ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქორწინება საეკლესიო სამართალში, ტრადიცია, კანონიკა და ნორმა. |
KAIROS |
Jun 7 2007, 07:34 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეს თემა მეტად საჭიროა, შეიძლება სხვადასხვა კითხვებში ასეთუისე საუბრობთ ამაზე, მაგრამ აუცილებელია ჩაღრმავება მოვახდინოთ ამ საკითხში, კანონისტი დაგვეხმარება, რომ წამოჭრილი კითხვები და საკითხები კვალიფიცირებულად და არგუმენტირებულად განვიხილოთ...
ამ თემასთან დაკავშირებით, ღვთისმეტყველების ბიბლიოთეკაში ძალიან საინტერესო წიგნი დავდე, მეიენდორფის " ქრისტიანული ოჯახი", სადაც ძალიან ბევრ კანონიკურ საკითხზე მიდის მსჯელობა, შესაბამისად გვსურს რომ ასეთი საკითხები ჩვენც გავარჩიოთ, ასევევ გვქონდეს საშუალება ნათლად ვიხილოთ ის "ხე" რომლის საშუალებითაც შეგვეძლება დაქორწინების აკრძალვა-ნება დართვის შესახებ წარმოდგენის შექმნა, სულ სხვა საკითხია "ნათლისღებით.მირონული" კავშირის საკითხი, მოგეხსენებათ ეს არცისე ადვილია, ასევე საინტერესო იქნება რამდენად იზიარებს ჩვენს ამათუიმ გამოცდილებას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები და თუნდაც სხვა ქრისტიანული კონფესიები და საიდან იღებს სათავეს ესათუის საეკლესიო აკრძალვა ან პირიქით, ნებართვა... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Dec 26 2007, 05:53 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რამდენი ხალხი დატოვე უპასუხოდ რკოკაცო
ციტატა ციტატა(RKO @ Dec 24 2007, 02:58 PM) ჯვრისწერა ღვთისმეტყველება არ არის. ჯვრისწერა საეკლესიო კანონიკურ საკითხშია და არა ღვთისმეტყველება. კანუდოსელი: არ ვიცოდი, ახლა გავიგე ციტატა მეც ახლა გავიგე რკო რა ყოფილა ციტატა მე რკო არ ვარ ცხადია, წარმოგიდგენია? დაჟე გული დამწყდა. მე რკო მეგონე ქუდით. ამდენ წვალებას აგეხსნა რას ნიშნავს ეს რკო არ სჯობდა? მე ბევჯერ მომიწია ახსნა მერე არის სადღაც "ჩვენი ნიკები" და იქ დავწერე რაც შეეხება შენს პოსტს, საინტერესოა, მაგრამ ღვთისმეტყველურად სუსტია და არაფრის მთმქმელი, არ გეგონოს ზედმეტ კონსერვატიზმს ვქადაგებდეთ, საკმარისია გადაავლო ჩვენს თემებს და პოსტებს თვალი, მაგრამ ის რაც შენ დაწერე ჩვენი პოზიციიდანაც ძალიან შორსაა... უფრო, მართლა "ურა ლიბერაზმია" ვიდრე კანონიკა და მით უმეტეს ღვთისმეტყველება, გულს დაგწყვიტავ და გეტყვი არც ლიტურგიკაა მაინცდამაინც... ციტატა მეორე წინადადების მიხედვით კათოლიკე სასულიერო პირი აღასრულებს ღვთისმსახურების პირველ ნაწილს, ხოლო მართლმადიდებელი კი მეორეს სრულიად მიუღებელია ეგ, საიდუმლოთა თანააღსრულება არ მოხდება მანამ სანამ კათოლიკენი არ დატოვებენ თავიანთ ცრუსწავლებებს ( არც კი მჯერა მე რომ მიწევს ამის დაწერა ), უბრალოდ იმდენად ულტრაეკუმენისტურია, რომ ულტრაკონსერვატორების არ იყოს, სრულიად მიუღებელია ეს დამოკიდებულება... მოკლედ, როდესაც დიალოგს წინ ნაჩქარევი თანალოცვები და თანამსახურებები უსწრებს, ყველაფერი უშედეგოა... მე ასე ვთვლი იხარე, კაიროსი! პ.ს. ისე კი ვატყობ შენ სხვა საინტერესო მასალებიც გექნება, ნუ დაინანებ გვაჩვენე, მართალია კრიტიკას არ მოგაკლებთ, თუკი საკრიტიკო იქნება, მაგრამ ინფორმაცია ყოველთვის ძვირფასია, ასე რომ მადლობა ზემო დოკუმენტის დადებისათვისაც! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი