სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Dec 26 2007, 02:37 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა ერთი რამ კიდევ: როცა ადამიანს მეორე ადამაინი უყვარს, ეს გულისხმობს მისი მონატრების გამუდმებულ უწყვეტ გრძნობას? ზოგისგან მსმენია, რომ ხან ძალიან მენატრება, ხან კი -არა, ამიტომ არ მიყვარს, მაგრამ როცა ჩემ გევრდითაა, ვგიჟდები, ისე მინდა სულ მასთან ვიყო. ეს ხომ არ არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ თავი დაირწმუნო, ეს სიყვარული არაა, მოჩვენებითობააო? OK. გეტყვი საკუთარ აზრს. საერთოდ ქალსა და მამაკაცს შორის სიყვარული წარმოადგენს ორი საფუძვლის კომბინაციას. ერთი არის ადამიანის პიროვნების მოწონება (სულიერება, გონება, ინტელექტი) და მეორე არის მისდამი ფიზიკური ლტოლვა (გარეგნული ფაქტორები). ნამდვილი სიყვარული წარმოადგენს ამ ორი გრძნობის ბალანსს და ისინი ერთმანეთზე ძლიერად არის გადაჯაჭვული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ბალანსის დაცვას, რადგან არც ის ვარგა პიროვნება გიყვარდეს ძალიან და ფიზიკური სიახლოვის სურვილი მინიმალური გქონდეს და არც ის ვარგა ადამიანის პიროვნება არც ისე ძალიან გიყვარდეს და ფიზიკური სიახლოვის სურვილი დიდი იყოს. სიყვარული ცხადია არ გულისხმობს შეყვარებულის მონატრების უწვეტ და პერმანენტულ გრძნობას, ადამიანზე ყოველთვის ათასგვარ ზემოქმედებას ახდენს გარემო, ამიტომ გამორიცხულია რომ შეყვარებულზე ფიქრი მუდმივად ერთ დონეზე არ გასვენებდეს. ცხადია ადამიანთან სიახლოვის სურვილი მისი დანახვისას უფრო აქტიურდება, ეს ასეა, მაგრამ აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც ზემოთ ჩამოვაყალიბე. რაც უფრო სჭარბობს სიყვარულში ფიზიკური სიახლოვის სურვილი პიროვნების მოწონებას, მაშინ მით უფრო დიდია სხვაობა ზოგადად მონატრებასა და უშუალოდ გვერდზე ყოფნისას განცდილ სიყვარულს შორის. ეს იმითაა გამოწვეული რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში ფიზიკური ფაქტორები ჭარბობენ. როდესაც ადამიანის პიროვნებისადმი სიყვარული დიდია მაშინ შედარებით თანაბრად შეიგრძნობ სიყვარულს ყოველთვის, მაგრამ ცხადია ეს პირობითია, უშუალოდ დანახვისას სიახლოვის სურვილი ყოველთვის მატულობს. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი