![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
leluka |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ისტორია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, ერთ-ერთ საერო გაზეთში დაიბეჭდა. შეიძლება იგი გზამკვლევი აღმოჩნდეს ანალოგიურ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის. ქალბატონმა თამარმა, რომელიც ამ ამბავს მოგვითხრობს, მძიმე განსაცდელები გადაიტანა. ყველაფერი ის, რასაც იგი მოგვითხრობს, მისი ოჯახისთვის ნამდვილი ტრაგედია იყო... „ვცდილობდი, შვილის ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, თანაც ვხედავდი, რომ შვილი ჭკვიანი და ნიჭიერი მყავდა. მეგონა ეს საკმარისი აღმოჩნდებოდა იმისათვის, რომ დათო წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო. ბავშვობაში უამრავი გატაცება ჰქონდა - მარკების კოლექციონირება, შემოქმედებით წრეებში გაწევრიანება, მხატვრობა. ჩვენ, მშობლები, მხოლოდ ხელს ვუწყობდით. სკოლაში სწავლასაც მშვენივრად ართმევდა თავს. როცა წამოიზარდა, სწავლა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო, დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ახალმა გატაცებამ ახალი მეგობრები შესძინა. ჩვენი სახლის კარები მათთვის ყოველთვის ღია იყო. ფოტოგრაფიას (რაშიც ჩემმა შვილმა დიდი ნიჭი გამოვლინა) როკ-მუსიკა მოჰყვა. საჯარო გამოსვლებამდე დათო და მისი მეგობრები რეპეტიციებს სახლში გადიოდნენ, რაც მეზობლების უკმაყოფილებას იწვევდა და მიუხედავად იმისა, რომ მათთან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ჩემი შვილისათვის ხელი არ შემიშლია, ეს ხომ ჩემი ბიჭის სამყარო იყო. პრობლემა შემდეგ გაჩნდა. მე ის ჩემი შვილის მოუსვენარ მზერაში შევნიშნე. სიყვარული არ გეგონოთ, სიყვარულში მას ყოველთვის უმართლებდა. მისი რჩეულებიც ყოველთვის ლამაზი და დახვეწილი გოგოები იყვნენ. ჩემი შვილის მოუსვენრობის მიზეზი ნარკოტიკი იყო. ალბათ ასეა, მეგობართა სიმრავლეს, გაუკონტროლებელ თავისუფლებას ასეთი არასასიამოვნო შედეგი მოჰყვება. არასასიამოვნო შედეგი რბილი ნათქვამია, ჩვენი ოჯახისათვის ეს ტრაგედია იყო. საწყის ეტაპზე არა, მაგრამ დროთა განმავალობაში ჩემი შვილიც მიხვდა, რომ ეს საშინელება იყო. რა არ ვიღონეთ, ნათესავების დახმარებით საბერძნეთში, ძვირადღირებულ კლინიკაშიც გავატარებინეთ მკურნალობის სამთვიანი კურსი, მაგრამ უშედეგოდ... მხოლოდ ისინი გამიგებენ, ვინც ამ პრობლემას შეხებია. მათ ეცოდინებათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარა ჩვენმა ოჯახმა... და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერს, რისთვისაც ვარსებობდი, ვიღწვოდი, წერტილი დაესვა, მოვიდა ხსნა. დათომ ეკლესიაში დაიწყო სიარული. ეს ჩემი შვილის მიგნება იყო. მისი ცხოვრება ხომ ძიებას ჰგავდა. დამშვიდდა. დამშვიდდა მისი ამღვრეული თვალები, მტკივანი სხეული, უფალმა სასწაული მოახდინა. ის, რასაც ნარკომანები წლობით ებრძვიან, რისი გაკეთებაც ექიმებს უჭირთ, ღმერთმა ინება (ქალბატონმა თამარმა პირჯვარი გადაიწერა). ბოლო დროს აპათიური, ყველაფრისადმი გულგრილი დათო ისევ ისეთი ხდებოდა, როგორც ადრე. ისევე, როგორც ბავშვობაში იცოდა ხოლმე, დიდი ენთუზიაზმით შეუდგა ქრისტიანული სარწმუნოების შესწავლას და ჩვენც გაგვიყოლია. უფალმა არ გაგვწირა. ეს ეკლესიაში ჩემი პირველი შესვლისთანავე ვიგრძენი. მანამდე მეგონა, რომ იქ დათოს გულისთვის მივდიოდი, ტაძარში შესულმა კი ვიგრძენი, რომ ეს მეც მჭირდებოდა. ძნელია ამის გადმოცემა, ადამიანმა უნდა გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ მიხვდება, რისი თქმაც მინდა. წარსული გატაცებებისაგან განსხვავებით, საბედისწერო „გატაცება“ საბოლოო აღმოჩნდა ჩემი შვილისათვის. იგი ბერად აღიკვეცა, რასაც ჩვენი ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა. შეიძლება ზოგიერთმა გამკიცხოს, იფიქროს, დედას შვილის ბერობა მაინც და მაინც რატომ უნდა უხაროდეს, არ აჯობებდა მის შვილს ოჯახი ჰყოლოდა, ცოლი, შვილები. მე კი მგონია, რომ დასკვნებს ჩვენ ცხოვრება, გამოცდილება გვაკეთებინებს. მე ვნახე ჩემი და ჩემი შვილის წარსული და სწორედ ამიტომ ვიცი ჩვენი დღევანდელი დღის ფასი. ერთ რამეზე მწყდება გული: რატომ ადრე არ აგვეხილა თვალები, რატომ თავიდანვე არ გავიხადეთ უფალი მეგზურად, მაშინ ხომ ამდენი ტკივილის გამოვლა არ მოგვიხდებოდა“. ჩავუჯექი მართლმადიდებლურ თეოლოგიურ ლიტერატურას და... გულწრფელად გეტყვით, განადგურებული აღმოვჩნდი ამ ინტერვიუდან შეიტყობთ, თუ როგორ გახდა კათოლიკე იპოდიაკვანი მართლმადიდებელი. გვესაუბრება ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის სტიქაროსანი ალეკო ცანავა - ბ-ნო ალეკო, რამდენად რელიგიურ ოჯახში იზრდებოდით და რატომ დაინტერესდით კათოლიციზმით? - დავიბადე თბილისში. სხვათა შორის, ბაბუაჩემი მართლმადიდებელი მღვდელი იყო - დეკანოზი მოსე კაკუშაძე, რომელიც კომუნისტურ რეპრესიებს შეეწირა. მიუხედავად ამისა, ათეისტურ გარემოში ვიზრდებოდით. მაგრამ ჩვენს ოჯახში ყოველ აღდგომას იღებებოდა კვერცხი, აღინიშნებოდა შობა და მიცვალებულთა ხსენების დღეებში მშობლები ეკლესიაში მიდიოდნენ, სანთლებს ანთებდნენ მათი სულების საოხად, სასაფლაოზეც გადიოდნენ და ა.შ. ასე რომ, დედაჩემს და მამაჩემს შინაგანი რჯული, რელიგიური გრძნობა მაინც გააჩნდათ. მეც ქაშვეთის ტაძარში მართლმადიდებლური წესით მომნათლეს. სკოლაში პირჯვარის გადაწერას და ეკლესიაში შესვლას გვიკრძალავდნენ. გულსაკიდი ჯვარი დამრიგებელს რომ დაენახა, რა თქმა უნდა, ან მშობელს დაიბარებდნენ, ან მოსწავლის სკოლიდან გარიცხვის საკითხი დადგებოდა. ერთხელ, გამოცდის წინ, პირჯვარი გადავიწერე და ნიშანი დამაკლეს. 61-ე სკოლა დავამთავრე. ისეთი სიმკაცრე იყო, რომ მახსოვს, ერთხელ კომკავშირის კრება საგანგებოდ დაამთხვიეს ქრისტეს შობის დღესასწაულს. დღეს, ღვთის მადლით, ამ სკოლის ეზოში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია მოქმედებს. ისიც მახსოვს, აღდგომის ღამეს, ხალხი ეკლესიაში რომ არ წასულიყო, ტელევიზიით ისეთ გადაცემებს აჩვენებდნენ, რაც სხვა დროს არასოდეს გაუშვიათ. სტუდენტობისასაც ეკლესიაში იშვიათად, მხოლოდ სანთლის ასანთებად თუ შევიდოდი. სულიერი მოძღვარი არ მყავდა, მის გარეშე კი ვერავინ დამაყენებდა ჭეშმარიტების გზაზე. პროფესიით მხატვარი ვარ. სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, პრაქტიკების დროს, შეხება მქონდა რენესანსის დროინდელ მხატვრობასთან. ერთხელ ქალაქის პეიზაჟები უნდა გვეხატა. მოვხვდი ჩუღურეთის უბანში, შევხედე კათოლიკურ ეკლესიას და ჩავიხატე. მაგრამ მხოლოდ ფასადმა არ დამაკმაყოფილა, მაინტერესებდა, შიგნით და ხდებოდა. შევედი, ჩავიხატე ინტერიერი, ქანდაკებები. მუშაობა მომდევნო დღეებშიც გავაგრძელე - ქანდაკებებს ვიხატავდი და ვუსმენდი საორღანო მუსიკას, რომელიც ახლაც ძალიან მიყვარს. კათოლიკურ ეკლესიაში იკრიბებოდა ე.წ. კატეხუმენებისა და კატეხიზატორთა ჯგუფი. დავესწარი კათოლიკე კატეხიზატორთა ლექციებს და დავინტერესდი. მალე ყურადღება მომაქცია კათოლიკური ტაძრის მაშინდელმა წინამძღვარმა იან სნეჟინსკიმ. როცა გაიგო, მართლმადიდებლურად ვიყავი მონათლული, მითხრა, - არ ვეწინააღმდეგებით მართლმადიდებლობას, ყველა საეკლესიო საიდუმლოს ვაღიარებთ და მართლმადიდებლობა ხელს არ შეგიშლით, ჩვენი აქტიური მრევლი იყოთო (!). მირჩია, გამევლო კათოლიკური კატეხიზაციის კურსი და გამოცდა ჩამებარებინა მისთვის. ოთხთვიანი კატეხიზაციის შემდეგ გამოცდა ჩავაბარე და 1993 წლის 18 აგვისტოს კათოლიკური ეკლესიის მრევლი გავხდი. ცოტა ხანში წინამძღვარმა ალბა - კათოლიკური თეთრი სტიქარი გადამაცვა და საკურთხეველში მსახურებისთვის განმაწესა. ამის შემდეგ უფლება მეძლეოდა მრევლისთვის საწინასწარმეტყველო და სამოციქულო წამეკითხა. სამოციქულოს გერმანულადაც ვკითხულობდი. მოხდა ისე, რომ კატეხიზატორი, რომელიც ქართველ სამრევლო კანდიდატებს ამზადებდა, პოლონეთში, ვარშავის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა. წინამძღვრის კურთხევით, კატეხიზატორობა მე მერგო. გულმოდგინედ შევუდექი მსახურებას. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მქადაგებელთა მოსამზადებელ კურსებზე ანუ „ნეოკატეხუმენის გზის“ კურსებზე ჩავირიცხე, თუმცა მალე მივანებე თავი და კვლავ თვითგანათლება ავირჩიე. ჩემი კარიერა თანდათან წინ მიიწევდა. ერთ მშვენიერ დღეს ვატიკანის საელჩოშიც დამიბარეს, არქიეპისკოპოს ჟან-პოლ გობელთან. მან კი საზეიმოდ მაკურთხა სუბდიაკვნად. მოგვიანებით წინამძღვარმა საქადაგებლად გამგზავნა ჯერ წყნეთში, ხოლო შემდეგ - გორსა და კახეთში. ასე მამზადებდნენ კათოლიკური მსახურებისთვის. მთავაზობდნენ პოლონეთში, სემინარიაში სწავლას, ვატიკანში გამგზავრებასაც. მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც გარდატეხა ხდებოდა ჩემში. რაც უფრო ღრმად ვეცნობოდი კათოლიკურ დოგმებს, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდებოდა. - უცხო აღმსარებლობის მიღებამდე თუ იცოდით მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებული დოგმატური განსხვავების შესახებ? - თავიდან ვიცოდი მხოლოდ ის, რომ კათოლიკები რომის პაპს აღიარებდნენ. კატეხიზატორები ისე დამაჯერებლად მესაუბრნენ იმ დოგმატურ განსხვავებებზე, რომლებიც მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის არსებობს, რომ დასაწყისში სიმართლედაც მივიჩნიე. დღეისათვის ძირითადი ცდომილებანი, რაც რომის კათოლიკურ ეკლესიას განასხვავებს მართლმადიდებლობისგან, შემდეგია: კათოლიციზმში რომის პაპი მიიჩნევა დედამიწაზე ქრისტესა და მამა ღმერთის ნაცვლად, მოადგილედ; პაპის ტიტულია „ვიკარიუს კრისტი“ - ნაცვალი ღვთისა. კათოლიკური ეკლესია აღიარებს რომის პაპის სამოძღვრო უცდომელობის დოგმატს, რომლის მიხედვითაც პაპი უცდომელია, როცა ის კათედრიდან ქადაგებს. არადა სხვადასხვა პაპი, არათუ ერთმანეთისგან განსხვავებულს, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოსაც კი ქადაგებდა. პაპი თავის თავს აყენებს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მაღლა. ერთ-ერთი დოგმატური განსხვავებაა სულიწმიდის გამომავლობა არა მარტო მამისგან, არამედ ძისგანაც (ე.წ. ფილიოკვე), რაც სახარებაში არ დასტურდება. კათოლიციზმში ასევე აღიარებულია სასუფევლისა და ჯოჯოხეთის შუალედური რგოლის - განსაწმენდელის არსებობა, რაც თომა აქვინელის ფილოსოფიიდან არის აღებული და წმინდა წერილში ვერ ნახავთ მის დადასტურებას. კათოლიკური დოგმატით, ქალწული მარიამი იოაკიმესა და ანასაგან უმანკოდ ჩაისახა. არადა, ვიცით, რომ პირველქმნილი ადამისეული ცოდვა ქრისტემდე ყველა ადამიანზერ გადმოვიდა მემკვიდრეობით. კათოლიკური ზიარება ხდება უფუარი პურით, ებრაელთა მაცას მსგავსად. მთელი მრევლი მხოლოდ პურით ეზიარება, სამღვდელოება კი პურითა და ღვინით. არადა, მაცხოვარმა ბრძანა, - სვით ამისგან ყოველთა და არა მარტო სამღვდელოთაო. ინდულგენციები დღეს უკვე მოშლილია, მაგრამ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ცოდვების წინასწარ მიტევების პრაქტიკა გარკვეული ფულადი ტარიფების თანხლებით. სხვათა შორის, ამ ინდულგენციებმა წარმოშვეს სქიზმები და რეფორმაცია კათოლიკურ ეკლესიაში. - თქვენ კათოლიკური ეკლესიის მისიონერულ საქმიანობაშიც მონაწილეობდით. საინტერესოა, რა მეთოდებს იყენებენ კათოლიკე მისიონერები და სხვადასხვა ორდენების წარმომადგენლები რელიგიურად გაუცნობიერებელი მართლმადიდებლების გადასაბირებლად და რაიმე საინტერესო შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით ამასთან დაკავშირებით? - საქართველოში მოქმედებს კამილიელების და დედა ტერეზას დების ორდენები, რომელთა მოღვაწეობასაც აქვს მედლის წინა და უკანა მხარეები. ერთი მხრივ, საზღვარგარეთიდან შემოაქვთ წამლები, ავადმყოფებს მკურნალობენ მიზერულ თანხად, ან უფასოდაც კი. თავისთავად ეს კარგია. ნებისმიერი ადამიანის დახმარება დიდი მადლია. თუნდაც სახარებიდან მოწყალე სამარიტელის იგავი გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, მოწყალება ღვთიური საქმეა, მაგრამ ის პროზელიტიზმისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. არადა, ავადმყოფი კამილიელთა საავადმყოფოში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის ცნობის გარეშე ვერ მოხვდება, წინამძღვარი კი არ მოგცემს ცნობას, თუ მისი მრევლი არა ხარ - ასეთი მოჯადოებული წრეა. ამით გაჭირვებულ კაცს აიძულებენ, კათოლიკე გახდეს. ორგანიზაცია „კარიტასშიც“ ჰუმანიტარული დახმარების დროს ასეა - თუ ხარ კათოლიკური ეკლესიის მრევლი, დახმარება გაქვს. „კარიტასის“ სასადილოში სადილობას „მამაო ჩვენოთი“ იწყებენ, მაგრამ შემდეგ მას კათოლიკური საგალობელი „ავე მარია“ მოჰყვება. დედა ტერეზას დები რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც დადიოდნენ, ავადმყოფებს ავადმყოფებს წამლებსაც აძლევდნენ და ჰიგიენურ დახმარებასაც უწევდნენ, მაგრამ ამავე დროს ჩუქნიდნენ კათოლიკურ ხატებს, ლოცვანებს, ესაუბრებოდნენ... ამგვარი საუბრებით მიმნდობი და გაუცნობიერებელი ადამიანები ნელ-ნელა გადაჰყავთ თავიანთ სარწმუნოებაზე. რამდენიმე ხნის წინ მამაჩემი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იწვა და შევესწარი დედა ტერეზას დების საქმიანობას - წამალსაც აძლევდნენ ავადმყოფებს, ღამის ქოთანიც გაჰქონდათ, მაგრამ ბალიშის ქვეშ კათოლიკურ ხატებს და ლოცვანებსაც უდებდნენ ჩუმად. შემდეგ თანდათანობით კათოლიციზმზე საუბარს შეაპარებდნენ. ფაქტობრივად, ისინი ამ დახმარებით თავიანთ რელიგიას ავრცელებდნენ. ასე რომ, თუ ადამიანი არ მიქადაგებს თავის სარწმუნოებას, ნამდვილად არ ვითაკილებ მისგან დახმარებას. მთავარია, ამ დახმარებას რა მიზნით იყენებს. ჩვენ, მართლმადიდებლები, არ ვაკეთებთ იმას, რომ გაჭირვებულ ადამიანს ჯერ აღმსარებლობა გამოვკითხოთ და მერე დავეხმაროთ. - რითი დარწმუნდით, რომ სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა ჭეშმარიტი და სამოციქულო მოძღვრების უცვლელად დამცველი? - უფალი გარკვეულ მომენტში რაღაც სინდისის ქენჯნას აღუძრავს ადამიანს. 4 წლის მსახურების შემდეგ ნელ-ნელა გამიჩნდა ეს სინდისის ქენჯნა. აღარ მემშობლიურა გარემო. ამაში თვითონ კათოლიკურ ეკლესიაში შექმნილმა ვითარებამ შემიწყო ხელი. 1994 წლიდან ვატიკანმა საქართველოში ელჩად ფრანგი არქიეპისკოპოსი ჟან-პოლ გობელი დანიშნა. მისმა ექსპერიმენტებმა დააჩქარა ჩემი მართლმადიდებლობისკენ შემობრუნება. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, პადრე იან სნეჟინსკი (რომელსაც ყოველთვის პატივისცემით მოვიგონებ, მიუხედავად მისი განსხვავებული აღმსარებლობისა) ძალიან ქართველთმოყვარე კაცი იყო. გარეგნულ და დოგმატურ განსხვავებებს თუ არ ჩავთვლით, მესასაც ისე ატარებდა, რომ ეს მიესადაგებოდა მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას. ქართული საგალობლებიც ჟღერდა. მალე მონსინიორმა ჟან-პოლმა ყველაფერი ქართული უკუაგდო, მესა დაამახინჯა და პროტესტანტულს დაამსგავსა. ქართული საგალობლების ადგილი ქართულად ნათარგმნმა, გიტარებით შესრულებულმა სიმღერებმა დაიკავა და ისმოდა შლიგერული „მამაო ჩვენო“. მრევლის მოთხოვნას, რომელიც ტაძარში გიტარების აკრძალვას ითხოვდა, მონსინიორმა ყურიც არ ათხოვა - ევროპაშიც ასეაო. ყოველ კვირას საოპერო სპექტაკლივით დადგმულ განახლებულ წირვას ვისმენდით. დღითიდღე მცირდებოდა მისი ხანგრძლივობა, კათოლიკურ მრევლს კი უძლიერდებოდა უკმარისობის გრძნობა. ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. ხშირად კათოლიკური მესის შემდეგ შევდიოდა წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, რათა ეს სულიერი უკმარისობის გრძნობა შემევსო. პადრე იან სნეჟინსკიმ ვეღარ გაუძლო თბილისელი კათოლიკეების საყვედურებს და უკრაინაში, თავის სამშობლოში, დაბრუნდა. როდესაც მოწაფეებს ვამზადებდი კათოლიკურ კატეხიზმოში, ხშირად ტაძრის დასათვალიერებლად შემოული მართლმადიდებლებიც (მათ შორის 1-2 სემინარიის სტუდენტიც იყო) მიგდებდნენ ყურს. მათ განაპირობეს ბევრი რამ - ისეთ კითხვებს მისვამდნენ, რასაც მე, როგორც კათოლიკე, ვერ ვპასუხობდი. მათ მართლმადიდებელ მღვდელთანაც შემახვედრეს. მიუხედავად ჩემი წინასწარი მზადებისა, მღვდელმა პოლემიკაში ისეთ ჩიხში შემიყვანა, რომ სირცხვილით თავი არსად გამომეყოფოდა. ვიფიქრე, მოდი, ამათ საკუთარი იარაღით დავამარცხებ-მეთქი. ჩავუჯექი მართლმადიდებლურ თეოლოგიურ ლიტერატურას და... გულწრფელად გეტყვით, განადგურებული აღმოვჩნდი. ვფიქრობდი: რას ამარცხებ, ვის ამარცხებ, შენ თვითონ ხარ დამარცხებული და დაშამათებული-მეთქი. რაც უფრო ღრმად გავეცანი მართლმადიდებლობას, მით მეტად ცხადი გახდა ჩემთვის კათოლიკური დოგმატების მცდარობა. მართლმადიდებლობაზე მოქცევა ერთმა გარემოებამაც განაპირობა: როდესაც მისიონერული საქმიანობის დროს კახეთსა და გორში ვქადაგებდით, ხალხი პირჯვარს მართლმადიდბლურად იწერდა და მხოლოდ ზრდილობისთვის გვისმენდა. მაშინ მისიის ხელმძღვანელს, პადრე ეჟის, მივმართე, - თუ მრევლი მართლმადიდებელია, რატომღა ვახვევთ თავს კათოლიციზმს-მეთქი და მეტად მკაცრად მისაყვედურა. 1996 წლის თებერვალში მტკიცედ გადავწყვიტე, ყოველგვარი კავშირი გამეწყვიტა კათოლიკურ ეკლესიასთან და 1996 წლის აღდგომას მართლმადიდებელი შევხვედროდი. კათოლიკურ მესაზე დემონსტრაციულად არ მივიღე ზიარება, რომელსაც არქიეპისკოპოსი ჟან-პოლ გობელი იპოდიაკვნებს საკურთხეველში გვირიგებდა. როდესაც კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს, პადრე ადამ ოხალს, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე, თვალზე ცრემლი მოადგა, ლოცვა-კურთხევით კი გამომისტუმრა, მაგრამ დიდად არ გახარებია. იმავე წლის 3 მარტს მივედი ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და დეკანოზ ღვთისო შალიკაშვილს მართლმადიდებლობასთან შეერთება ვთხოვე. მამა ღვთისომ მამაშვილური სიყვარულით მიმიღო, მრწამსი კათოლიკური ჩამატების გარეშე მათქმევინა და სამგზის უარყოფისა და სამგზის აღიარების შემდეგ შენდობის ლოცვა წამიკითხა. სასჯელიც დამადო - 5 თვე ზიარებისგან განყენებული ვიყავი და მხოლოდ აღსარების უფლება მქონდა. დიდ ხუთშაბათს პირველად ვეზიარე. ასე გავხდი მართლმადიდებელი. მალე სტიქარითაც შევიმოსე და 1997 წელს თბილისის სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. ბრწყინვალედ მოვიგონებ იქ გატარებულ წლებს. აკადემიაში სწავლისას უფრო მეტად შევიგნე მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება და სიდიადე. ჩემი სადიპლომო ნაშრომი, „ვატიკანის II კრება და მართლმადიდებელთა პოზიცია“, კათოლიციზმის მხილებას ემსახურება. კათოლიკური ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ ყოფილი მოსწავლეები თავადაც დაფიქრდნენ და მათი უმრავლესობა ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია. ჩემს პირველად პროფესიას რაც შეეხება - ხატვა არ მიმიტოვებია და კვლავინდებურად ვხატავ. ხატების გადმოხატვაც ვცადე და საკმაოდ წარმატებითაც. - რა გეგმები გაქვთ? - ამჟამად დიაკვნად კურთხევისთვის ვემზადები და თუ უფალმა ინება, ალბათ ღვთისმსახურიც გავხდები. მაგრამ შემოქმედი ადამიანი ვარ და არც მხატვრობას ვუღალატებ, შემიძლია, ეს ორი საქმე შევუთავსო ერთმანეთს. დაბოლოს, ვმადლობ უფალს ჩემი ცხოველი ინეტერესის დაკმაყოფილებისთვის და აგრეთვე ვმადლობ ჩემს უსაყვარლეს მოძღვარს, მამა ღვთისოს, ფასდაუდებელი ამაგისთვის. ღმერთმა ყველა დააყენოს ჭეშმარიტების გზაზე! -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
![]() ![]() |
ana-xatia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 ![]() |
მე მარტოხელა ორსული ვიყავი, შეყვარებულთან ვიჩხუებე და დამშორდა. ხოდა ჩემს მასწავლებელთან მივედი, რომელიც ძალიან მეხმარებოდა რჩევებით ყოველთვის.
21 წლის ვიყავი მაშინ და ასე მითხრა, მოდი, მე და შენ ხვალ ერთ ადამიანთან მივიდეთ და რასაც ის გვეტყვის, ისე გავაკეთოთო. საუბარი იყო ბავშვსი დატოვება-არ დატოვებაზე. ხოდა მეორე დღეს მივედით ფერისცვალების დედათა მონასტერში და დედა მარიამმა (იღუმენიამ) როგორც კი დამინახა, ეგრევე გამიცინა და მითხრა, უი, ეს არის ჩვენი პატარა დედიკოო? მერე მამა სვიმონიც გამაცნო და მადლობა ღმერთს რომ ამ გზაზე დამაყენა. ჩემი შვილი კი ეხლა 9 წლისსა ![]() მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი