტ, არამედ მაშინ - როცა ბოროტი ადამიანი კეტილად გადაიქცევა", რადგან ამ დროს ჩვენ ვძლევთ ბუნების კანონებს და, ცოდვასთან ბრძოლის გზით ვაუქმებთ ძველ ადამიანს და ვაფუძნებთ ახალს. ცოდვასთან ბრძოლით ადამიანი ადრინდელზე უფრო სრულყოფილი ხდება, ე.ი. ადრინდელზე მეტად ემსგავსება ღმერთს. საკუტარ ტავში ცოდვის დაძევით ადამიანი თავისი სულის საუკეთესო მხარეებს წარმოაჩენს და, ამავე დროს, სხვა ადამიანის სულში ისეთ განძს ააშკარავებს, რომლის არსებობის შესახებ თვით პატრონმაც კი არაფერი იცოდა. ცოდვიან ადამიანს თითქოსდა, ხალხის ეშინია, ამიტომ იგი მიწაზე სიხარულით ვერ დააბიჯებს. სულ იმის ფიქრშია, ვაითუ, სადმე ამა და ამ კაცს გადავეყაროო. ცოდვის დაძლევის შემდეგ კი ადამიანი უშიშრად და ადვილად მიდის სხვასთან და მასაც სიკეთით მუხტავს. უფალს სურს ერთმანეთს დავუახლოვდეტ, რის აუცილებლობაც აშკარაა, მაგ. გადასახლებაში; ჩვენ კი სიახლოვე არ გვსურს და არ ვეძებთ ღვთაებრივს ერთმანეთში; პირიქიტ, მუდმივად ვექიშპებით და სუ უფრო ვშორდებით ერთმანეთს; ჩვენ არაფერში ვიყენებთ, ვმალავტ ჩვენს კაპიტალს; მაშინ, როცა ეს კაპიტალი, რაკიღა იგი ყველა ადამიანს ერთნაირი აქვს, თუკი ურთიერთობაში გამოვიყენებდით, მიგვაახლოვებდა გონების, ნების და გრძნობის ერტიანობასთან. სულიერი საგანძურის მოპოვება დაასრულებდა ჩვენს განცალკევებას. ჩვენ ამ საგანძურიდან მივიღებდით სასიცოცხლო ძალას, ხოლო თუკი ამას არ გავაკეთებდით, უფალი ისევე დაგვსჯიდა, როგორც შერისხა უნაყოფო ლეღვის ხე. ადამიანებთან კარგი ურთიერთობის შედეგად ჩვენ თითქოსდა, სინათლის ნაპერწკლებით ვივსებით, შინ მოგვაქვს რაღაც უხილავი, რაც სიცოცხლეში გვეხმარება. უფალი ამქვეყნად გვგზავნის, რათა მისი საგანძური აღმოვაჩინოთ. თუკი მარცვალ-მარცვალ შევაგროვებთ სიკეთესა და სინათლეს, რომელიც გზაზე შეგვხვდება, უკვე ეს იქნება ძალიან ბევრი. სინათლის მარცვლების შეგროვებისას ამ ატმოსფეროში ჩვენ თვითონაც სინათლით გავიჟღინთებით, რაც გააცოცხლებს და ნაყოფიერებას შესძენს ჩვენს გაქვავებულ გულს. სწორედ ამ სინათლის ძიება არის ჩვენი გადარჩენის პროცესი. აქ მნიშვნელოვანია თვით ამ ძიების პროცესი, რადგან უკვე ამ დროს ისადგურებს სულში სინათლე, რადგან საძიებელი საგნის მშვენიერება ჩვენს სულსაც მშვენიერებით ავსებს. აი გაგვიჩნდა სიკეთის მომტანი აზრი ჩვენს სულში განძის ძიებისა. ძიების პროცესში ჩვენ აუცილებლად ამოვძირკვავთ ჩვენი გულიდან ღვარძლს. გულის ცოდვიანი მიდრეკილებებისაგან გათავისუფლება და მისი განწმენდა გვაძლევს ცხოვრების სიხარულს, ბადებს შეგრძნებებს, რომ მადლით ვივსებით. ეს მადლიანობა არის მომენტი ჩვენი სულიერი ზრდისა - ნეტარება და საფეხური სივრცისკენ, სადაც ვიხილავთ უფალს. ნათქვამია: "ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ" (მათ 5,8). ასეთი ცალკეული მომენტებით ადამიანი თითქოსდა, მარადისობაში გადადის და მკვიდრდება იქ, იმზადებს თავის ადგილს სამყოფელში, რომელიც არის სინათლე, მომდინარე ნათელთა ნათლისაკენ. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი