![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზარნაშო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() рождённый, чтобы боротся ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 ![]() |
ამასწინებზე ფოლკლორის განყოფილებაში დიდი ამბები დატრიალდა. ერთი ახალი თემის გახსნაზე სხვა განყოფილების მოდერატორთა არმია მოვიდა (და მგონი არა მარტო მოდერატორთა). მათი ლაპარაკიდან მივხვდი, რომ თურმე ამ განყოფილების წევრებს ზოგიერთი სეპარატიზმში ადანასაულებსავით, აქაოდა სხვაგან რატომ არ შედიხართო. არადა ეს მე უსაფუძვლო მგონია. მე, პირიქით, მიხარია რომ ასეთ მრავალფეროვან ფორუმზე ვარ და არა მარტო ფოლკლორულზე. სხვაგანაც შევიხედავ ხოლმე, მაგრამ ყველა განყოფილებას თანაბარ დროს ვერ დავუთმობ. ზოგი არ მაინტერესებს, ზოგი ძალიან მაინტერესებს, მაგრამ დრო არ მაქვს ამდენი. 24 საათი რომ კომპთან ვიჯდე, ყველას ვერ გავწვდები. არ ჯობია, ერთგან "იმოღვაწეო" და საფუძვლიანად? მე თავიდან ფოლკლორში მოვხვდი, იქ უკვე მეგობრბიც მყავს, თან ჩემ ინტერესთა სფეროა. განა სხვა განყოფილებებში არ არის ასეთი დაჯგუფებები? ყველა ფორუმელს შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ ორიათას რაღაცა კაცს ერთბაშად ვერც დუმეგობრდები. კაფიების თემა ფოლკლორს რატომ წაართვეს, ვერ ვხვდებოდი. ახლა ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ ამით იმ განყოფილებიდან უზერთა "გადმოქაჩვა" მოხდა. მეც ასე მომივიდა, ადრე დრო მენანებოდა სხავა განყოფილებებისთვის, მაგრამ კაფიებს ვერ შეველიე და ლიტერატურაში რომ შემოვდივარ, ზოგჯერ სხვათემებშივ ვპოსტავ ხოლმე. იქაურ მოდერებს დიდ პატივს ვცემ, ცუდად არავინ გაიგოს.
თქვენს გამოხმაურებას ველოდები ამ საკითხზე. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
M.M.
კაფიების თემის იქით გადატანის მომხრე მეც ვიყავი ![]() ![]() საერთოდ მგონი შესაძლებელია ორივე განყოფილებაში იყოს ლინკი მაგ თემაზე, 'ფოლკლორშიც' და 'ენა და ლიტერატურაშიც', რადგან ეგ თემა ორივეს ეკუთვნის. იქნებ მოახერხოს ადმინმა და ასე გავაკეთოთ? თუ განსაკუთრებულად ფოლკლორულ საკითხებზე ზოგადი სასაუბრო გინდათ, შეიქმნას ამ განყოფილებაში თემა და აპინეთ თუ გსურთ, რადგან ყოველგვარი ოფფების და საუბრების განყოფილებაა ეს. მე არანაირ პრობლემას, ან კამათის საბაბს ამაში ვერ ვხედავ. თანაც მართალია არაფოლკლორელმა ფორუმელებმა ცოტა 'ნაწყენი' პოსტები დაწერეს აქ, მაგრამ თვითონ ფოლკლორის განყოფილებაში მპოსტავებიც არ იყავით მთლად კორექტულები. მოდით ნურავინ ნურავის დავამადლით ჩვენს ამ ფორუმზე ყოფნას. მგონი ყველანი რაღაცას წარმოვადგენთ და ეს ფორუმიც იმისთვისაა, რომ იმ ჩვენს ერთ სფეროში არ გამოვიკეტოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და განვმტკიცდეთ რწმენაში, წავიკითხოთ ბევრი საინტერესო რამ ღვთისმეტყველების განყოფილებაში და ა.შ. ამას ფოლკლორის ხალხის საწყენად არ ვწერ, უბრალოდ მე ვმეგობრობ ვირტუალურად მაინც თქვენთან და მე თუ არ გითხარით, გულში წყენა თუ დავიგროვეთ დიდხანს, მერე ეს ერთბაშად ითქმის და ულამაზო ხდება. ჩემთვის პირადად არც ის ერთი ოფტოპიკების თემა იყო დიდი პრობლემა ფოლკლორის განყოფილებაში. უბრალოდ ფორუმელებს ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ თქვენ არ გინდათ საერთო გქონდეთ დანარჩენებთან. თუ მე ვცდები მაპატიეთ. მეც სულ სამ თემაში ვპოსტავ მგონი, კაფიები, ღვთისმეტყველებაში ხანდახან და მილოცვებში. მაგრამ მიუხედავად ამისა ვერავინ იტყვის, რომ დანარჩენი ფორუმელებისაგან რაიმე ვირტუალური საზღვარი მაშორებს, ასეთი ბარიერი მე თვითონ არ აღმიმართია და ყველა ფორუმელი მცნობს მაინცა, თუ არ მიცნობს. რასავ ალბათ ვერ ვიტყვით ფოლკლორელებზე. ასე რომ, ნუ შევქმნით არაფრისაგან პრობლემას, არავინ ცდილობს თქვენს წყენინებას. ყველა ფოლკლორში მპოსტავმა მაპატიოს, თუ რაიმე საწყენად გამომივიდა დაწერილი. მეც ვიხედები ხოლმე მაგ განყოფილებაში, თუმცა თითქმის არ ვპოსტავ. არც მე მაქვს დრო ყველა განყოფილებაში ვპოსტო და არც არავინ ითხოვს ამას მგონი აქ ჩემგან ![]() M.M. მგონი ცუდად არ მოვიქეცი ეს პოსტი რომ დავწერე, თუ რამეში ვცდები, ხო იცი შეგიძლია მითხრა, არ მეწყინება. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 05:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი