სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Dec 26 2007, 01:54 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა ხომ არ არის მისი სიტყვების საფუძველი მოჭარბებული ჰორმონები და რეალობა სულ სხვაა? რეალობა ყოველთვის ძალიან მტკიცედ გადაჯაჭვულია შესაბამისი ჰორმონების ზემოქმედებასთან. არ არსებობს სიყვარული (ქალსა და მამაკაცს შორის), რომელიც რაღაც "საოცარ" საფუძვლებზეა აღმოცენებული და ჰორმონების ზემოქმედების მიღმა არსებობს. სულ სხვა საკითხია, როგორ და რა პრინციპით მუშაობს ტვინი, მისი შესაბამისი ცენტრები და რა პირველმიზეზით ხდება მოჭარბებული ჰორმონების გამოყოფა. ეს ისეთი საკითხია, სადაც ერთმანეთთან გადაჯაჭვულია ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური პროცესები. მარტივად, რომ ვთქვათ აბსოლუტურად მცდარი მიდგომაა, რომ ამბობენ: "ეს ნამდვილი სიყვარული არ არის, რადგან მოჭარბებული ჰორმონების ზემოქმედებაა." აბსოლუტურად მცდარია, რადგან ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარულში ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შესაბამის ბიო-ქიმიურ პროცესებს, თუმცა ცხადია მარტო მას არა. ჭეშმარიტი სიყვარულიც ჩვეულებრივი ბიო-ქიმიური პროცესების საკმაოდ სერიოზული ზემოქმედების შედეგია. ეს ყველაფერი ვერაფრით ვერ აკნინებს ამ უდიდეს გრძნობას; უბრალოდ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ გარდა სულიერისა ადამიანი ხორციელი არსებაც არის და მისი გრძნობების რეალიზება გარდა სულიერი საწყისისა, მრავალი მატერიალური პროცესის საშუალებით მიმდინარეობს. ბევრი ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანისგან (რომლებიც ცდებიან) გამიგონია ასეთი ფრაზები: "სიყვარული არ არსებობს... ნამდვილი გრძნობა არა ის, ეგ ცარიელი დოფამინი და ტესტერონია..." ამ ფრაზით გაღიზიანებული ადამიანები (რომლებიც აგრეთვე ცდებიან), რომლებსაც სჯერათ ნამდვილი სიყვარულის არსებობის და უდიდეს გრძნობად მიაჩნიათ, მექნიკურად პასუხობენ რომ "დოფამინი და ტესტესტერონი არა ის, ნამდვილი სიყვარული სხვაა". არადა ორივე დამოკიდებულება მცდარია უბრალოდ ღმერთმა ასეთი შექმნა ადამიანი და ამგვარი პროცესების და შესაბამისი ნივთიერებების მოქმედების შედეგად შეიგრძნობს სიყვარულს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 01:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი