კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
KAIROS |
Dec 23 2007, 05:33 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ითვლება თუ არა თვითმკვლელობა მუდამ სასიკვდილო ცოდვად თვითმკვლელობა მხოლოდ მაშინაა თვითმკვლელობა როცა მოტივი არის საკუთარი თავის მოკვლა ანუ ის მესამე მოტივი, როცა იმედს კარგავ, ციტატა როცა მიფიქრია არყოფნა მიჯობს ესეც სწორია და ალბათ უფრო მძიმეცაა, რადგან არამარტო თავს იკლავ, არამედ სხვასაც აგდებ ცოდვაში, ასე რომ ესეც თვითმკვლელობაა, ციტატა მე ვთვლი რომ რახან ეს წინასწარ მოფიქრებულია, ალბათ იგივე სიმძიმის ცოდვაა, რაც საკუთარი ხელით თვითმკვლელობა. რადგან მნიშნველობა იმას კი არ აქვს ვისი ხელით მოკვდები, რადგან შესაძლებელია, როგორც ზემოთ ვნახეთ სხვისი ხელით თვითმკვლელობა და შესაძლებელია, როცა თავს იკლავ, მაგრამ თვით მკვლელობა არაა, ასე მაგალითად ის მაგალითი რაც შენ მოიყვანე ციტატა სულით ავადმყოფობის შემთხვევები, ამ დროს რა ხდება? მოწამეები გასაგებია ჩემთვის, თითქოს მათ წინასწარ იციან, რომ მათი საქციელით ისინი მოკვდინებული იქნებიან და მაინც აკეთებენ, მაგრამ ეს გასაგებია ( ასევე შეიძლება ალბათ ტყვეების მაგალითიც, რომლებიც არ ტყდებიან დაკითხვისას და ა.შ.). ყველა ესენი, რადგან სულიერად ავადმყოფს არ ესმის რას აკეთებს, და არც მოეთხოვება პასუხი, მოწამე იმიტომ ჭეშმარიტებას ეწირება და არა თავს იკლავს, ტყვე იმიტომ, რომ იგი იცავს მამულს და ასრულებს თავის ფიცს და სამსახურს, ასევე არც ესენია თვითმკვლელები, როგორც შენ დაწერე ციტატა მონაზონი ქალები გაუპატიურებისგან თავდასაცავად მონასტრის სამრეკლოდან გადმოხტნენო აქაც მოტივი, ის კი არ იყო, რომ რაიმე უიმედობის გამო გადმოხტნენ, არამედ სიწმიდის დაცვის გამო, ამიტომ ისინი უცნაურია და მოწამეებია, ეწამნენ საკუთარი ხელით! ასევე შეგახსენებ ჩვენს დიდ წმიდანს მამა გრიგოლ ფერაძეს, რომელიც ერთი ვარაუდით საკუთარი ფეხით შევიდა გაზის კამერაში სხვის მაგივრად, ასევე იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც წამებით საიდუმლოს გატეხვის ასაცილებლად, ალყაშემორტყმულებმა თავი აიფეთქეს და ა.შ. ანუ მთავარია ის რომ ვინმე იყოს გონზე და რაა მოტივი, მოტივით იზომება ბევრი რამ და არა გარეგნული ქმედებით.იხარე, კაიროსი! პ.ს. ისე კითხვები მართლაც მოისუსტებს -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი