კითხვები, და პასუხები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კითხვები, და პასუხები |
ნათია |
Oct 22 2007, 06:53 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვენ ხატები დაბრძანებული გვაქვს აღმოსავლეთის მხარეს, ლოცვებიც ტაძარში აღესრულება აღმოსავლეთისკენ...
და რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთით? რა დატვირთვა აქვს იქნებ ამიხსნათ.... მგონი, სხვა რელიგიებში მაგ: მუსულიმანები ლოცვაზე დგებიან დასავლეთით.. ვკითხულობდი წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის "საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა" და იქ ძალიან მოკლედ არის აღწერილი.. იქნებ ვრცელი განმარტება დადოთ... იმედია არ გაოფდება თემა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
guest |
Dec 27 2007, 08:38 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა სადღაც აღსარების შესახებ იყო თემა,ვერ ვიპოვე და აქ დავწერ, რამეთუ რისი კითხვაც მინდა არც ისე მოშორებულია ამ თემას. მოკლედ,გერმანიის ტელევიზია ამ ბოლო დროს ხშირად აჩვენებს მეორე მსოფლიო ომის ამბებს და მიუხედავად გერმანელების მიმართ "დამჩმორებლური" პოლიტიკისა, ნელნელა იწყება მედლის ორივე მხრიდან შეხედვის მცდელობა. ამ რამდენიმე დღის წინ კი ტელეარხ foenix-ზე აჩვენეს ყოფილი სს-ელების ძებნით და დაკავებით დაკავებული ორგანიზაცეიბი. ამ გადაცემაში კი აქტიურობდა ვინმე ამერიკელი როზენბაუმი (გვარი გვეუბნება ვინცაა წარმოშობით),საქმე ეხებოდა ორ ძველ სს-ნაცისტს, რომლებიც სამხრეთ ამერიკასა და იორდანიაში უნდა აფარებდნენ თავს.მოთხრობილი იყო აგრეთვე,თუ როგორ შეძლეს მაშინ ნიურნბერგის პროცესისგან თავის დაღწევა და გაყალბებული საბუთებით ევროპის დატოვება. ეს როზენბაუმი კი დაუღალავად ლანძღავდა ერთერთ კათოლიკურ ეკლესიას,სადაც ეს ნაცისტები გაქცევამდე თავს აფარებდნენ და აგრეთვე ვიღაც აბატის დახმარებით მოახერხეს ევროპის დატოვება. ჩემი კითხვაა: რატომ ილანძღებოდა ეკლესია, თუ მან ვინმე, თუნდაც უდიდესი ცოდვილი შეიფარა? ნუთუ ვალდებულია მოძღვარი რომ ასეთი ხალხი მართლმსაჯულებას გადასცეს? გარდა ამისა,კათოლიკებშიცაა აღსარების საიდუმლო და მარტო აქედან გამომდინარე, რა უნდა გაებაზრებია მღვდელს იქ მისული და აღსარება ჩაბარებული, ,იქნებ მონანიე კიდეც, კაცის ამბავი და მოეკვლევნებინა? გთხოვთ ამიხსნათ ზოგადად, ასეთ შემთხვევაში ხომ ნამდვილად სწორად იქცევა ეკლესია ანუ სასულირო პირი, რომ "მფარველობს" იქ მისულს? ავიღოთ ისევ ახალი ინციდენტები,ვთქვათ რადოვან კარაჯიჩი მონასტერში მივიდა და იქაა, თავს აფარებს, უნდა გასცეს ის მოძღვარმა? სულერთია რომელი ქვეყნის მონასტერში იქნება, რომ ეროვნულობას და პატრიოტულ აზრებს ავცდეთ. ეს პოსტი დავწერე ადრე "ზნეობის " თემაში და უყურადღებოდ დარჩა, ძალიან მაინტერესებს და როცა მოიცლით მიპასუხეთ გთხოვთ. მადლობა წინასწარ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი