![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
როგორც მიეჩვიეთ, აქ ძირითადად მე ვწერ კითხვებს და უნდა ამიტანოთ როგორმე.
ორი კითხვა მაქვს, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება,მაგრამ ჯერ ერთს დავსვამ ![]() ასეთი რაღაც მაინტერესებს: ითვლება თუ არა თვითმკვლელობა მუდამ სასიკვდილო ცოდვად? რომ გაგაგებინოთ,საიდან გამიჩნდა ეს კითხვა მოკლე "დახასიათებას" მოვიყვან: ჯერ ავიღოთ მაგალითად სულით ავადმყოფობის შემთხვევები, ამ დროს რა ხდება? მოწამეები გასაგებია ჩემთვის, თითქოს მათ წინასწარ იციან, რომ მათი საქციელით ისინი მოკვდინებული იქნებიან და მაინც აკეთებენ, მაგრამ ეს გასაგებია ( ასევე შეიძლება ალბათ ტყვეების მაგალითიც, რომლებიც არ ტყდებიან დაკითხვისას და ა.შ.). მეორედ ის, რომ მაგალითად, ჩემი მოძღვრის მეუღლე მლადენკა და მე ერთხელ ვსაუბრობდით და ახსენა , რომ სადღაც სერბიაში თურქები რომ თავს დაესხნენ დედათა მონასტერს ასაოხრებლად, მონაზონი ქალები გაუპატიურებისგან თავდასაცავად მონასტრის სამრეკლოდან გადმოხტნენო . იქ დაღუპული დედები მოწამეებად და წმინდანებად არიან შერაცხულნი ( მარკოს ვკითხეთ მერე და რაღაც იყო,სტუმრები ,ამბავი და ვეღარ გვიპასუხა, თან მლადენკას ყოვლადპატიოსნება მთავარეპისკოპოსს მლადენკას უწოდებს ![]() მესამე "ვარიანტი" ჩემეულია , ვიცი, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრიც ცუდის მაჩვენებელია და მოსანანიებელი, საბრძოლველი, რომ განვდევნოთ, მაგრამ მე თვითონ მქონია ძალიან ცუდი პერიოდი , როცა მიფიქრია არყოფნა მიჯობს ახლა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი ჩემით , არსებული მიზეზების გამო, რასაც სასიკვდილო ცოდვა ქვია.მაგრამ, თავში გამვლია აზრი: სხვამ რომ მომკლას როცა მე მინდა ასე, ესეც ცოდვაა? ![]() ![]() წინასწარ მადლობა პასუხისათვის. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 11:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი