სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
afxazi |
Dec 27 2007, 01:30 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
გიორგი
ციტატა ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. ეს გასაგებია გიო და ვფიქრობ ესაა ჭეშმარიტი აზრი, ქრისტიანული გაგება საკითხისა. მაგრამ ეს არის ქრისტიანული გაგება, ჩვენი გადასახედიდან ჭეშმარიტი, სწორი. ტუმცა ამ ყოველივეს შევხედოთ მეორე კუთხიდან, ის რომ ადამიანმა ყოველივე უნდა გაიღოს იმ ადამიანისათვის ვინც უყვარს, ხშირად ეს მხოლოდ იდეის დონეზე რჩება და ჩვენს რელურ ცხოვრებაში ის განუხორციელებელია, და მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი გვინახავს და ჩვენ თვითონაც გადაგვხდენია, რომ სიყვარული საპირისპირო სქესის ადამიანისადმი, რომელიც უპასუხოდ რჩება, ანუ ე.წ. წალმხრივია, გვაყენებს შინაგან ტკივილს, რაც ზოგჯერ აუტანელია. გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს ვნების აყოლა, მხოლოდ გონებით მოქმედება... მაგრამ ეს რელურად ხდება. არ ვიცი, ალბათ იშვიათობაა ადამიანი, რომელსაც ის ჭეშმარიტი იდეა სიყვარულის განხორციელებისა, რაც შენ თქვი, თავის რელურ ცხოვრებაში განუხორციელებია. რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ეს იდეა შესაძლოა სასაცილოც იყოს ხომ. ამიტომ მოდი ჩავუღრმავდეთ ისეთ შინაგან გრძნობებს როგორიცაა ეჭვიანობა, თუნდაც ის გრძნობა რასაც ჩვენ ცალმხრივ სიყვარულს ვეძახით, ანუ ყველაფერ იმას რაც გვგონია რომ სიყვარულია, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს - ვნება, მაგრამ გაუთვითცნობიერებული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი