![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ ![]() |
![]() ![]() |
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ერთხელ, როდესაც ნელ-ნელა ბნელი ფერები ჩემს ცხოვრებაში გაბატონებას იწყებდნენ, ადამიანმა კარზე დამიკაკუნა და მითხრა: შეიძლება შენი მეგობარი ვიყო? _იყავი, _ მხრების აჩეჩვით მივუგე და სევდიანად გამეღიმ: აი, ისე, სადღაც პირის კუთხეებში რომ იცის ჩაწოლა ჩრდილებმა ყრუდ.
სიბნელე კი იზრდებოდა და იზრდებოდა, სადღაც გულში პეტრეს ცრემლლების ღარები გაჩნდა და ვხედავდი, როგორ მოწვეთავდა მასზე დროდადრო საფაერავისფრად სისხლი. მაგრამ ადამიანი მაინც ყოველდილით, დაჟინებით აკაკუნებდა და მაიძულებდა, გამეცინა: - მე მინდა შენი მეგობარი ვიყო. - იყავი, - ისევ ვიჩეჩავდი მხრებს და ვატყობდი, როგორ მეპარებოდა სირცხვილი, ხანდახან მეც რომ მაიძულებდა, დამეკაკუნებინა და მეთქვა: ისევ გინდა ჩემი მეგობარი იყო? გულის მარჯვენა ნაწილში უკვე საკმარისად ჩამობნელდა, მეგობარი კი ფეხს არ იცვლიდა. იყო და იყო, მიყურებდა და მიყურებდა. - წადი, მე ხომ არაფერს გაძლევს? - არა! - მე ხომ ცივი ვარ? - არა! - მე ხომ უგულოდ გექცევი?- არა! - რატომ? - იმიტომ რომ შენ დიდი გული გაქვს! - მართლა? - ჰო, ძალიან დიდი და მე მიხარია, რომ გიპოვე! -ამას ჩემზე ამბობ? - ჰო... ისევ მხრები ავიჩეჩე: მე ხომ არაფერი მომიცია?- შენ ყველაფერი მომეცი, მე შენი გული მიყვარს! და უცებ გამაჟრიალა, ისე, ყინვიან ღამეში რომ იცის ახლადდანთებულ ცეცხლთან ძვლებმა ჟრიალი და თავი დავხარე. უცებ მივხვდი, როგორ განათდა მარჯვენა კუთხე, ოღონდ ჯერ სუსტი, მბჟუტავი სინათლე იდგა: -დავრჩები რა! - კარგი, დარჩი. _ იცი, მე შეიძლება დაგწვა. _მერე რა, არ მეშინია. დავრცები რა. _ დაჩი, დარჩი, _ ისევ უცნაურად გამეღიმა... - რა სისულეელა ჰო? - რა? - მეგობარი ხარ და მაინც მომწონხარ? - არ ვიცი, _ ავიჩეჩე ისევ მხრები... მზემ ისე ძლიერ გაანათა, ნაპრაკებსაც ჩასწვდა, დაღარული კუნჭულები სისხლსიგან ამოაშრო და სიცარიელე დატოვა. ჩემი მეგობარი მზის მწველმა მცხუნვარებამ გააქრო, ვეღარ გაუძლო და უბრალოდ გააქრო. მერე უეცრად ის წვიმა მოვიდა, დიდი, მოხუცი ადამიანები სევდაჩამდგარი თვალებით რომ დაგვყურებენ და მას სინანულს უწოდებენ. მინდოდა, ისევ მომეძებნა პეტრე და მეთქვა, გთხოვ, ამომივსე ღარი ცრემლით, მაგრამ ვხდებოდი, რომ დიდი ხანია განთიადი გაზეთილ მზეს დამსგავსებოდა და რიყის ქვები ეულად დარჩენილიყვნენ ჭალისპირა ღელეში. _ მეორეჯერ ვერ შეხვალ, _ უკნიდან ხმადაბლა გამოსცა ჩქამი უცნბობმა; _ რატომ? _ უბრალოდ ვერ შეხვალ, იქ ხომ წყალიც კი აღარ დარჩა. _ და გული? _ იქ არც სისხლი დარჩა. _ რა ვქნა? უცნობმა მხრები აიჩეჩა:_ დიდი მყინვარი რომ დადნება, იმ დროს დაელოდე. _ როდის დადნება _ ეგ არავინ იცის... _ მზე ხომ ანათებს, რატომ არ დნება? _ დადნება... პეტრე კი იდგა და იმ მყინვარის წვერიდან დამცქეროდა. და ალბათ, როცა ერთხ დღეს ეს დიდი მყინვარი დადნება, ღარებში ისევ წამოვა ცრემლი. აი, ისეთი, მზემ რომ აიტაცა ჩემი მეგობარი და მერე ცვრად აქცია, მოხუცმა ადამიანებმა სინანული რომ უწოდეს და ჩემს გულში საფერავისფრად გამოგზავნეს... აი, ისეთი, ძლიერი მეგობრობა რომ შეუძლია... ![]() -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 01:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი