სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Dec 27 2007, 12:38 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
Маиа
ციტატა ჭეშმარიტი სიყვარული ალბათ მაინც თავგანწირვაა, როცა სხვისი უფრო გტკივა ვიდრე შენი... და თავგანწირვით უნდა ვლინდებოდეს. დანარჩენი ალბათ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ვნებაა და არა სიყვარული. ჰო, საინტერესო მიდგომაა ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. ასეთ შემთხვევაში უიმედობა არ დაისადგურებს ჩვენში და ყოველთვის გამარჯვებული ვიქნებით, რადგან ამ ნაბიჯით და სწორედ ასეთი დამოკიდებულებით დავამტკიცებთ, რომ სიყვარულს აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ. ჩვენ თვით სიყვარულის საკუთარი წილის დათმობაც უნდა შეგვეძლოს კიდევ უფრო დიდი, ძლიერი და მარადიული სიყვარულიდან გამომდინარე. რეალურად კი ასეთი ძლიერი სიყვარულის მისაღწევად საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დიდი სულიერი სიახლოვის და დიდი მეგობრობის უნარია საჭირო (სწორედ ის, რაც წინა პოსტებში აღვნიშნე). ადამიანების დიდმა ნაწილმა მრავალი სუბიექტური თუ ობიექტური გარემო-მიზეზების გამო დაკარგა ამგვარი აღქმა სიყვარულის ფსიქოლოგიის, მაგრამ სინამდვილეში სულიერი სიახლოვე და სულიერი სიყვარული უნდა იყოს ხორციელი სიახლოვის სურვილის წარმომშობი და არა პირიქით, რომ ხორციელი სიყვარულის გამო დავიწყოთ ადამიანთან ურთიერთობა. მე ასევე ვთვლი, რომ ხორციელი სიყვარულის (ვნების) პირველმიზეზი უნდა იყოს ადამიანის სულიერი სილამაზე, მისდამი სულიერი ურთიერთგაგება, ეს ფენომენი სხვადასხვა ადამიანებში დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება კარგად ცნობილი მიზეზების გამო, მაგრამ ყველა ჩვენგანში არსებობს მისი ანარეკლი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი, რომელიც გვიყვარდება ხოლმე ნამდვილად არ არის ყველაზე ლამაზი ან გარეგნობით ყველაზე მომხიბლავი იმათ შორის ვისაც კი ვიცნობთ, მაგრამ მაინც მის მიმართ გვიჩნდება სულიერი და ხორციელი სიახლოვის სურვილი. როდესაც საკუთარ თავს ჩავაგონებთ და გავაცნობიერებინებთ ამგვარ დამოკიდებულებას მაშინ მივალთ უნივერსალურ სიყვარულამდე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა განსხვავებული არსის სიყვარული საბოლოოდ მაინც ერთი და იგივეა... ერთი და იგივეა, რადგან მომდინარეობს ღმერთისაგან, ღვთიური სიყვარულის ნაწილია და ვნებები (ხორციელი სიახლოვე) მისი ერთ-ერთი კერძო და უნიკალური გამოვლინებაა, რასაც კონკრეტული მიზანი (ღვთისგან კურთხეული ცოლ-ქმრობა და გამრავლება) გააჩნია და სულიერი სიყვარულის ხორციელ სიყვარულში გამოსახატად და უდიდესი ბედნიერების - ახალი სიცოცხლის, ახალი სულიერის ამ ქვეყნად მოსავლინებლად მოგვეცა ღმერთისგან. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Маиа |
Dec 27 2007, 03:38 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
Маиа ჰო, საინტერესო მიდგომაა ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. ასეთ შემთხვევაში უიმედობა არ დაისადგურებს ჩვენში და ყოველთვის გამარჯვებული ვიქნებით, რადგან ამ ნაბიჯით და სწორედ ასეთი დამოკიდებულებით დავამტკიცებთ, რომ სიყვარულს აბსოლუტურად ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ. ჩვენ თვით სიყვარულის საკუთარი წილის დათმობაც უნდა შეგვეძლოს კიდევ უფრო დიდი, ძლიერი და მარადიული სიყვარულიდან გამომდინარე. ....... რაც იმაში მდგომარეობს, რომ ყველა განსხვავებული არსის სიყვარული საბოლოოდ მაინც ერთი და იგივეა... ერთი და იგივეა, რადგან მომდინარეობს ღმერთისაგან, ღვთიური სიყვარულის ნაწილია და ვნებები (ხორციელი სიახლოვე) მისი ერთ-ერთი კერძო და უნიკალური გამოვლინებაა, რასაც კონკრეტული მიზანი (ღვთისგან კურთხეული ცოლ-ქმრობა და გამრავლება) გააჩნია და სულიერი სიყვარულის ხორციელ სიყვარულში გამოსახატად და უდიდესი ბედნიერების - ახალი სიცოცხლის, ახალი სულიერის ამ ქვეყნად მოსავლინებლად მოგვეცა ღმერთისგან. ცხადია ყოველივეს გაღება ადამიანისათვის, რომელიც გვიყვარს შეუძლებელია, მაგრამ ამ იდეის შესრულებისკენ სწრაფვა - აუცილებელი. თუ ჩვენ საკუთარ თავს ვუთხარით, რომ "მოიცა რა, მაგას ბოლომდე მაინც ვერ შეასრულებ, რა აზრი აქვს" და ამ მოტივით ყურადღება მოვადუნეთ მაშინ თანდათანობით სიყვარულის ის უნარიც წაგვერთმევა რაც გაგვაჩნია. ჩვენი პრაქტიკული მიზანი ისაა, რომ ჯერ სწორად გავაცნობიეროთ სიყვარულის არსი (ცოდნის დონეზე) და შემდეგ გავაკეთოთ მაქსიმალურად ის, რაც შეგვიძლია. რა ლამაზად დაწერე ის, რისი თქმაც მინდოდა და ვერ ვთქვი... ჯიგარი ხარ -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი