კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
guest |
Dec 22 2007, 12:47 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
როგორც მიეჩვიეთ, აქ ძირითადად მე ვწერ კითხვებს და უნდა ამიტანოთ როგორმე.
ორი კითხვა მაქვს, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება,მაგრამ ჯერ ერთს დავსვამ ასეთი რაღაც მაინტერესებს: ითვლება თუ არა თვითმკვლელობა მუდამ სასიკვდილო ცოდვად? რომ გაგაგებინოთ,საიდან გამიჩნდა ეს კითხვა მოკლე "დახასიათებას" მოვიყვან: ჯერ ავიღოთ მაგალითად სულით ავადმყოფობის შემთხვევები, ამ დროს რა ხდება? მოწამეები გასაგებია ჩემთვის, თითქოს მათ წინასწარ იციან, რომ მათი საქციელით ისინი მოკვდინებული იქნებიან და მაინც აკეთებენ, მაგრამ ეს გასაგებია ( ასევე შეიძლება ალბათ ტყვეების მაგალითიც, რომლებიც არ ტყდებიან დაკითხვისას და ა.შ.). მეორედ ის, რომ მაგალითად, ჩემი მოძღვრის მეუღლე მლადენკა და მე ერთხელ ვსაუბრობდით და ახსენა , რომ სადღაც სერბიაში თურქები რომ თავს დაესხნენ დედათა მონასტერს ასაოხრებლად, მონაზონი ქალები გაუპატიურებისგან თავდასაცავად მონასტრის სამრეკლოდან გადმოხტნენო . იქ დაღუპული დედები მოწამეებად და წმინდანებად არიან შერაცხულნი ( მარკოს ვკითხეთ მერე და რაღაც იყო,სტუმრები ,ამბავი და ვეღარ გვიპასუხა, თან მლადენკას ყოვლადპატიოსნება მთავარეპისკოპოსს მლადენკას უწოდებს და "ესკალაციის" თავიდან აცილების მიზნით შემდეგისათვის გადავდე , მას მერე კი არც მინახია ). მესამე "ვარიანტი" ჩემეულია , ვიცი, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრიც ცუდის მაჩვენებელია და მოსანანიებელი, საბრძოლველი, რომ განვდევნოთ, მაგრამ მე თვითონ მქონია ძალიან ცუდი პერიოდი , როცა მიფიქრია არყოფნა მიჯობს ახლა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი ჩემით , არსებული მიზეზების გამო, რასაც სასიკვდილო ცოდვა ქვია.მაგრამ, თავში გამვლია აზრი: სხვამ რომ მომკლას როცა მე მინდა ასე, ესეც ცოდვაა? მიფიქრია, პოლიციელების პატრულის მანქანასტან მივსულიყავი და იარაღი დამემიზნებია, ამ დროს პრაკტიკიდან ცნობილია ისინი ეგრევე ტყვიას არჭობენ (თუ მოასწრეს ცხადია, მაგრამ ძირითადად რამდენიმე არიან და აშკარა თავდამსხმელს რომელიმე მაინც უპასუხებს უკუსროლით) , ხოდა შევლენ ცდომილებაში და მესვრიან ეს იყო რაღაც წამის გავლენა , როცა ამას ვფიქრობდი,მაგრამ მაინც მაინტერესებს, მე ვთვლი რომ რახან ეს წინასწარ მოფიქრებულია, ალბათ იგივე სიმძიმის ცოდვაა, რაც საკუთარი ხელით თვითმკვლელობა. წინასწარ მადლობა პასუხისათვის. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი