სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#61
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ბიძია თომა |
Dec 25 2007, 10:31 PM
პოსტი
#62
|
t.d ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 8,628 რეგისტრ.: 29-September 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,858 |
რაც შეხება გოგოსადა ბიჭს მეგობრობას შეიძლება და თითქმის ბევრშემთხვევაში ეს გადაზრდილა სხვაგვარ სიყვარულში რაც იმიზმიზეზი უფროა ალბათ როისენიეჩვევიან ერთმანეთს უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიან შესაძლებელია ასეთი რამმოხდეს და შეუყვარდეს ან ერთს ანმეორეს,მემაგალითად ცოტა სხვაგვარ ადამიანებს მივეკუთნები და ასეთი რამარ მევასება მე მყავს მეგობარი გოგო და ძალიან მყვარს ჩემდას ვეძახი რა დე ასეთი რამგამორიცხულია მირჩევნიმოვკვდე ვიდრე მე ის შემიყვარდეს და მასზე ვიფიქრომან ძმათ ან დათ მიგიღო შენკი სხვა გვარად დაიწყე ფიქრე ეს არ მომწონს,ასერომმე ვიცი ბევრი შემთხვევა ძან მაგარ მეგობრებშ შეჰყვარებით ერთმანეთი ან ერთს შეყვარებია და Aსე შემდეგ რა
-------------------- უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
|
გიორგი |
Dec 26 2007, 04:01 PM
პოსტი
#63
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
t.d
რაც შეხება გოგოსა და ბიჭს მეგობრობას შეიძლება და თითქმის ბევრ შემთხვევაში ეს გადაზრდილა სხვაგვარ სიყვარულში, რაც იმის მიზეზი უფროა ალბათ, რომ ისინი ეჩვევიან ერთმანეთს, უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიან. შესაძლებელია ასეთი რამ მოხდეს და შეუყვარდეს ან ერთს ან მეორეს, მე მაგალითად ცოტა სხვაგვარ ადამიანებს მივეკუთნები და ასეთი რამ არ მევასება, მე მყავს მეგობარი გოგო და ძალიან მიყვარს, ჩემ დას ვეძახი რა და ასეთი რამ გამორიცხულია, მირჩევნია მოვკვდე ვიდრე მე ის შემიყვარდეს. საინტერესოა... გადაჭრით ვერაფერს დაგიმტკიცებ, მაგრამ ეგეთი მიდგომა სავარაუდოდ ქრისტეანული მსოფლმხედველობის გარეთაა გასული. ეგ არის ერთგვარი ტრადიცია თუ მიდგომა, მაგრამ არც თუ მთლად სახარბიელო. ქრისტეანულად ქორწინება აკრძალულია ხორციელ და სულიერ (ნათლიასთან კავშირში) ნათესავებს შორის, რომელსაც საეკლესიო სამართალი საზღვრავს, დანარჩენ ადამიანებზე ქორწინება შეიძლება და შესაბამისად მისაღები და დასაშვებია მათი სიყვარულიც. ამის შემდეგ შემოდის პიროვნული დამოკიდებულების მომენტი, ცხადია არაა ლამაზი, როდესაც გოგოს მეგობრად თვლი (გააჩნია მეგობრობის შემთხვევასაც) და მერე გიყვარდება, მაგრამ ამგვარი კატასტროფული უარყოფითი დამოკიდებულებაც არ შეიძლება. შესაძლოა ძალიან შეგიყვარდეს საკუთარი მეგობარი, შეიძლება ორივესაც შეუყვარდეს ერთმანეთი და ასეთ ბედნიერებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ის შენი მეგობარი იყო და თვით სიკვდილის მჯობინება ასეთ გრძნობაზე რბილად რომ ვთქვათ უაზრობამდე მიდის. (ბოლოსდაბოლოს სისხლით ნათესავი ხომ არაა...). შენ ამბობ, რომ ამის მიზეზი ისააო, რომ: "ეჩვევიან ერთმანეთს, უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიანო" და მერე განა ეს მცირე მიზეზია? ყველაზე ნამდვილი სიყვარული სწორედ ისაა, როდესაც ადამიანები ძალიან უგებენ ერთმანრთს, როდესაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთმანეთის პიროვნებებს ძალიან კარგად იცნობენ და არც დამალული აქვთ რაიმე. ცოლ-ქმრობაც მეგობრობაა, ეს არ არის ადამიანების რაღაც "ამოუცნობი" ურთიერთობა მიჩვევის ფაქტორიც ჩვეულებრივი მომენტია, აბა ადამიანთან თუ ხშირი ურთიერთობა არ გაქვს, არ ხარ შეჩვეული და ნაწილობრივ მაინც არ მეგობრობ, მაშინ რანაირად შეგიყვარდება?! მითუმეტეს რომ ქრისტეანული სიყვარული სწორედ ღრმა პიროვნულ მოწონებაზე უნდა იყოს აგებული და არა გამომწვევ სილამაზეზე. თუ ადამიანი სპონტანურად (პრაქტიკულად უცნობი) შეგიყვარდა დიდია ალბათობა არასწორი ნაბიჯის გადადგმის, რადგან ეს მხოლოდ გარეგნული მოხიბვლით იქნება გამოწვეული და ასეთ ოჯახს შესაძლოა არც თუ "ქრისტეანული დასასრული" დაემუქროს. ახლა ცხადია თუ გოგოს ბავშვობიდან ძმაკაცობას ეფიცები ეს უხერხულობის საკმაოდ დიდ ბარიერს ქმნის და სწორედ ამიტომ მივუთითე თავში, რომ გააჩნია მეგობრობის შემთხვევას-თქო, თუ არა ისე პრაქტიკულად სიტუაცია ზუსტად საპირისპიროა, წარმოუდგენელია რომ ვინმე სხვა შეიყვარო გარდა მეგობრისა. აბა, ლოგიკურად როგორ წარმოგიდგენია, გაიცნობ გოგოს და პირდაპირ სიყვარულით დაიწყებ? მაშინვე ეტყვი ან აგრძნობინებ რომ მიყვარხარო? ეს ან ტყუილი იქნება, ან თუ მართალი იქნება კიდევ უარესი, როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი შეგიყვარდეს... ჰოდა, თუ დაიწყებ მასთან ახლო ურთიერთობას ისე, რომ ის არ გეყვარება, ეს უკვე მეგობრობაა. თანაც ყურადღება მიაქციე იმ მომენტს, რომ შენებური დამოკიდებულება გულისხმობს გოგოსთან პირდაპირ "არა მეგობრულ"/"წინასასიყვარულო" ურთიერთობის დაწყებას, რაც როგორც წესი არ მოსწონთ ჭკვიან გოგოებს, რადგან უაზრობაა ადამიანი პოტენციურ შეყვარებულად განიხილო ისე, რომ მას არ იცნობდე, გაცნობა კი მკვლევარით ინფორმაციების შეგროვებაში არ გამოიხატება, ადამიანის კარგად გაცნობას გარკვეული დრო სჭირდება, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობაში უნდა გაატარო და დამერწმუნე გაცილებით ქრისტეანულია ეს ურთიერთობა მეგობრობა იყოს, ვიდრე შემოწმება. თანაც დავუშვათ და ადამიანი, ვისთანაც ასეთი წინარესასიყვარულო ურთიერთობა გქონდა აღარ მოგეწონა (ეს გამორიცხული არაა, რადგან ადამიანს როდესაც უკეთესად იცნობ მეტ დეტალს იგებ მისი ცხოვრების შესახებ, რამაც გრძნობაზე შეიძლება იმოქმედოს) რა გამოდის მაშინ? თუ სულ თავს დაანებებ ადამიანს რომელთანაც ახლო ურთიერთობა გქონდა, საკმაოდ ცუდია, რადგან ადამიანს კარგავ რომელთანაც მეგობრობა შეიძლებოდა... თუ მეგობრად დარჩები, მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელია შებრუნებული ქმედება რატომ არ შეიძლება ანუ მეგობრის შეყვარება... კიდევ ბევრი შეიძლება ამ თემაზე კამათი, მაგრამ რეალურად მეგობრის შეყვარება არამც თუ შესაძლებელია, სადღაც სასურველიც კი არის, რადგან გაცილებით მეტი ბუნებრივობაა მასში, ვინემ წინასწარ პოტენციური შეყვარებული ეძებო. სიყვარული უნდა იყოს ადამიანური ურთიერთობის შედეგი და არა ურთიერთობა გამოწყებული სიყვარულის გამო. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი ასეთია... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ქეთუ |
Dec 26 2007, 07:31 PM
პოსტი
#64
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
t.d საინტერესოა... გადაჭრით ვერაფერს დაგიმტკიცებ, მაგრამ ეგეთი მიდგომა სავარაუდოდ ქრისტეანული მსოფლმხედველობის გარეთაა გასული. ეგ არის ერთგვარი ტრადიცია თუ მიდგომა, მაგრამ არც თუ მთლად სახარბიელო. ქრისტეანულად ქორწინება აკრძალულია ხორციელ და სულიერ (ნათლიასთან კავშირში) ნათესავებს შორის, რომელსაც საეკლესიო სამართალი საზღვრავს, დანარჩენ ადამიანებზე ქორწინება შეიძლება და შესაბამისად მისაღები და დასაშვებია მათი სიყვარულიც. ამის შემდეგ შემოდის პიროვნული დამოკიდებულების მომენტი, ცხადია არაა ლამაზი, როდესაც გოგოს მეგობრად თვლი (გააჩნია მეგობრობის შემთხვევასაც) და მერე გიყვარდება, მაგრამ ამგვარი კატასტროფული უარყოფითი დამოკიდებულებაც არ შეიძლება. შესაძლოა ძალიან შეგიყვარდეს საკუთარი მეგობარი, შეიძლება ორივესაც შეუყვარდეს ერთმანეთი და ასეთ ბედნიერებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ის შენი მეგობარი იყო და თვით სიკვდილის მჯობინება ასეთ გრძნობაზე რბილად რომ ვთქვათ უაზრობამდე მიდის. (ბოლოსდაბოლოს სისხლით ნათესავი ხომ არაა...). შენ ამბობ, რომ ამის მიზეზი ისააო, რომ: "ეჩვევიან ერთმანეთს, უგებენ ერთმანეთს და ძალიან უახლოვდებიანო" და მერე განა ეს მცირე მიზეზია? ყველაზე ნამდვილი სიყვარული სწორედ ისაა, როდესაც ადამიანები ძალიან უგებენ ერთმანრთს, როდესაც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და ერთმანეთის პიროვნებებს ძალიან კარგად იცნობენ და არც დამალული აქვთ რაიმე. ცოლ-ქმრობაც მეგობრობაა, ეს არ არის ადამიანების რაღაც "ამოუცნობი" ურთიერთობა მიჩვევის ფაქტორიც ჩვეულებრივი მომენტია, აბა ადამიანთან თუ ხშირი ურთიერთობა არ გაქვს, არ ხარ შეჩვეული და ნაწილობრივ მაინც არ მეგობრობ, მაშინ რანაირად შეგიყვარდება?! მითუმეტეს რომ ქრისტეანული სიყვარული სწორედ ღრმა პიროვნულ მოწონებაზე უნდა იყოს აგებული და არა გამომწვევ სილამაზეზე. თუ ადამიანი სპონტანურად (პრაქტიკულად უცნობი) შეგიყვარდა დიდია ალბათობა არასწორი ნაბიჯის გადადგმის, რადგან ეს მხოლოდ გარეგნული მოხიბვლით იქნება გამოწვეული და ასეთ ოჯახს შესაძლოა არც თუ "ქრისტეანული დასასრული" დაემუქროს. ახლა ცხადია თუ გოგოს ბავშვობიდან ძმაკაცობას ეფიცები ეს უხერხულობის საკმაოდ დიდ ბარიერს ქმნის და სწორედ ამიტომ მივუთითე თავში, რომ გააჩნია მეგობრობის შემთხვევას-თქო, თუ არა ისე პრაქტიკულად სიტუაცია ზუსტად საპირისპიროა, წარმოუდგენელია რომ ვინმე სხვა შეიყვარო გარდა მეგობრისა. აბა, ლოგიკურად როგორ წარმოგიდგენია, გაიცნობ გოგოს და პირდაპირ სიყვარულით დაიწყებ? მაშინვე ეტყვი ან აგრძნობინებ რომ მიყვარხარო? ეს ან ტყუილი იქნება, ან თუ მართალი იქნება კიდევ უარესი, როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ადამიანი შეგიყვარდეს... ჰოდა, თუ დაიწყებ მასთან ახლო ურთიერთობას ისე, რომ ის არ გეყვარება, ეს უკვე მეგობრობაა. თანაც ყურადღება მიაქციე იმ მომენტს, რომ შენებური დამოკიდებულება გულისხმობს გოგოსთან პირდაპირ "არა მეგობრულ"/"წინასასიყვარულო" ურთიერთობის დაწყებას, რაც როგორც წესი არ მოსწონთ ჭკვიან გოგოებს, რადგან უაზრობაა ადამიანი პოტენციურ შეყვარებულად განიხილო ისე, რომ მას არ იცნობდე, გაცნობა კი მკვლევარით ინფორმაციების შეგროვებაში არ გამოიხატება, ადამიანის კარგად გაცნობას გარკვეული დრო სჭირდება, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობაში უნდა გაატარო და დამერწმუნე გაცილებით ქრისტეანულია ეს ურთიერთობა მეგობრობა იყოს, ვიდრე შემოწმება. თანაც დავუშვათ და ადამიანი, ვისთანაც ასეთი წინარესასიყვარულო ურთიერთობა გქონდა აღარ მოგეწონა (ეს გამორიცხული არაა, რადგან ადამიანს როდესაც უკეთესად იცნობ მეტ დეტალს იგებ მისი ცხოვრების შესახებ, რამაც გრძნობაზე შეიძლება იმოქმედოს) რა გამოდის მაშინ? თუ სულ თავს დაანებებ ადამიანს რომელთანაც ახლო ურთიერთობა გქონდა, საკმაოდ ცუდია, რადგან ადამიანს კარგავ რომელთანაც მეგობრობა შეიძლებოდა... თუ მეგობრად დარჩები, მაშინ ჩემთვის წარმოუდგენელია შებრუნებული ქმედება რატომ არ შეიძლება ანუ მეგობრის შეყვარება... კიდევ ბევრი შეიძლება ამ თემაზე კამათი, მაგრამ რეალურად მეგობრის შეყვარება არამც თუ შესაძლებელია, სადღაც სასურველიც კი არის, რადგან გაცილებით მეტი ბუნებრივობაა მასში, ვინემ წინასწარ პოტენციური შეყვარებული ეძებო. სიყვარული უნდა იყოს ადამიანური ურთიერთობის შედეგი და არა ურთიერთობა გამოწყებული სიყვარულის გამო. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრი ასეთია... მხოლოდ ორი სიტყვა... მართალი ხარ!!! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
გიორგი |
Dec 26 2007, 10:10 PM
პოსტი
#65
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
-------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი