ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
athos |
Dec 23 2007, 11:19 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
სტატია საკმაოდ ცალმხრივი და ტენდენციურია.
მოყვანილი მაგალითების უმეტესი ნაწილი პოლიტიკური ქორწინებებია და ამიტომ ნორმად ვერ ჩაითვლება (ჩვენი მეფეები და არისტოკრატები პოლიტიკის გამო მუსლიმებსაც უმოყვრდებოდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მუსლიმებთან დაქორწინებაც დასაშვებია ქრისტიანისთვის). ამასთან რიგ შემთხვევაში ავტორი თავის თავს ეწინააღმდეგება, მაგალითად როცა წერს რომ ციტატა ბუნებრივია, რომ თუ სიძე ან პატარძალი ჯვრისწერამდე მიიღებდა თავისი მომავალი მეუღლის სარწმუნოებას, შერეული ქორწინების პრობლემა აღარ დადგებოდა. მაგალითად, ბერტა სულბაკმა მიიღო მართლმადიდებლობა, ვიდრე იმპერატორ მანუელ კომნენოსზე დაქორწინდებოდა. მას სახელად ირინა დაარქვეს. ზუსტად იგივე გაიმეორა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ II ქალიშვილმა კონსტანციამ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იოანე დუკას გაჰყვა ცოლად 1244 წელს. თუ არანაირი განსხვავება არ არის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის და არ იყო პრობლემა შერეული ქორწინებები, მაშინ რატომ გახდა საჭირო ამ ორ (და კიდევ მრავალ) შემთხვევაში მართლმადიდებლობაზე გადასვლა? აი კიდევ ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები: ციტატა XII საუკუნიდან ბიზანტიაში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც კათოლიკეებს მწვალებლებად თვლიდა. ამგვარად ფიქრობდნენ პატრიარქები მიქაელ III ანქიალოსი და გიორგი II ქსიფილინოსი, ცნობილი კანონისტები თეოდორე ბალსამონი და იოანე ზონარა. ბალსამონი მოითხოვდა, რომ შერეული ქორწინებისას კათოლიკე მეუღლეს აუცილებლად მიეღო მართლმადიდებლობა. ციტატა XI საუკუნიდან და XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში რომის ეკლესიის მიმართ დადებითი განწყობა დომინირებდა. ეს მეორე წინადადება ძალიან აბსტრაქტულია, გაუგებარია რა იგულისხმება დადებით განწყობაში. ციტატა ქომატიანე დადებითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელ იერარქთა დიდი ნაწილიც ამ აზრისაა, ხოლო ბალსამონის შეხედულება კი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან არც ერთ საეკლესიო კრებას არ დაუგმია კათოლიკეები და არ უწოდებია მათთვის მწვალებლები. ამდენად, მათ შეუძლიათ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. კრება ადასტურებს უკვე არსებულს, ახალ რამეს კი არ იგონებს. არიანელები კრების დადგენილების მერე არ გამხდარან მწვალებლები, მათი სწავლება თავიდანვე მწვალებლობა იყო. კათოლიციზმმა კი გადაუხვია კრებების დადგენილებებს და მრწამსში ახალი სწავლება შეიტანა. თუ კათოლიკებს მწვალებლებად არ თვლიდნენ რატომ ნათლავდნენ ხელახლა ან მირონცხებით იღებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში? Краковский епископ Матвей в письме от 1130 года к Бернарду, аббату Клервосскому, приглашает его заняться обращением русских в латинство и утверждает, что русские латинян перекрещивают კრაკოვის ეპისკოპოსი, კლერვოს აბატის - ბერნარდისადმი გაგზავნილ 1130 წლით დათარიღებულ წერილში სთავაზობს მას დაკავდეს რუსების კათოლიციზმში მოქცევით და ამტკიცებს, რომ რუსები ლათინებს ხელახლა ნათლავდნენ Известно, как любезно был принят в Константинополе в 1147 году Мануилом I Людовик VII; однако описатели его похода на Восток Odo de Dioglio упоминают о том, что греки латинян перекрещивали. ცნობილია რომ ლუდოვიკო VII დიდი პატივით იქნა მიღებული კონსტანტინეპოლში მანუილ I-ის მიერ 1147 წელს, თუმცა ამის აღმწერები აღნიშნავენ რომ ბერძნები ლათინებს ხელახლა ნათლავდნენ. миропомазанием при приеме латинян доказывают, что эти последние – еретики. “Благочестивые постановления, – пишет святой Марк Ефесский, – гласят: еретиками называются и подвергаются законам против еретиков также и те, которые в малом отступают от правоверия. И отчего мы помазуем миром присоединяющихся от них к нам? разумеется, оттого, что они еретики”. ლათინთა მირონცხებით მიღება ადასტურებს რომ ეს უკანასკნელნი ერეტიკოსები არიან- წერს წმ. მარკოზ ეფესელი (ციტატები მოყვანილია მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკის წიგნიდან:"ЕДИНСТВО ЦЕРКВИ И ВСЕМИРНАЯ КОНФЕРЕНЦИЯ ХРИСТИАНСТВА") ციტატა შეიძლება დავასკვნად, რომ ეკლესიოლოგიური და კანონიკური თვალსაზრისით 1054 წლის მოვლენა იყო არა სქიზმა, არამედ ევქარისტიული კავშირის ურთიერთგაწყვეტა ერთი ეკლესიის ორ საპატრიარქოს: რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის XX საუკუნის 90-იან წლებში. ეს ციტატა ხომ საერთოდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ასეთი სასაცილო რამ დიდი ხანია არ წამიკითხავს. მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს შორის არავითარი დოგმატური განსხვავება არ იყო!!! ციტატა დღეს, XXI საუკუნეში, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებებისათვის ყოველგვარი ეკლესიოლოგიური და კანონიკური დაბრკოლებების მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ერთობის აღდგენის გზაზე. სახლს სახურავიდან არ იწყებენ, არამედ საძირკვლიდან. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით ასევე მინდა გამოვთქვა ჩემი საკუთარი აზრი. აქ მეზობელ,დახურულ თემაში იყო კამათი იმის თაობაზე რომ შერეული ქორწინებები იკონომიით შეიძლება იყოს დაშვებული. ვფიქრობ ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება საიდუმლოს რიტუალამდე დაყვანის. ქრისტიანულ ოჯახს მცირე ეკლესია ეწოდება. ქრისტინული ქორწინება არის ერთობა ქრისტეში. ცოლ-ქმარს საერთო ბარძიმიც უნდა აკავშირებდეთ, სხვა შემთხვევაში იკარგება ქორწინების მისტიური მხარე. ამას ჯობია ქორწინებად იქნას მიჩნეული (და არა მრუშობად) ჯვრისწერის გარეშე, საერო კანონებით გაფორმებული ქორწინება, მსგავსი მაგალითები იყო პირველ საუკუნეებში, როცა ქრისტიან ქალებს წარმართი ქმრები ჰყავდათ (ან პირიქით). -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:37 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი