სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
Dec 25 2007, 06:29 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა მე მართლა მაინტერესებს, შესაძლებელია მეცნიერულად სიყვარულის ახსნა? სიყვარულს? ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ. დაიწევს ამ ჰორმონების რაოდენობა სისხლში და გაქრება გულის მტკივნეული შეკუმშვები ვიღაც-ვიღაცეების დანახვაზე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქეთუ |
Dec 25 2007, 10:18 PM
პოსტი
#3
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
თამარი_ცქნაფო სიყვარულს? ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულს რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ. დაიწევს ამ ჰორმონების რაოდენობა სისხლში და გაქრება გულის მტკივნეული შეკუმშვები ვიღაც-ვიღაცეების დანახვაზე ეს კიდევ სულ სხვა თემაა ჰორმონებზე და "სიყვარულის ქიმიაზე" ბიოლოგები უფრო ბევრს საუბრობენ ფსიქოლოგები ძირითადად სიყვარულზე, როგორც სოციალურ კულტურულ ფენომენზე საუბრობენ. რაც შეეხება სიყვარულისა და "ქიმიური ელემენტების დამოკიდებულებას", მოდი ჯერ ამაზე ვისაუბროდ ცოტა ვრცლად რომ არ გვქონდეს ზედაპირული წარმოდგენა, "რაღაც ჰორმონები", "თავის ტვინში ხდევა რაღაც ქიმიური პროცესები" და მსგავსი ფრაზები... მოკლედ ამ ყველაფრის შესახებ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებდა და იკვლევდა Rutgers-ის უნივერსტეტის პროფესორი და ექსპერტი ჰელენ ფიშერი, მან ეს მთელი პროცესი სამ ნაწილად დაყო (lust, attraction,attachment) და აღნიშნავდა რომ სხვადასხვა შემთხვევის დროს სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები ახდენდნე ზეგავლენას ადამიანის ტვინზე... ციტატა რომელღაც ჰორმონის მატებას უკავშირებენ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში... და ისე ამ რომელიღაცა ჰორმონების(ტესტესტერონი ესტროგები) მატების გარდა ადამიანის ტვინზე თანმიმდევრულად ახდენს ზეგავლენას მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებები. მეორე შემთხვევაში ისეთი ტიპის ნეიროტრანსმიტერები როგორიცაა, დოპამინი, სეროტონინი,ნორადრენალინი... მათი ზემოქმედებით სტიმულირდება ტვინის pleasure center (ქართულად ვერ ვიხსენებ უკაცრავად...) რის საშუალებითაც იმართება მთელი რიგი პროცესები: ციტატა გულის მტკივნეული შეკუმშვები ანუ იზრდება ჰართ რეით, აგრეთვე იწვევს უმადობას და უძილობას და ინტენსიური მღელვარების?(excitement) შეგრძნებას. და არის კიდევ მესამე სტადია, შემთხვევა თუ რაც გინდა ვუწოდოთ, როდესაც საუბარია რამოდენიმე წლის, რაღაც დადებითი სახის ურთიერთობის შედეგად გაჩენილ გრძნობებზე, მაგალითად როგორც სიყვარულის წარმოშობა საუკეთესო მეგობრებს შორის.(ოჰ ფრიად აქტუალურ და მტკივნეულ საკითხს შევეხე მგონი ) ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგთან, როგორებიცაა Oxytocin და vasopressin. -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი