IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები
*ნინო*
პოსტი Nov 28 2007, 11:21 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



fiqri.gif რელიგიის გაკვეთილების მნიშვნელობა სკოლებში ჩემი აზრით არის ძალიან დიდი.კარგია როცა ბავშვი პატარაობიდანვე შეიცნობს ჭეშმარიტებას.პირადად ჩემს მაგალითზე შემიძალია ვთქვა რომ , ამას უაღრესად დიდი როლი ენიჭება.დღესდღეობით დიდი დისკუსიები იმართება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა ფორუმში,თუ კი ბოდიშს ვიხდი განმეორებისთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
abo
პოსტი Dec 24 2007, 12:28 AM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



როგორ უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საქართველოს სკოლებში
დღეს ბევრი საუბრობს სკოლაში რელიგიის ისტორიის სწავლების შესახებ. აკაკი ბაქრაძის
არქივში არის პატარა, ორგვერდიანი წერილი სათაურით - "ცნობისათვის", სწორედ ამ
საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, საინტერესო არის ამ თემის აქტუალურობის გამო,
გავეცნოთ აკაკი ბაქრაძის მოსაზრებას და იმედი გვაქვს, რომ ის გახდება ფართო
საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. რელიგიის სწავლების საკითხი სკოლაში ეხება,
საერთოდ, სკოლისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულებასაც და ეკლესიის როლსაც
სახელმწიფოში.
როგორი სკოლა გვინდა: სეკულარული - საერო, თუ? როგორი გვინდა რომ იყოს ახალი
ქართული სახელმწიფო ახალ საუკუნეში?
ლაშა ბაქრაძე
აკაკი ბაქრაძე
მე მომხრე ვარ, რომ სკოლაში ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია საერთოდ, მაგრამ - არა
ქრისტიანობის ისტორია გამოყოფით. რელიგიის ისტორიის სწავლება ჩემთვის ნიშნავს
ყველა დიდი რელიგიის - ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის - ძირეულ
დებულებათა შედარებით შესწავლას. ამისათვის ცალკე სახელმძღვანელო უნდა არსებობდეს.
მართალია, კაცობრიობა დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიური აღმსარებლობის
მიხედვით, მაგრამ იგი მაინც ერთიანი და მთლიანია. ერთიანი და მთლიანი მისი
ადამიანური არსია. თუ იგი დაყოფილია რასებად, ერებად, ენებად, რელიგიებად, ეს
კაცობრიობის მრავალფეროვნებაა - ანუ მშვენიერება. "ჩვენ კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს
უთვალავი ფერითა". ქართველობა ამ უთვალავი ფერის ნაწილია. ქართველ ბავშვს უნდა
ჰქონდეს ღრმა შეგნება იმისა, რომ იგი ქართველია, მაგრამ ამასთანავე ისიც მტკიცედ უნდა
იცოდეს, რომ კაცობრიობის ნაწილია. ქართველი ბავშვი უნდა გაიზარდოს სკოლაში სიამაყის
გრძნობით თავის ეროვნების მიმართ, მაგრამ ამავე დროს მასში ნამცეციც არ უნდა ერიოს
რასობრივი, ეროვნული, ენობრივი და რელიგიური სიძულვილისა. ეს ერთი მხარეა
საკითხისა. მეორე გახლავთ ის, და ეს არსებითია, რომ ქართული სკოლის სახელმძღვანელო
ქართველმა მუსლიმმა ბავშვმა ხელში ისე უნდა აიღოს, რომ რელიგიური დისკრიმინაციის
რაიმე განცდა არ გაუჩნდეს. თუ სახელმძღვანელო სავსე იქნება ქრისტიანული ლოცვებით,
მაშინ იგი ამ სახელმძღვანელოს უნდობლად მოეკიდება. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც,
რომ ჩვენ სახელმძღვანელოების გაგზავნა უნდა შეგვეძლოს თურქეთშიაც იქაურ
ქართველებისათვის, ირანშიაც ფერეიდანელებისათვის და აზერბაიჯანშიც
ინგილოებისათვის. მესამე - ზოგათსაგანმანათლებლო ქართული სკოლა არის საერო სკოლა.
თუ მასში დიდი ოდენობით შევიტანთ ტექსტებს, რომელიც დაკავშირებულია ქრისტიანულ
მოძღვრებასთან, მაშინ მას იდეოლოგიურ ხასიათს მივცემთ; გვინდა თუ არ გვინდა,
დავამსგავსებთ კომუნისტური რეჟიმის დროინდელ იდეოლოგიურ სკოლას. სკოლა
რუსეთში ყოველთვის იდეოლოგიური იყო (ბუნებრივია, საქართველოშიც ასეთი სკოლა
ინერგებოდა). ცარისტულ რუსეთში სკოლა ეყრდნობოდა სამ პრინციპს - თვითმპყრობელობა,
მართლმადიდებლური ქრისტიანობა, ხალხურობა. კომუნისტებმა ეს პრინციპი დატოვეს
სკოლისათვის, ოღონდ თვითმპყრობელობა შეცვალეს პროლეტარიატის დიქტატურით,
მართლმადიდებლური ქრისტიანობა - მარქსიზ-ლენინიზმით, ხალხურობა კი უცვლელი
დარჩა. დღევანდელი რუსული სკოლაც სამ პრინციპს ეყრდნობა - მართლმადიდებლობა
(ძველი აღადგინეს), დემოკრატია (რუსულად გაგებული) და ხალხურობა.
ამდენად, ცარისტული სკოლაც იდეოლოგიური იყო, კომუნისტური სკოლაც და
დღევანდელიც. საქართველოში კი უნდა შეიქმნას სკოლა, რომელიც ყმაწვილს მყარი ცოდნის
საფუძველს მისცემს. გაზრდის თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს და არა ამა თუ იმ
იდეოლოგიის მონას. ჩვენ არ შეიძლება იდეოლოგიური სკოლა გვქონდეს 21-ე საუკუნეში. ეს
იქნებოდა ყმაწვილის გონების დაჩლუნგება.
ვიმეორებ: რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, მაგრამ - ყველა დიდი
რელიგიის, როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილის. ჩვენ ისედაც ბევრი ლაპარაკი
მოგვიწევს ქრისტიანობაზე სახელმძღვანელოებში, რაკი დღემდე მოღწეული ქართული
მწერლობის ნიმუშები თავისი არსით ქრისტიანულია. სულ ერთია, ეს ძველი ქართული
მწერლობა იქნება თუ ახალი. ამ ნიმუშების განმარტების დროს, ცხადია, ვერ ავუვლით
გვერდს ქრისტიანულ მოძღვრებას და ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ქართველ ბავშვს
საკმარისი ცოდნა ჰქონდეს ქრისტიანობაზე, როგორც რელიგიაზე.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sapo   რამდენად აუცილებელია სკოლებში რელიგიის გაკვეთილები   Nov 28 2007, 11:21 PM
leluka   აუცილებელია !   Nov 28 2007, 11:25 PM
მარიამი   ერთი შემიძლია ვთქვ...   Nov 28 2007, 11:28 PM
ნათია   მარიამი ამაზე მე...   Nov 28 2007, 11:31 PM
შოთაძე   სკოლებში რელიგიის ...   Nov 28 2007, 11:55 PM
მხევალი ნინო   ესეთი თემა იყოოოოო...   Nov 29 2007, 02:52 PM
თამარი_ცქნაფო   იყო და თან არც აქაა ...   Nov 29 2007, 02:58 PM
sapo   მე ვერ ვნახე ,მაგრა...   Nov 29 2007, 07:39 PM
თათარაშვილი   მარიამი +1 :კი:   Nov 29 2007, 07:44 PM
m16   ვინც სკოლაში რელიგ...   Dec 7 2007, 02:43 PM
afxazi   m16 და ამაში რელიგია...   Dec 7 2007, 02:45 PM
თამარი_ცქნაფო   :o ნოდარიკო, მთავარი...   Dec 7 2007, 02:46 PM
m16   თამარი_ცქნაფო ვუიც...   Dec 7 2007, 02:49 PM
zviadauri   თამარი_ცქნაფო ვუი...   Dec 7 2007, 02:53 PM
თამარი_ცქნაფო   [b]თამარი_ცქნაფო ვუ...   Dec 7 2007, 02:58 PM
zviadauri   რელიგია და სულიერ...   Dec 7 2007, 03:03 PM
m16   თამარი_ცქნაფო სხვა...   Dec 7 2007, 03:08 PM
თამარი_ცქნაფო   ჩვენი მთავარი პრობ...   Dec 7 2007, 03:09 PM
m16   თამარი_ცქნაფო და რ...   Dec 7 2007, 03:12 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო და რ...   Dec 7 2007, 03:12 PM
afxazi   m16 წესიერად.   Dec 7 2007, 03:14 PM
m16   თამარი_ცქნაფო პარლ...   Dec 7 2007, 03:15 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო პარ...   Dec 7 2007, 03:18 PM
m16   ვერ გავიგე...თუ მა...   Dec 7 2007, 03:23 PM
თამარი_ცქნაფო   რა და ჰაჯიმე :lol: ვერ ...   Dec 7 2007, 03:26 PM
afxazi   m16 წესიერად მეთქი ხ...   Dec 7 2007, 03:31 PM
m16   თამარი_ცქნაფო რა კ...   Dec 7 2007, 03:35 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო რა კ...   Dec 7 2007, 03:36 PM
ninoekimi   ჩემი აზრით უნდა ის...   Dec 7 2007, 05:14 PM
yipiani gio   უნდა იყოს აბა რააა...   Dec 23 2007, 05:44 PM
abo   როგორ უნდა ისწავლე...   Dec 24 2007, 12:28 AM
vinvar   რა თქმა უნდა -აუცილ...   Jan 23 2008, 04:21 PM
solomony   მეც გავიმეორებ რომ...   Jan 23 2008, 04:35 PM
yipiani gio   რათქმაუნდა აუცილე...   Jan 28 2008, 06:43 PM
taicko   საჭირო საგანია.ეს ...   Mar 9 2008, 07:00 PM
likka   უკაცრავად, წინა გვ...   Mar 9 2008, 08:18 PM
xatuna   გაკვეთილები თავი...   Apr 16 2008, 06:30 PM
taicko   likka ჩემ სკოლაშიც იყო...   Mar 12 2008, 03:18 PM
არაგველი   რელიგია და სკოლა ჩ...   Apr 16 2008, 12:34 PM
taicko   რელიგია და სკოლა ჩ...   Apr 16 2008, 05:35 PM
nino_ni   უნდა ისწავლებოდეს....   Apr 16 2008, 07:11 PM
-tamar-   მე ძალიან მინდა რო...   May 30 2008, 10:33 PM
tustusa-gogo   ძალიან აუცილებელი...   Jun 1 2008, 01:58 AM
tetnuldi   რა თქმა უნდა უნდა ი...   Jun 1 2008, 02:08 PM
tustusa-gogo   tetnuldi მე ვსწავლობდი რ...   Jun 1 2008, 03:11 PM
tetnuldi   [b]tetnuldi მე ვსწავლობდი...   Jun 1 2008, 03:16 PM
tustusa-gogo   tetnuldi ნეტა გენახა ჩემ...   Jun 1 2008, 03:25 PM
tetnuldi   tetnuldi ნეტა გენახა ჩე...   Jun 1 2008, 08:07 PM
veriko7   აუცილებელია რელიგ...   Jun 1 2008, 08:17 PM
-tamar-   აუცილებელია რელიგ...   Jun 15 2008, 04:16 PM
Rozoma   მგონი აუცილებელია,...   Jun 15 2008, 05:58 PM
butiko   აუცილებელია და აუც...   Sep 14 2008, 10:17 PM
მაშიკო   აუცილებელია   Aug 5 2009, 06:07 PM
gurulo   ვისაც არ ესმის რელ...   Aug 5 2009, 09:04 PM
კანუდოსელი   ვისაც არ ესმის რელ...   Aug 8 2009, 10:13 AM
CONSCIENTIOUSNESS   tustusa-gogo ეგრევე ჩემი მ...   Aug 8 2009, 10:02 AM
ნონა   ჩემს დროს სკოლაში ...   Aug 8 2009, 11:53 AM
Sagittarius1980   მე არ მგონია რომ ღვ...   Aug 8 2009, 12:05 PM
sicher   ...   Aug 14 2009, 11:38 AM
toka@   რა რელოგიის გაკვეთ...   Mar 30 2012, 03:12 PM
A.V.M   საჯრო სკოლებში ხა...   Mar 30 2012, 05:54 PM
toka@   A.V.M ხო მეც ეგ ვიგული...   Mar 30 2012, 05:57 PM
ikanosi   მახსოვს ჩემთან იყ...   Mar 30 2012, 06:17 PM
mzime)   მახსოვს ჩემთან იყ...   Mar 30 2012, 06:49 PM
toka@   ikanosi ჩემ სკოლაში აკრ...   Mar 30 2012, 06:20 PM
toka@   მოკლედ რელიგიის გა...   Mar 30 2012, 06:52 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 03:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი