ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ვეშაპო |
Nov 28 2006, 12:27 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
გუჯა
ციტატა მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიაც (ბიზანტიურის მომხრე) დედათა მონასტრის წინამძღვარია, თბილისთან ახლოს (ბევრეთი მგონი) არის ეს მონასტერი, მაგრამ არც-ერთ ეპარქიას არ ეკუთვნის მგონი, საინტერესოა იქ როგორ გალობენ... უუF! მამა თეიმურაზი კიდევ სხვა განზომილებაა. თუ ეგაა მონასტრის წინამძღვარი, მაშინ ალბათ მანდ მაგის ცოლის შეთხზულ "საგალობლებს" "გალობენ". რატომღაც, მამა თეიმურაზს გონია, რომ მისი ცოლი ბრწყინვალე კომპოზიტორული ნიჭითაა დაჯილდოებული. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Sotiris |
Nov 28 2006, 07:48 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
გუჯა უუF! მამა თეიმურაზი კიდევ სხვა განზომილებაა. თუ ეგაა მონასტრის წინამძღვარი, მაშინ ალბათ მანდ მაგის ცოლის შეთხზულ "საგალობლებს" "გალობენ". რატომღაც, მამა თეიმურაზს გონია, რომ მისი ცოლი ბრწყინვალე კომპოზიტორული ნიჭითაა დაჯილდოებული. მამა თეიმურაზს რა ჰგონია მე არ ვიცი და არც თქვენ უნდა იცოდეთ ვგონებ, მაგრამ რატომღაც პატრიარქს მასე კი ჰგონია, იმიტომ რომ სპეციალური სიგელითაცა ჰყავს დაჯილდოვებული მამა თეიმურაზის მეუღლე და საგალობლებიც აქვს მისთვის დაკვეთილი. ახლა რაც შეეხება იმას, რას გალობენ იმ მონასტერში: სადა კილოს გალობენ ძირითადად. ასე იყო წმ. სინოდის განჩინების მერე, და ახლაც არა მგონია რამე შეცვლილიყო რადიკალურად. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი