სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#41
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Dec 27 2007, 02:30 PM
პოსტი
#42
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
afxazi
ციტატა ეს გასაგებია გიო და ვფიქრობ ესაა ჭეშმარიტი აზრი, ქრისტიანული გაგება საკითხისა. OK. ციტატა მაგრამ ეს არის ქრისტიანული გაგება, ჩვენი გადასახედიდან ჭეშმარიტი, სწორი. თუმცა ამ ყოველივეს შევხედოთ მეორე კუთხიდან, ის რომ ადამიანმა ყოველივე უნდა გაიღოს იმ ადამიანისათვის ვინც უყვარს, ხშირად ეს მხოლოდ იდეის დონეზე რჩება და ჩვენს რელურ ცხოვრებაში ის განუხორციელებელია, და მსგავსი მაგალითები ძალიან ბევრი გვინახავს და ჩვენ თვითონაც გადაგვხდენია, რომ სიყვარული საპირისპირო სქესის ადამიანისადმი, რომელიც უპასუხოდ რჩება, ანუ ე.წ. ცალმხრივია, გვაყენებს შინაგან ტკივილს, რაც ზოგჯერ აუტანელია. გასაგებია რომ ეს შეიძლება იყოს ვნების აყოლა, მხოლოდ გონებით მოქმედება... მაგრამ ეს რელურად ხდება. ცხადია ყოველივეს გაღება ადამიანისათვის, რომელიც გვიყვარს შეუძლებელია, მაგრამ ამ იდეის შესრულებისკენ სწრაფვა - აუცილებელი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ "მოიცა რა, მაგას ბოლომდე მაინც ვერ შეასრულებ, რა აზრი აქვს" და ამ მოტივით ყურადღება მოვადუნეთ მაშინ თანდათანობით სიყვარულის ის უნარიც წაგვერთმევა რაც გაგვაჩნია. ჩვენი პრაქტიკული მიზანი ისაა, რომ ჯერ სწორად გავაცნობიეროთ სიყვარულის არსი (ცოდნის დონეზე) და შემდეგ გავაკეთოთ მაქსიმალურად ის, რაც შეგვიძლია. რაც შეეხება შენი კომენტარის მეორე ნაწილს აქ გიპასუხებდი, რომ აუტანელი შინაგანი ტკივილი, რომელიც გვიჩნდება უპასუხო სიყვარულისას არის არა ვნებებზე აყოლა, არამედ თვითონ ეგ არის ვნება, რომელსაც მარტო იმიტომ უნდა ვებრძოლოთ რომ ტკივილი არ მივაყენოთ იმას ვინც ასე ძალიან გვიყვარს. ციტატა არ ვიცი, ალბათ იშვიათობაა ადამიანი, რომელსაც ის ჭეშმარიტი იდეა სიყვარულის განხორციელებისა, რაც შენ თქვი, თავის რელურ ცხოვრებაში განუხორციელებია. შესაძლოა იშვიათია, მაგრამ ფაქტი ერთია - ადამიანი, რომელიც გიყვარს იმას ტკივილი არ უნდა მიაყენო და ეს ცარიელი სიტყვები არ უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ეს ნაწილობრივ მაინც შეძლო. ამაში მარტო სიყვარულის უარყოფა არ იგულისხმება, დავუშვათ შეყვარებულმა (ან ისე საყვარელმა ადამიანმა) რაღაც ცუდად გითხრა ან რაღაც კონფლიქტური წარმოიშვა, უნდა შეგვეძლოს ბოდიშის მოხდა, საკუთარი გულის გადაშლა და ადამიანში სიკეთის დანახვა, რაც ძალიან სწრაფად ამოწურავს კონფლიქტს და არა მარტო ამოწურავს არამედ კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას და მასზე დაფუძნებულ ნებისმიერი სახის სიყვარულს, რადგან განსაცდელს გაუძლო და გამოიცადა. ეს არც ისე შეუძლებელია... ცხადია პრაქტიკულად ბოლომდე ვერ მიაღწევ ასეთ მდგომარეობას, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლაა საჭირო, რომ ნაწილობრივ მაინც გამოაწრთო საკუთარი სული. ციტატა რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ეს იდეა შესაძლოა სასაცილოც იყოს ხომ, ამიტომ მოდი ჩავუღრმავდეთ ისეთ შინაგან გრძნობებს როგორიცაა ეჭვიანობა, თუნდაც ის გრძნობა რასაც ჩვენ ცალმხრივ სიყვარულს ვეძახით, ანუ ყველაფერ იმას რაც გვგონია რომ სიყვარულია, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ შეიძლება იყოს - ვნება, მაგრამ გაუთვითცნობიერებული. ვერ დაგეთანხმები, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანისათვის ეს იდეა სასაცილო შეიძლება იყოს. სიყვარული ყველას უნდა, ეს ადამიანის უმთავრესი გრძნობაა, რომელსაც რელიგიური განათლება არ სჭირდება. ყველას სიამოვნებს, როდესაც ყველაფერს აკეთებენ მათთვის, ხელს უწყობენ საქმეში, ეფერებიან და მზად არიან ყველაფერი დაუთმონ რაც კი გააჩნიათ. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. (უბრალოდ ჭკვიანურად უნდა შეგეძლოს ყველაფრის გაზომვა) არც ის ვარგა, რომ გოგოს პირდაპირ, ეგრევე უცერემონიოდ გაანებო თავი თუ კი შეამჩნიე, რომ დისტანციის დაჭერას ცდილობს და ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ არ ვუყვარვარ ტყუილა აღარ შევაწუხებო. ეგრე არც არავის ეყვარები.სიყვარულს ბრძოლა სჭირდება, ბრძოლა რათა ის ჩანასახი გააძლიერო, რასაც დიდი სიყვარული ჰქვია და რის შესახებაც გუშინდელ პოსტებში დავწერე, მაგრამ ასევე დგება დრო როდესაც უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სიყვარულს კი არ აძლიერებს, არამედ მტანჯველ ტკივილს აყენებს იმ ადამიანს, რომელიც გვიყვარს და ამ დროს ნებისმიერი ადამიანი დაგიფასებს თუ მის მიერ სიყვარულის უარყოფას პატივისცემით და სიყვარულით შეხვდები. რაც შეეხება ეჭვიანობას, ამაზე წინა პოსტებშიც ვახსენე, ეს ძალიან ცუდი გრძნობაა, რომელიც ანგრევს სიყვარულს, ეჭვიანობა ჯერ საკუთარ გულს გვიღრღნის, სადაც სიყვარულის ადგილს უნდობლობა იკავებს, რაც პრაქტიკულად შეყვარებულის ყოველი ფეხის ნაბიჯის და ნებისმიერი ქმედების გულისგამაწყალებელ კონტროლში გადაიზრდება, რაც კიდევ უფრო ზრდის უნდობლობას და სიყვარულს საბოლოოდ ანადგურებს. ვნებაზე კი მოკლედ ვიტყვი, რაც ათასჯერ დაიწერა უკვე ამ ფორუმზე, სიძვა-მრუშობა სიყვარულის უსასტიკესი მტერია და მომავალი ცოლ-ქმრული სიყვარულის წინასწარი ღალატი. გარდა ამისა დაკმაყოფილებული ვნებებით გაჯერებული სხეული (ხორცი) მოკლებულია (ან შემცირებული აქვს) იმ შეგრძნებას რომ ხორციელი სიახლოვე, ხორციელი სიყვარული, მხოლოდ ადამიანური და სულიერი სიყვარულის შედეგი უნდა იყოს და არა გამომწვევი, ვნებისაღმძვრელი სილამაზის. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვებრძოლოთ ამ მომაკვდინებელ ცოდვას და სიყვარულში არ უნდა ავურიოთ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი