სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
USCIAS |
Dec 26 2007, 03:38 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 16-December 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 3,426 |
როცა ხედავ, გიყვარს და არ გინდა ფლობდე - ეს არის ერთ-ერთი ფორმა და გამოხატულება ადამიანის სიყვარულისა მისი მოცემული სიტუაციიდან და პიროვნებიდან გამომდინარე.
სიყვარული ფლობა არ არის, სიყვარული მდგომარეობაა. როცა საგანს, ადამიანს.. მაგ. ..მოკლედ აქ რამდენიმე ვარიანტია (განსხვავებული თქვენ დაამატეთ) 1) ერთია როცა მიხვალ და დაეუფლები შენს მიერ სასურველ საგანს, ადამიანს (ანუ შენი სიყვრულის საგანი შენს მფლობელობაში გადმოვა. ამიერიდან ის შენთან არის). ეს სიყვარულის ნაწილია 2) მეორე. როცა არ დაეუფლები. მიხვალ შენი სიყვარულის საგანთან - საგანთან ან პიროვნებასთან და მისცემ უფლებას შენ დაგეუფლოს თავის მდგომარეობაში, თავის კონტეკსტში თავისი სიყვარულით. ეს კი იმას ნიშნავს რომ შენ ის გიყვარს და ღებულობ იმ სიყვარულის საგანს იქ სადაც არის, ისე როგორც არის. ესეც სიყვარულის ნაწილია.თუმცა გაცილებით აღმატებული ვიდრე პირველი. 3) მესამე. როცა არ დაეუფლები შენი სიყვარულის საგანს. როცა შენ არ გჭირდება ამის გაკეთება უბრალოდ დატკბები მისი სილამაზით, მისი არსებობით და შემდეგ გააგრძელებ შენს გზაზე სიარულს შევსებული, შთაგონებული და ამაღლებული. ესეც სიყვარული ნაწილია ან ერთ-ერთი შემადგენელი ფორმა სიყვარულისა. ახლა რატომ ავღნიშნავ რომ ეს სამივე სიყვარულის ნაწილია და არა თავად შიყვარული მთლიანობაში...ამაზე მოგვიანებით... ამ დღეებში თემას შემოგთავაზებთ სიყვარულზე , მის არსზე.. და იქ გეტყვით ბევრს სხვასა რასმეს....და ცნობილი რელიგიური ფიგურების მოსაზრებებს. იქამდე მოვისმენ თქვენს მოსაზრებებს თუ რატომ არის ეს სამივე სიყვარულის ნაწილი... აქვე დაგეხმარებით თემის განვრცობაში - 'და რადგან მხოლოდ სიყვარულის ნაწილი გიგვემნია, ჩვენ არ ვიცნობთ მას სრულყოფილად და მასზე პირადი გამოცდილებით ვლაპარაკობთ...' გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს და ისე დაწეროთ პასუხი... ვნახოთ. მაინტერესებს პასუხი რა იქნება... -------------------- ნუ მოსწყვეტ მიწის ყვავილს, ცის ვარსკვლავი რამდენიც გინდა
გამოხატე შენი სიყვარული ყოველთვის, როცა გიყვარს; ეს ხომ არც ისე ხშირად ხდება იოცნებე რამდენიც გინდა და ნუ დაივიწყებ შენს ოცნებებს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი