სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| athos |
Dec 23 2007, 11:19 PM
პოსტი
#2
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
სტატია საკმაოდ ცალმხრივი და ტენდენციურია.
მოყვანილი მაგალითების უმეტესი ნაწილი პოლიტიკური ქორწინებებია და ამიტომ ნორმად ვერ ჩაითვლება (ჩვენი მეფეები და არისტოკრატები პოლიტიკის გამო მუსლიმებსაც უმოყვრდებოდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მუსლიმებთან დაქორწინებაც დასაშვებია ქრისტიანისთვის). ამასთან რიგ შემთხვევაში ავტორი თავის თავს ეწინააღმდეგება, მაგალითად როცა წერს რომ ციტატა ბუნებრივია, რომ თუ სიძე ან პატარძალი ჯვრისწერამდე მიიღებდა თავისი მომავალი მეუღლის სარწმუნოებას, შერეული ქორწინების პრობლემა აღარ დადგებოდა. მაგალითად, ბერტა სულბაკმა მიიღო მართლმადიდებლობა, ვიდრე იმპერატორ მანუელ კომნენოსზე დაქორწინდებოდა. მას სახელად ირინა დაარქვეს. ზუსტად იგივე გაიმეორა გერმანიის იმპერატორ ფრედერიკ II ქალიშვილმა კონსტანციამ, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ იოანე დუკას გაჰყვა ცოლად 1244 წელს. თუ არანაირი განსხვავება არ არის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის და არ იყო პრობლემა შერეული ქორწინებები, მაშინ რატომ გახდა საჭირო ამ ორ (და კიდევ მრავალ) შემთხვევაში მართლმადიდებლობაზე გადასვლა? აი კიდევ ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები: ციტატა XII საუკუნიდან ბიზანტიაში ძლიერდება მოძრაობა, რომელიც კათოლიკეებს მწვალებლებად თვლიდა. ამგვარად ფიქრობდნენ პატრიარქები მიქაელ III ანქიალოსი და გიორგი II ქსიფილინოსი, ცნობილი კანონისტები თეოდორე ბალსამონი და იოანე ზონარა. ბალსამონი მოითხოვდა, რომ შერეული ქორწინებისას კათოლიკე მეუღლეს აუცილებლად მიეღო მართლმადიდებლობა. ციტატა XI საუკუნიდან და XIV საუკუნის მეორე ნახევრამდე მართლმადიდებელ ეკლესიაში რომის ეკლესიის მიმართ დადებითი განწყობა დომინირებდა. ეს მეორე წინადადება ძალიან აბსტრაქტულია, გაუგებარია რა იგულისხმება დადებით განწყობაში. ციტატა ქომატიანე დადებითად პასუხობს და აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელ იერარქთა დიდი ნაწილიც ამ აზრისაა, ხოლო ბალსამონის შეხედულება კი გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან არც ერთ საეკლესიო კრებას არ დაუგმია კათოლიკეები და არ უწოდებია მათთვის მწვალებლები. ამდენად, მათ შეუძლიათ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. კრება ადასტურებს უკვე არსებულს, ახალ რამეს კი არ იგონებს. არიანელები კრების დადგენილების მერე არ გამხდარან მწვალებლები, მათი სწავლება თავიდანვე მწვალებლობა იყო. კათოლიციზმმა კი გადაუხვია კრებების დადგენილებებს და მრწამსში ახალი სწავლება შეიტანა. თუ კათოლიკებს მწვალებლებად არ თვლიდნენ რატომ ნათლავდნენ ხელახლა ან მირონცხებით იღებდნენ მართლმადიდებლურ ეკლესიაში? Краковский епископ Матвей в письме от 1130 года к Бернарду, аббату Клервосскому, приглашает его заняться обращением русских в латинство и утверждает, что русские латинян перекрещивают კრაკოვის ეპისკოპოსი, კლერვოს აბატის - ბერნარდისადმი გაგზავნილ 1130 წლით დათარიღებულ წერილში სთავაზობს მას დაკავდეს რუსების კათოლიციზმში მოქცევით და ამტკიცებს, რომ რუსები ლათინებს ხელახლა ნათლავდნენ Известно, как любезно был принят в Константинополе в 1147 году Мануилом I Людовик VII; однако описатели его похода на Восток Odo de Dioglio упоминают о том, что греки латинян перекрещивали. ცნობილია რომ ლუდოვიკო VII დიდი პატივით იქნა მიღებული კონსტანტინეპოლში მანუილ I-ის მიერ 1147 წელს, თუმცა ამის აღმწერები აღნიშნავენ რომ ბერძნები ლათინებს ხელახლა ნათლავდნენ. миропомазанием при приеме латинян доказывают, что эти последние – еретики. “Благочестивые постановления, – пишет святой Марк Ефесский, – гласят: еретиками называются и подвергаются законам против еретиков также и те, которые в малом отступают от правоверия. И отчего мы помазуем миром присоединяющихся от них к нам? разумеется, оттого, что они еретики”. ლათინთა მირონცხებით მიღება ადასტურებს რომ ეს უკანასკნელნი ერეტიკოსები არიან- წერს წმ. მარკოზ ეფესელი (ციტატები მოყვანილია მღვდელმოწამე ილარიონ ტროიცკის წიგნიდან:"ЕДИНСТВО ЦЕРКВИ И ВСЕМИРНАЯ КОНФЕРЕНЦИЯ ХРИСТИАНСТВА") ციტატა შეიძლება დავასკვნად, რომ ეკლესიოლოგიური და კანონიკური თვალსაზრისით 1054 წლის მოვლენა იყო არა სქიზმა, არამედ ევქარისტიული კავშირის ურთიერთგაწყვეტა ერთი ეკლესიის ორ საპატრიარქოს: რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ასეთივე ფაქტს ჰქონდა ადგილი კონსტანტინეპოლისა და მოსკოვის საპატრიარქოებს შორის XX საუკუნის 90-იან წლებში. ეს ციტატა ხომ საერთოდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ასეთი სასაცილო რამ დიდი ხანია არ წამიკითხავს. მოსკოვსა და კონსტანტინეპოლს შორის არავითარი დოგმატური განსხვავება არ იყო!!! ციტატა დღეს, XXI საუკუნეში, მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის შერეული ქორწინებებისათვის ყოველგვარი ეკლესიოლოგიური და კანონიკური დაბრკოლებების მოხსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ერთობის აღდგენის გზაზე. სახლს სახურავიდან არ იწყებენ, არამედ საძირკვლიდან. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით ასევე მინდა გამოვთქვა ჩემი საკუთარი აზრი. აქ მეზობელ,დახურულ თემაში იყო კამათი იმის თაობაზე რომ შერეული ქორწინებები იკონომიით შეიძლება იყოს დაშვებული. ვფიქრობ ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება საიდუმლოს რიტუალამდე დაყვანის. ქრისტიანულ ოჯახს მცირე ეკლესია ეწოდება. ქრისტინული ქორწინება არის ერთობა ქრისტეში. ცოლ-ქმარს საერთო ბარძიმიც უნდა აკავშირებდეთ, სხვა შემთხვევაში იკარგება ქორწინების მისტიური მხარე. ამას ჯობია ქორწინებად იქნას მიჩნეული (და არა მრუშობად) ჯვრისწერის გარეშე, საერო კანონებით გაფორმებული ქორწინება, მსგავსი მაგალითები იყო პირველ საუკუნეებში, როცა ქრისტიან ქალებს წარმართი ქმრები ჰყავდათ (ან პირიქით). -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
KAIROS ქორწინება საეკლესიო სამართალში Jun 7 2007, 07:34 PM
Qeti ძალიან საინტერესო ... Jun 7 2007, 07:38 PM
თამარი_ცქნაფო კაიროსს, ჩემმა კით... Jun 7 2007, 07:42 PM
Qeti
მაინტერესებს, ვერ ... Jun 7 2007, 07:46 PM
თამარი_ცქნაფო
ანუ სხვადასხვა ბა... Jun 7 2007, 07:50 PM
KAIROS
მიჯიკა :D
ჰო და თან ... Jun 7 2007, 08:13 PM
თამარი_ცქნაფო
მიჯიკა :D
ჰო და თან ... Jun 7 2007, 08:26 PM
KAIROS
მიბაძვას ვინ ამბო... Jun 7 2007, 08:43 PM
თამარი_ცქნაფო
მიბაძვას ვინ ამბო... Jun 7 2007, 08:53 PM
კანონისტი KAIROS
ძალიან საინტერე... Jun 8 2007, 10:50 AM
მხევალი ნინო კანონისტი
ეს საკ... Jun 8 2007, 10:58 AM
კანონისტი ჯვრისწერისა და მას... Jun 8 2007, 11:32 AM
KAIROS
აი ეს არის VI მსოფლი... Jun 8 2007, 01:57 PM
მხევალი ნინო ქორწმინებას ეხება ... Jun 8 2007, 02:03 PM
კანონისტი KAIROS
ანუ ლათინები არ ... Jun 8 2007, 03:47 PM
makuna7474 რატომაა რომ კათოლი... Jun 8 2007, 05:25 PM
KAIROS
წყაროებს არ ვფლობ,... Jun 9 2007, 11:03 AM
makuna7474
ასევე დაზუსტება ს... Jun 9 2007, 04:21 PM
მნათე სტელას შემოხვევაზ... Jun 9 2007, 11:42 AM
მაეასი
სტელას შემოხვევაზ... Jun 9 2007, 03:50 PM
კანონისტი KAIROS
მართალია, ეგ გა... Jun 9 2007, 05:59 PM
natali_natalia თუ შეიძლება მეიენდ... Nov 30 2007, 12:19 PM
KAIROS
აუცილებლად, შედი ... Nov 30 2007, 02:05 PM
natali_natalia გაიხარე, რამდენი ხ... Nov 30 2007, 02:43 PM
natali_natalia ერთი კითხვაც სისხლ... Nov 30 2007, 03:05 PM
KAIROS
არაა ერთიანი პასუ... Dec 5 2007, 12:10 AM
კანონისტი natali_natalia
კითხვა მთლად... Dec 5 2007, 12:02 PM
მაკუნა
natali_natalia
ათენური სინ... Dec 5 2007, 03:46 PM
natali_natalia მაშინ უფრო კონკრეტ... Dec 5 2007, 03:38 PM
კანონისტი natali_natalia
ეგ საერთოდ ა... Dec 5 2007, 03:57 PM
მაკუნა მსგავსი თემის გახს... Dec 5 2007, 04:04 PM
natali_natalia ერთი სოფლიდან და ე... Dec 5 2007, 04:11 PM
staywhite დედაჩემი და ჩემი ძ... Dec 6 2007, 01:32 AM
მაკუნა
დედაჩემი და ჩემი ძ... Dec 6 2007, 01:49 AM
.nino
რამდენადაც ვიცი ა... Dec 6 2007, 01:58 AM
KAIROS
ასევე გამავალით, რ... Dec 6 2007, 03:32 AM
k@the აი აქ არის პასუხი დ... Dec 6 2007, 03:56 AM
atinati ღმერთო მილხინე მე ... Dec 6 2007, 06:03 PM
natali_natalia დიდი მადლობა ბავშვ... Dec 7 2007, 06:57 PM
RKO შერეული ქორწინებე... Dec 23 2007, 07:57 PM
RKO მართლმადიდებლებს... Dec 24 2007, 12:45 PM
კანუდოსელი RKO
ურა ლიბერალიზმი... Dec 24 2007, 12:50 PM
staywhite RKO რას ნიშნავს? რკოს ... Dec 24 2007, 12:58 PM
RKO კანუდოსელი.
ჯვრი... Dec 24 2007, 01:58 PM
კანუდოსელი
ჯვრისწერა ღვთისმე... Dec 24 2007, 02:06 PM
staywhite მეც ახლა გავიგე რკ... Dec 24 2007, 02:10 PM
მხევალი ნინო RKO
staywhite
ხედავ რამხ... Dec 24 2007, 08:45 PM
კანონისტი RKO
კანონიკა არსებო... Dec 24 2007, 11:06 PM
KAIROS რამდენი ხალხი დატო... Dec 26 2007, 05:53 AM
კანონისტი
მეც მასე მიმაჩნია
... Jan 1 2008, 03:27 PM
KAIROS ( ალბათ კანცელიარი... Mar 10 2008, 02:58 AM
კანონისტი KAIROS
აქ, ჩემი აზრით, ა... Mar 10 2008, 11:50 AM
KAIROS
მარხვაში უჩინარი ... Mar 10 2008, 12:10 PM
კანონისტი
ეკლესია ცნობს, ცოტ... Mar 10 2008, 12:38 PM
KAIROS
ცნობაა ეგ მაინც, გი... Mar 10 2008, 12:47 PM
კანონისტი KAIROS
არ არის შეცდომა.... Mar 10 2008, 01:06 PM
გიორგი KAIROS
კანონისტი
მე მგ... Mar 10 2008, 01:08 PM
KAIROS
აბა რას ამბობ?
ის გ... Mar 10 2008, 01:31 PM
გიორგი KAIROS
OK. მოდი ასე ვთქვ... Mar 10 2008, 01:33 PM
კანონისტი KAIROS
პირიქით, ჩემო კა... Mar 10 2008, 01:34 PM
KAIROS
არა, და არც ერთმანე... Mar 10 2008, 01:34 PM
კანონისტი KAIROS
მაშ სხვაობაც ყო... Mar 10 2008, 01:36 PM
გიორგი KAIROS
ქვეკითხვებზე რ... Mar 10 2008, 01:40 PM
KAIROS
კანონისტ, მასე შორ... Mar 10 2008, 01:41 PM
კანუდოსელი ეკლესია სამოქალაქ... Mar 10 2008, 01:47 PM
კანონისტი
რატომ არის აბსურდ... Mar 10 2008, 01:52 PM
კანუდოსელი
მანდ არცერთგან არ ... Mar 10 2008, 01:57 PM
გიორგი კანუდოსელი
ჰო, აი ... Mar 10 2008, 01:59 PM
კანონისტი კანუდოსელი
განყოფ... Mar 10 2008, 02:00 PM
კანუდოსელი
ათინაგორას აპოლოგ... Mar 10 2008, 02:06 PM
გიორგი კანუდოსელი
გარკვ... Mar 10 2008, 02:18 PM
კანონისტი კანუდოსელი
"თითო... Mar 10 2008, 02:06 PM
კანუდოსელი
ამიტომ ჯვრისწერა ... Mar 10 2008, 02:11 PM
გიორგი კანუდოსელი
ამას ა... Mar 10 2008, 02:06 PM
კანონისტი და ჩემი კითხვა:
გი... Mar 10 2008, 02:07 PM
კანონისტი კანუდოსელი
რატომ ... Mar 10 2008, 02:12 PM
კანუდოსელი ჩავიციკლე? :D კაი გა... Mar 10 2008, 02:18 PM
ეკატერინე სოტირისმა მაგ სტატ... Mar 10 2008, 02:38 PM
კანუდოსელი
სოტირისმა მაგ სტა... Mar 10 2008, 02:42 PM
KAIROS შემორბენით :)
იმისა... Mar 10 2008, 02:44 PM
კანონისტი
შემორბენით :)
იმისა... Mar 10 2008, 02:54 PM
კანონისტი კანუდოსელი
:huh: :mellow: Mar 10 2008, 02:45 PM
კანუდოსელი სიტყვებს ნუ გამოეკ... Mar 10 2008, 02:48 PM
გიორგი [b]აღიარეთ შუალედურ... Mar 10 2008, 03:11 PM
კანუდოსელი გიორგი
დასტურ Mar 10 2008, 03:43 PM
კანონისტი გიორგი
კანუდოსელი... Mar 10 2008, 03:45 PM
k@the მდას,
და არის განსხ... Mar 10 2008, 05:45 PM
KAIROS
კანონისტ მაოცებ :D
... Mar 10 2008, 08:24 PM
KAIROS პ.ს.
სტატიებთა ნაკრ... Mar 10 2008, 10:17 PM
კანონისტი KAIROS
იურისტი უნდა მა... Mar 11 2008, 10:52 AM
თემო
მუხლი 1120. ქორწინე... Mar 11 2008, 11:05 AM
გიორგი მე მაინც ვერ გავიგ... Mar 11 2008, 11:31 AM
გიორგი KAIROS
საშინლად არ მომ... Mar 11 2008, 12:12 PM
კანონისტი გიორგი
ეს ეხება კო... Mar 11 2008, 12:25 PM
გიორგი კანონისტი
თუ მარტ... Mar 11 2008, 12:43 PM
კანონისტი გიორგი
კაიროსის მ... Mar 11 2008, 12:51 PM
KAIROS ძმები :)
სამწუხაროდ... Mar 11 2008, 01:41 PM
კანონისტი KAIROS
გამოჩნდი? :ლირიკ... Mar 11 2008, 01:47 PM
გიორგი KAIROS
ჩემთვის გასაგებ... Mar 11 2008, 01:52 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2025 - 04:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი