![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ჩემო კარგებო!
ჩემი ძმები, ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი და სხვა მართლმადიდებლები, მალე შობას იდღესასწაულებენ, ახლა ვამზადებ მისალოც ვირტუალურ და არავირტუალურ ბარათებს, არადა ჩვენ ჯერ შორს ვართ შობის დღესასწაულისაგან... მალე მოდის საერო ახალი წელიც, რომელი ყოვლადგაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგი მორწმუნე ეწინააღმდეგება და ლამის აკრძალონ კიდეც მისი შეხვედრა, კიდევ კარგი პატრიარქი ულოცავს ხალხს 1 იანვარს ... ჰოდა, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ ახალი თემა გავხსნა, ვიმსჯელოთ, რა არის კალენდარი, სტილი, პრობლემა... არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი საწინააღმდეგო აზრი გაჩნდება და რადგან ეს კიდევ ერთი თემაა, სადაც შეხლა-შემოხლა ბუნებრივია, რომ იქნება, უბრალოდ გთხოვთ, იქნებ აქ მაინც თავი შევიკავოთ ზედმეტი უხეშობისა და აგრესიისაგან! გმადლობთ კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ერთ საინტერესო დოკუმენტსაც გთავაზობთ, რომელიც ვნახე გაზეთ "მადლის" 1996 წლის ოტომბრის ნომერში.
რეზოლუვია საეკლესიო კალენდრის შესახებ. მოსკოვი 17 ივლისი 1948წ. 1. საერთო საეკლესიო ერთობის შენარჩუნების მიზნით, მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურთა და წარმომადგენელთა თათბირმა განიხილა კალენდრის საკითხი და მივიდა დასკვნამდე რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კალენდრის ღირებულება, ძირითადად, წმინდა პასექის დღესასწაულობის დროსთან მისი დამოკიდებულებითაა განსაზღვრული, რადგან ბიბლიური სჯულდების საფუძველზე და კრების განჩინებათა თანახმად ეს დღესასწაული ყველგან ერთსა და იმავე დროს, კვირა დღეს, მაგრამ იუდაური პასექთან არა ერთდროულად, უნდა აღესრულოს. ამ საეკლესიო მოთხოვნას ალექსანდრიული პასქალია სრულად აკმაყოფილებს. 2. რათა ავტოკეფალურ ეკლესიაში არსებული სხვადასხვა კალენდრული სისტემის მიზნით წმ. პასექის დღესასწაულთან დაკავშირებული უთანხმოება აეცილებინა, თათბირმა მთელი მართლმადიდებლური მსოფლიოსათვის წმ. პასექის დღესასწაულის აღსრულება აუცილებლად ალექსანდრიული პასქალიის თანახმად, მხოლოდ ძვ. (იულიანური) სტილით მიიჩნია. 3. იმდრომდე სანამ ყველაზე სრულყოფილი კალენდარი შემუშავდება და დამტკიცდება, თათბირი მიიჩნევს, რომ უძრავი დღესასწაულებისათვის ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით ისარგებლოს. 4. სამღვდელო დასისა და ერისკაცთათვის თათბირი აუცილებლად მიიჩნევს იმ ადგილობრივი ეკლესიის სტილის დაცვას, რომლის ფარგლებშიც ისინი ცხოვრობენ, როგორც ამ ეკლესიის ერთ ჩვეულებათაგანს, რომელთაც ერტობისა და სიყვარულის დაცვისათვის წმ. კანონები გვამცნობენ. და ხელს აწერენ: მდაბალი ალექსი, წყალობითა ღმრთისათა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. მდაბალი კალისტრატე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. სერბეთის პატრიარქი გაბრიელი რუმინეთის პატრიარქი იუსტინე. ბულგარეთის პატრიარქი სტეფანე. ანტიოქიის ეკლესიის სახელით ემესის მიტროპოლიტი ალექსანდრე და ლიბანის მიტროპოლიტი ილია. ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენლები. პოლონეტის ეკლესია, ბელოსყოკის და ბელის არქიეპისკოპოსი ტიმოთე. ალბანეთის ეკლესია, კორინთოს ეპისკოპოსი პაისი, მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქოსი ჩეხოსლოვაკიაში, ელეფთერი, პრაღისა და თურქეთის არქიეპისკოპოსი. ვფიქრობ ეს დოკუმენტი ყურადსაღებია, იმ გაგებით რომ ნებისმიერი საკითხი ეკლესიაში (არა დოგმატური) უნდა გამომდინარეობდეს ეკლესიის ერთიანობის პრინციპიდან. იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს: "თვით აღდგომის სხვადასხვა დროს აღნიშვნაც კი არაფერია იმასთან, ვიდრე ეკლესიის ერთიანობის დარღვევა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი