IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა.
KAIROS
პოსტი Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა...

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
RKO
პოსტი Dec 23 2007, 07:57 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 15
რეგისტრ.: 22-December 07
წევრი № 3,452



შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს

შორის XI-XIV საუკუნეებში

1054 წლის სამწუხარო მოვლენის შემდეგ ისტორიაში ვპოულობთ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების უამრავ მაგალითს. უკვე 1051 წელს საფრანგეთის მეფე ანრი I ცოლად შეირთო დიდი მთავრის იაროსლავის ქალიშვილი ანა. 1070 წელს ინგლისის მეფე ჰარალდ II ქალიშვილი გიდა ცოლად გაჰყვა კიევის დიდ მთავარ ვლადიმირ მონომახს. 1071 წელს ბიზანტიის იმპერატორ მიქაელ VI ვაჟმა კონსტანტინემ იქორწინა ნორმანების ბელად რობერტ გუისკარდის ქალიშვილზე, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ იმპერატორ ნიკიფორე I ბოტანიატის ძმისშვილი ცოლად გაჰყვა უნგრეთის მეფეს. 1095 წელს კიევის დიდმა მთავარმა მსტისლავმა ცოლად შეირთო შვედეთის მეფის ინგო სტენკილსონის ქალიშვილი ქრისტინე. 1143 წელს იმპერატორმა მანუელ კომნენოსმა იქორწინა გერმანიის იმპერატორ კონრად III ცოლისდაზე ბერტა სულბაკზე. 1112 წელს უგრეტის მეფე კოლომანმა იქორწინა კიევის დიდი მთავრის ქალიშვილ ეფემიაზე. 1148 წელს კი იმპერატორ მანუელის ძმისშვილი თეოდორა ცოლად გაჰყვა ავსტრიის ჰერცოგ ჰენრიხს. 1157 წელს იერუსალიმის მეფე ბალდუინ III ცოლად შეირთო იმპერატორ მანუელ კომნენოსის ქალიშვილი თეოდორა. იმპერატორის მეორე ქალიშვილი მარია 1180 წელს ცოლად გაჰყვა რენიე დე მონფერატს, რომელიც კეისარი გახდა და მზითევში თესალონიკის სამეფო მიიღო. 1186 წელს კონრად დე მონფერატმა კონსტანტინეპოლში იქორწინა იმპერატორ ისააკ ანგელის დაზე თეოდორაზე. იმპერატორ ისააკის ქალიშვილი ირინა ჯერ სიცილიის ჰერცოგ როდრიგეს მეუღლე იყო, ხოლო ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვაბიის ჰერცოგ ფილიპეს გაჰყვა ცოლად. 1252 წელს სლონიმის მთავარი რომანი დაქორწინდა ავსტრიის ჰერცოგის ქალიშვილ გერტრუდაზე. 1259 წელს ეპირისა და ეტოლიის დესპოტის მიქაელ ანგელის ქალიშვილი ელენე სიცილიის მეფე მანფრედს ცოლი გახდა. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
აღსანიშნავია მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქების მონაწილეობა შერეული ქორწინების ღვთისმსახურებაში. 1161 წლის 25 დეკემბერს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ლუკა ქრისოვერგმა ალექსანდრიის პატრიარქ სოფრომ II და ანტიოქიის პატრიარქ ათანასეს თანამსახურებით წმინდა სოფიას ტაძარში ჯვარი დაწერა იმპერატორ მანუელ I კომნენოსს და მარიას, რომელიც ანტიოქიის მეფისა და პისტევიის ჰერცოგის რაიმონდის ქალიშვილი იყო. იმავე ტაძარში 1180 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა თეოდოსიოს I ვორადიოტისმა ჯვარი დაწერა იმპერატორ ალექსი II კომნენოსს და საფრანგეთის მეფის ლუი VII ქალიშვილს აგნესს. აგრეთვე წმინდა სოფიას ტაძარში დაწერა ჯვარი 1272 წელს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა იოსებ I იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგს და უნგრეთის მეფე სტეფან V ქალიშვილ ანას.
მკითხველს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ შერეული ქორწინებები მხოლოდ სამეფო ოჯახების წარმომადგენლებს შორის ხდებოდა. ჯვაროსნულმა ომებმა აღმოსავლეთში მრავალი ევროპელი რაინდი თუ უბრალო მეომარი მიიყვანა. Dდიდი ქალაქები სავსე იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ვაჭრებით. აქ შეხვდებოდით კატალონიელებს, ლანგედოკელებს, ბასკებს, სკანდინავებს, ანგლო-საქსონებს, ფრანგებს და სხვა. Bიზანტიელები კი ყველა დასავლელს ფრანგებს უწოდებდნენ. წარჩინებული არისტოკრატები ჯვაროსნების მიერ შექმნილი სამეფოების მეთაურები ხდებოდნენ და ცდილობდნენ ბიზანტიელ პრინცესებზე ან არისტოკრატებზე დაქორწინებულიყვნენ. ჯვაროსნების მიერ სირიის დაპყრობის შემდეგ ვხვდებით მრავალ შერეულ ქორწინებებს საშუალო და დაბალ არისტოკრატიულ წრეებში.
ამგვარი ქორწინებები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების შერეული ოჯახების შვილებისაგან გარკვეული ეროვნებაც კი შეიქმნა. ამ ადამიანებს გაზმულებს ((Gasmoules) ) უწოდებდნენ. როდესაც იმპერატორი მიქაელ VIII პალეოლოგი 1264 წელს თავს დაესხა ფრანგებს, რათა არქიპელაგის რამდენიმე კუნძული წაერთმია, მისი არმიის დიდ ნაწილს სწორედ გაზმულები შეადგენდნენ. “[არმია], მოგვითხრობს ერთი მემატიანე, შედგებოდა ბერძნებისა და გაზმულებისაგან; იმ დროს სწორედ ასე უწოდებდნენ მათ, რომლებიც დაიბადნენ ისეთი ქორწინებისაგან, რომელშიც ერთი მეუღლე ფრანგი იყო, ხოლო მეორე ბერძენი” (Du Cange, Histoire de Constantinople, Paris, 1657, livre V, chap. 40).
საინტერესოა რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების დამოკიდებულება მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების მიმართ. ბუნებრივია, რომ თუ სიძე ან პატარძალი ჯვრისწერამდე მიიღებდა თავისი მომავალი მეუღლის სარწმუნოებას, შერეული ქორწინების პრობლემა აღარ დადგებოდა. მაგალითად, ბერტა სულბაკმა მიიღო მართლმადიდებლობა, ვიდრე იმპერატორ მანუელ კომნენოსზე დაქორწინდებოდა. მას სახელად ირინა დაარქვეს. ზუსტად იგივე გაიმეორა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ II ქალიშვილმა კონსტანციამ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იოანე დუკას გაჰყვა ცოლად 1244 წელს. წმინდა საყდარმა ეს ქორწინება დაგმო, არა იმიტომ, რომ მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებების წინაარმდეგი იყო, არამედ ეს ფაქტი თავისი პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩათვალა. ერთ-ერთ ბრალდებად სწორედ ეს ქორწინება წაუყენეს ფრედერიკ II 1245 წლის ლიონის კრებაზე, როდესაც იგი ექსკომუნიკაციით დასაჯეს.
შეიძლება ითქვას, რომ წმინდა საყდარი შერეულ ქორწინებებს მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის კანონიერად თვლიდა და არსებული სქიზმა დაბრკოლებად არ მიაჩნდა. მხოლოდ ერთი დეკრეტალია ცნობილი, რომელიც კრძალავს ამგვარ ქორწინებებს, მაგრამ ეს დოკუმენტი კერძო და ლოკალურ სიტუაციას ეხება და არ შეიძლება ზოგად წესად ჩაითვალოს. 1233 წლის 24 თებერვალს პაპმა გრიგოლ IX დეკრეტალი გაუგზავნა დომინიკანელთა ორდენის პოლონეთის პროვინციალს, რომლითაც ამ რეგიონში მცხოვრებ კათოლიკე ქალებს აუკრძალა ქორწინება “სქიზმატიკოს რუტენებთან”, ანუ მართლმადიდებელ სლავებთან. დეკრეტალში მოყვანილია აკრძალვის მიზეზიც: რუთენები მეუღლეებს აიძულებდნენ თავიდან მონათლულიყვნენ და ძალით მიეღოთ მართლმადიდელი სარწმუნოება.
1309 წელს ქ. პრესბურგში კარდინალ ჯენტილის თავჯდომარეობით შემდგარმა საეკლესიო კრებამ აუკრძალა კათოლიკეებს, რომ თავისი ქალიშვილები მიეთხოვებინათ მწვალებლებისა ან სქიზმატიკოსებისათვის, განსაკუთრებით კი რუტენების, ბულგარელების ან ლიტველებისათვის. სასჯელად ექსკომუნიკაცია იყო განწესებული. აღსანიშნავია, რომ კრება მხოლოდ კათოლიკე ქალებს უკრძალავდა მართლმადიდებლებზე გათხოვებას, ხოლო კათოლიკე მამაკაცების მიერ მართლმადიდებელ ქალებზე დაქორწინების შესახებ არაფერს ამბობდა. გარდა ამისა, კრების დადგენილებები ძალაში იყო მხოლოდ კარდინალ ჯენტილეს იურისდიქციის საზღვრებში. ასე რომ, პრესბურგის კრების დადგენილებაც ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდა.
არ არსებოდა რომის ეკლესიის ზოგადი კანონი, რომელიც კრძალავდა ქორწინებას კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის. ამგვარი ქორწინებები რომის ეკლესიამ არ გააიგივა მწვალებლებთან ქორწინებასთან. არც ერთი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ რომელიმე კათოლიკემ წმინდა საყდარს ნებართვა (dispensatio) სთხოვა მართლმადიდებელთან ქორწინებისათვის. ითვლებოდა, რომ ამგვარი ნებართვა საჭირო არ იყო, რადგან მართლმადიდებლები მწვალებლებად კი თვლებოდნენ, არამედ მხოლოდ სქიზმატიკოსებად, რომელთაც ქორწინების იგივე საეკლესიო საიდუმლო სწამდათ.
ამ პერიოდში არანაირი დაბრკოლება არ არსებობდა მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის საეკლესიო საიდუმლოებებში თანაზიარებისათვის (communicatio in sacris). . მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: ჯვაროსნების მიერ სირიის დაპყრობის შემდეგ ისინი თავისუფლად მონაწილეობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში. ქალაქი ანტიოქია მუსლიმებმა დაიკავეს და პატრიარქი იოანე IV გალავანზე მიაბეს. ჯვაროსნებმა ანტიოქია აიღეს, პატრიარქი გაათავისუფლეს და წმინდა პეტრეს ტაძარში, რომელიც მეჩეთად იყო გადაქცეული, მართლმადიდებელმა და კათოლიკე სამღვდელოებამ ერთად აღავლინა წირვა. აღსანიშნავია, რომ დამასკოსთან ახლოს სოფელ საიდანაიასთან მდებარე მონასტერში მრავალი დასავლელი პილიგრიმი მიდიოდა და თავისუფლად მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რომის ეკლესიის მრავალი სასულიერო პირი აღასრულებდა ღვთისმსახურებას და ქადაგებდა მართლმადიდებლურ ტაძრებში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ლოცვა-კურთხევით. Eეს მდგომარეობა XVIII საუკუნიდან იცვლება. Mმანამდე კი ითვლებოდა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში მცხოვრებ კათოლიკეებს თავისუფლად შეეძლოთ მართლმადიდებელი პატრიარქების იურისდიქციაში ყოფნა.
XII საუკუნიდან ბიზანტიაში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც კათოლიკეებს მწვალებლებად თვლიდა. ამგვარად ფიქრობდნენ პატრიარქები მიქაელ III ანქიალოსი და გიორგი II ქსიფილინოსი, ცნობილი კანონისტები თეოდორე ბალსამონი და იოანე ზონარა. ბალსამონი მოითხოვდა, რომ შერეული ქორწინებისას კათოლიკე მეუღლეს აუცილებლად მიეღო მართლმადიდებლობა. ნოვგოროდის ეპისკოპოს ნიფონტის მიხედვით ამ პერიოდში კათოლიკეებს მირონცხებით იღებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. თუმცა, ბალსამონის და ზონარას შეხედულებებმა ზოგადი ხასიათი ვერ შეიძინა. XIII საუკუნეში ერთის მხრივ იობ იასიტი კათოლიკეებისათვის განმეორებით მირონცხებას მოითხოვს, ხოლო მეორეს მხრივ, დემეტრე ქომატიანე და იოანე კიტრელი ეპისკოპოსი არ კრძალავენ საეკლესიო საიდუმლოებებში თანაზიარებას მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის. კათოლიკე მეუღლისათვის მართლმადიდებლობის მიღების აუცილებლობა ზოგად წესად მხოლოდ XIV საუკუნის მეორე ნახევარში გახდა. 1333 წელს ლიტვის პრინცესა კათოლიკე ავგუსტა, რომელიც ცოლად გაჰყვა დიდი მთავრის იოანე დანილევიჩის შვილიშვილს, თავიდან მონათლეს. Aამ პრაქტიკამ უფრო ზოგადი ხასიათი კი კონსტანტინეპოლის პატრიარქ კირილე V 1755 წლის ოროსის შემდეგ მიიღო.
GXI-XIV საუკუნეებში წმინდა საყდარი არ კრძალავდა მართლმადიდებლებისა და კათოლიკეების თანაზიარებას საეკლესიო საიდუმლოებებში. ამიტომაც არ არსებობდა დაბრკოლება მათ შორის შერეული ქორწინებებისათვის. ამგვარ

ამგვარად იმპერატორ მანუელ I კომნენოსის ძმისშვილისა და ოტო ფრაჟაპანისელის ჯვრისწერა ქალაქ ვეროლიში თვით რომის პაპმა ალექსანდრე III აღასრულა 1170 წელს. მსახურებას მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც ესწრებოდნენ. 1157 წელს ანტიოქიის ლათინმა პატრიარქმა ამორიმ აღასრულა იერუსალიმის მეფე ბალდუინისა და იმპერატორ მანუელ კომნენოსის ქალიშვილის თეოდორას ჯვრისწერა.
Qქალკედონისა და ტრულის მსოფლიო კრებების კანონები კრძალავენ ქორწინებას მწვალებლებთან. Mმაგრამ ამ პერიოდში ბიზანტიის ეკლესიაში არსებული ზოგადი წესის მიხედვით კათოლიკეები მწვალებლებად არ ითვლებოდნენ. არც ერთი ბიზანტიური საეკლესიო ტექსტი არ კრძალავს კათოლიკეებთან ქორწინებას. “ლათინები” მხოლოდ სქიზმატიკოსებად ითვლებოდნენ და მათთან ქორწინება დაშვებული იყო. მართალია ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზ II კანონიკურ შეკითხვაზე თეოდორე ბალსამონი პასუხობს, რომ კათოლიკე ტყვეებს ეკრძალებათ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა, თუ ისინი არ მიიღებენ მართლმადიდებლობას. Gგამომდინარეობს კი ამ პასუხიდან, რომ კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ქორწინება აკრძალულია და ამ პრობლემას უნდა შეეფარდოს ქალკედონის კრების მე-14 კანონი? პირიქით, ბალსამონი ფიქრობს რომ კანონიკური სამართლის მიხედვით რომის ეკლესია მწვალებლურად არ ჩაითვლება და “ლათინთა” დოქტრინებს არ შეიძლება შეეფარსოს კონსტანტინოპოლის II კრების მე-15 კანონი.
XI საუკუნიდან და XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში რომის ეკლესიის მიმართ დადებითი განწყობა დომინირებდა. იტალიის ქალაქ ბარიში 1098 წელს გამართულ საეკლესიო კრებაში კათოლიკე ეპისკოპოსებთან ერთად მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც მონაწილეობდნენ. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი თავის წერილში დიაკონ ნიკოლოზის მიმართ უსაფუძვლო თავდასხმებისაგან იცავს კათოლიკეებს და ორ ეკლესიას შორის უფრო ახლო ურთიერთობებისაკენ მოუწოდებს. დირაქიუმის მიტროპოლიტმა კონსტანტინე კაბასილამ კანონიკური შეკითხვა დაუსვა მთავარეპისკოპოს დემეტრე ქომატიანეს იმის შესახებ, შეეძლოთ თუ არა მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს კათოლიკურ ტაძრებში შესვლა და იქ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ქომატიანე დადებითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელ იერარქთა დიდი ნაწილიც ამ აზრისაა, ხოლო ბალსამონის შეხედულება კი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან არც ერთ საეკლესიო კრებას არ დაუგმია კათოლიკეები და არ უწოდებია მათთვის მწვალებლები. ამდენად, მათ შეუძლიათ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. თავის მხრივ იოანე კიტრელი ეპისკოპოსი ეკითხება დირაქიუმის მიტროპოლიტს იმის შესახებ, რომ “ლათინები” წესს უგებენ გარდაცვლილ მართლმადიდებლებს და თავიანთ სასაფლაოებზე ასაფლავებენ მათ. შეიძლება, რომ მათლმადიდებელი ეკლესიაც ამგვარად მოიქცეს კათოლიკეების მიმართ? მიტროპოლიტი პასუხობს, რომ ამ, ისევე, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ორი ეკლესიის წევრებს შორის არანაირი განსხვავება არ არის.
შეიძლება დავასკვნად, რომ ეკლესიოლოგიური და კანონიკური თვალსაზრისით 1054 წლის მოვლენა იყო არა სქიზმა, არამედ ევქარისტიული კავშირის ურთიერთგაწყვეტა ერთი ეკლესიის ორ საპატრიარქოს: რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის XX საუკუნის 90-იან წლებში. ლიონის (1274) და ფერარა-ფლორენციის (1438-39) საეკლესიო კრების მონაწილე კათოლიკე და მართლმადიდებელი ეპისკოპოსები ერთმანეთს ძმებს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთს არა სქიზმატიკოსებად, არამედ დროებით ევქარისტიული თანაზიარების გაწყვეტის მდგომარეობაში მყოფებად თვლიდნენ და ერთობის აღდგენა საშურად მიაჩნდათ.
დღეს, XXI საუკუნეში, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებებისათვის ყოველგვარი ეკლესიოლოგიური და კანონიკური დაბრკოლებების მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ერთობის აღდგენის გზაზე.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   ქორწინება საეკლესიო სამართალში   Jun 7 2007, 07:34 PM
Qeti   ძალიან საინტერესო ...   Jun 7 2007, 07:38 PM
თამარი_ცქნაფო   კაიროსს, ჩემმა კით...   Jun 7 2007, 07:42 PM
Qeti   მაინტერესებს, ვერ ...   Jun 7 2007, 07:46 PM
თამარი_ცქნაფო   ანუ სხვადასხვა ბა...   Jun 7 2007, 07:50 PM
KAIROS   მიჯიკა :D ჰო და თან ...   Jun 7 2007, 08:13 PM
თამარი_ცქნაფო   მიჯიკა :D ჰო და თან ...   Jun 7 2007, 08:26 PM
KAIROS   მიბაძვას ვინ ამბო...   Jun 7 2007, 08:43 PM
თამარი_ცქნაფო   მიბაძვას ვინ ამბო...   Jun 7 2007, 08:53 PM
კანონისტი   KAIROS ძალიან საინტერე...   Jun 8 2007, 10:50 AM
მხევალი ნინო   კანონისტი ეს საკ...   Jun 8 2007, 10:58 AM
კანონისტი   ჯვრისწერისა და მას...   Jun 8 2007, 11:32 AM
KAIROS   აი ეს არის VI მსოფლი...   Jun 8 2007, 01:57 PM
მხევალი ნინო   ქორწმინებას ეხება ...   Jun 8 2007, 02:03 PM
კანონისტი   KAIROS ანუ ლათინები არ ...   Jun 8 2007, 03:47 PM
makuna7474   რატომაა რომ კათოლი...   Jun 8 2007, 05:25 PM
KAIROS   წყაროებს არ ვფლობ,...   Jun 9 2007, 11:03 AM
makuna7474   ასევე დაზუსტება ს...   Jun 9 2007, 04:21 PM
მნათე   სტელას შემოხვევაზ...   Jun 9 2007, 11:42 AM
მაეასი   სტელას შემოხვევაზ...   Jun 9 2007, 03:50 PM
კანონისტი   KAIROS მართალია, ეგ გა...   Jun 9 2007, 05:59 PM
natali_natalia   თუ შეიძლება მეიენდ...   Nov 30 2007, 12:19 PM
KAIROS   აუცილებლად, შედი ...   Nov 30 2007, 02:05 PM
natali_natalia   გაიხარე, რამდენი ხ...   Nov 30 2007, 02:43 PM
natali_natalia   ერთი კითხვაც სისხლ...   Nov 30 2007, 03:05 PM
KAIROS   არაა ერთიანი პასუ...   Dec 5 2007, 12:10 AM
კანონისტი   natali_natalia კითხვა მთლად...   Dec 5 2007, 12:02 PM
მაკუნა   natali_natalia ათენური სინ...   Dec 5 2007, 03:46 PM
natali_natalia   მაშინ უფრო კონკრეტ...   Dec 5 2007, 03:38 PM
კანონისტი   natali_natalia ეგ საერთოდ ა...   Dec 5 2007, 03:57 PM
მაკუნა   მსგავსი თემის გახს...   Dec 5 2007, 04:04 PM
natali_natalia   ერთი სოფლიდან და ე...   Dec 5 2007, 04:11 PM
staywhite   დედაჩემი და ჩემი ძ...   Dec 6 2007, 01:32 AM
მაკუნა   დედაჩემი და ჩემი ძ...   Dec 6 2007, 01:49 AM
.nino   რამდენადაც ვიცი ა...   Dec 6 2007, 01:58 AM
KAIROS   ასევე გამავალით, რ...   Dec 6 2007, 03:32 AM
k@the   აი აქ არის პასუხი დ...   Dec 6 2007, 03:56 AM
atinati   ღმერთო მილხინე მე ...   Dec 6 2007, 06:03 PM
natali_natalia   დიდი მადლობა ბავშვ...   Dec 7 2007, 06:57 PM
RKO   შერეული ქორწინებე...   Dec 23 2007, 07:57 PM
athos   სტატია საკმაოდ ცალ...   Dec 23 2007, 11:19 PM
RKO   მართლმადიდებლებს...   Dec 24 2007, 12:45 PM
კანუდოსელი   RKO ურა ლიბერალიზმი...   Dec 24 2007, 12:50 PM
staywhite   RKO რას ნიშნავს? რკოს ...   Dec 24 2007, 12:58 PM
RKO   კანუდოსელი. ჯვრი...   Dec 24 2007, 01:58 PM
კანუდოსელი   ჯვრისწერა ღვთისმე...   Dec 24 2007, 02:06 PM
staywhite   მეც ახლა გავიგე რკ...   Dec 24 2007, 02:10 PM
მხევალი ნინო   RKO staywhite ხედავ რამხ...   Dec 24 2007, 08:45 PM
კანონისტი   RKO კანონიკა არსებო...   Dec 24 2007, 11:06 PM
KAIROS   რამდენი ხალხი დატო...   Dec 26 2007, 05:53 AM
კანონისტი   მეც მასე მიმაჩნია ...   Jan 1 2008, 03:27 PM
KAIROS   ( ალბათ კანცელიარი...   Mar 10 2008, 02:58 AM
კანონისტი   KAIROS აქ, ჩემი აზრით, ა...   Mar 10 2008, 11:50 AM
KAIROS   მარხვაში უჩინარი ...   Mar 10 2008, 12:10 PM
კანონისტი   ეკლესია ცნობს, ცოტ...   Mar 10 2008, 12:38 PM
KAIROS   ცნობაა ეგ მაინც, გი...   Mar 10 2008, 12:47 PM
კანონისტი   KAIROS არ არის შეცდომა....   Mar 10 2008, 01:06 PM
გიორგი   KAIROS კანონისტი მე მგ...   Mar 10 2008, 01:08 PM
KAIROS   აბა რას ამბობ? ის გ...   Mar 10 2008, 01:31 PM
გიორგი   KAIROS OK. მოდი ასე ვთქვ...   Mar 10 2008, 01:33 PM
კანონისტი   KAIROS პირიქით, ჩემო კა...   Mar 10 2008, 01:34 PM
KAIROS   არა, და არც ერთმანე...   Mar 10 2008, 01:34 PM
კანონისტი   KAIROS მაშ სხვაობაც ყო...   Mar 10 2008, 01:36 PM
გიორგი   KAIROS ქვეკითხვებზე რ...   Mar 10 2008, 01:40 PM
KAIROS   კანონისტ, მასე შორ...   Mar 10 2008, 01:41 PM
კანუდოსელი   ეკლესია სამოქალაქ...   Mar 10 2008, 01:47 PM
კანონისტი   რატომ არის აბსურდ...   Mar 10 2008, 01:52 PM
კანუდოსელი   მანდ არცერთგან არ ...   Mar 10 2008, 01:57 PM
გიორგი   კანუდოსელი ჰო, აი ...   Mar 10 2008, 01:59 PM
კანონისტი   კანუდოსელი განყოფ...   Mar 10 2008, 02:00 PM
კანუდოსელი   ათინაგორას აპოლოგ...   Mar 10 2008, 02:06 PM
გიორგი   კანუდოსელი გარკვ...   Mar 10 2008, 02:18 PM
კანონისტი   კანუდოსელი "თითო...   Mar 10 2008, 02:06 PM
კანუდოსელი   ამიტომ ჯვრისწერა ...   Mar 10 2008, 02:11 PM
გიორგი   კანუდოსელი ამას ა...   Mar 10 2008, 02:06 PM
კანონისტი   და ჩემი კითხვა: გი...   Mar 10 2008, 02:07 PM
კანონისტი   კანუდოსელი რატომ ...   Mar 10 2008, 02:12 PM
კანუდოსელი   ჩავიციკლე? :D კაი გა...   Mar 10 2008, 02:18 PM
ეკატერინე   სოტირისმა მაგ სტატ...   Mar 10 2008, 02:38 PM
კანუდოსელი   სოტირისმა მაგ სტა...   Mar 10 2008, 02:42 PM
KAIROS   შემორბენით :) იმისა...   Mar 10 2008, 02:44 PM
კანონისტი   შემორბენით :) იმისა...   Mar 10 2008, 02:54 PM
კანონისტი   კანუდოსელი :huh: :mellow:   Mar 10 2008, 02:45 PM
კანუდოსელი   სიტყვებს ნუ გამოეკ...   Mar 10 2008, 02:48 PM
გიორგი   [b]აღიარეთ შუალედურ...   Mar 10 2008, 03:11 PM
კანუდოსელი   გიორგი დასტურ   Mar 10 2008, 03:43 PM
კანონისტი   გიორგი კანუდოსელი...   Mar 10 2008, 03:45 PM
k@the   მდას, და არის განსხ...   Mar 10 2008, 05:45 PM
KAIROS   კანონისტ მაოცებ :D ...   Mar 10 2008, 08:24 PM
KAIROS   პ.ს. სტატიებთა ნაკრ...   Mar 10 2008, 10:17 PM
კანონისტი   KAIROS იურისტი უნდა მა...   Mar 11 2008, 10:52 AM
თემო   მუხლი 1120. ქორწინე...   Mar 11 2008, 11:05 AM
გიორგი   მე მაინც ვერ გავიგ...   Mar 11 2008, 11:31 AM
გიორგი   KAIROS საშინლად არ მომ...   Mar 11 2008, 12:12 PM
კანონისტი   გიორგი ეს ეხება კო...   Mar 11 2008, 12:25 PM
გიორგი   კანონისტი თუ მარტ...   Mar 11 2008, 12:43 PM
კანონისტი   გიორგი კაიროსის მ...   Mar 11 2008, 12:51 PM
KAIROS   ძმები :) სამწუხაროდ...   Mar 11 2008, 01:41 PM
კანონისტი   KAIROS გამოჩნდი? :ლირიკ...   Mar 11 2008, 01:47 PM
გიორგი   KAIROS ჩემთვის გასაგებ...   Mar 11 2008, 01:52 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 09:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი