![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Маиа
ციტატა ჭეშმარიტი სიყვარული ალბათ მაინც თავგანწირვაა, როცა სხვისი უფრო გტკივა ვიდრე შენი... და თავგანწირვით უნდა ვლინდებოდეს. დანარჩენი ალბათ მართლა მხოლოდ და მხოლოდ ვნებაა და არა სიყვარული. ჰო, საინტერესო მიდგომაა ![]() ![]() ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Irina7 |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 22 რეგისტრ.: 23-November 07 წევრი № 3,238 ![]() |
ჭეშმარიტი სიყვარული უთუოდ არის თავგანწირვა, რადგან როდესაც ადამიანი ნამდვილი სიყვარულით გვიყვარს მაშინ მისთვის უნდა გვეთმობოდეს ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნია და მათ შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის უძვირფასესი რამ - საკუთარი სიცოცხლე. თუ ადამიანი უსაზღვროდ გვიყვარს (შეყვარებულს ვგულისხმობ) და თუ ამ სიყვარულში არ არსებობს ეგოიზმისა და დამცირება-უიმედობის მარცვლები, მაშინ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს ჩვენ არც გავბრაზდებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდებით ჩვენი შეყვარებული, რომ სხვას გაჰყვეს ცოლად, რადგან ჩვენ შეყვარებულისთვის მხოლოდ უსაზღვრო ბედნიერება უნდა გვინდოდეს და დაე, მან იპოვოს ის იმასთან, ვისთანაც ღმერთმა მიიყვანა. ![]() ამ ყველაფერში გეთანხმები.საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. წლების განმავლობაში მიყვარდა ერთი ბიჭი, ჩემი საუკეთესო მეგობარი რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ. ვიცოდი რომ მას სხვა უყვარდა და სწორედ იმ სხვასთან დაახლოებაში მე შევუწყვე ხელი.ჩემს ამ ქმედებას სრულად ვაცნობიერებდი,თუმცა ძალიან ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა.მაგრამ მე ხომ ვიცოდი რომ ამით იგი უსაზგვროდ ბედნიერი იქნებოდა.და არის კიდეც.მალე თავიანთ ურთიერთობას გააცხადებენ და დაქორწინდებიან. ორივე ჩემი ახლო მეგობარია,თუმცა მათ არ იციან ჩემი გრძნობების შესახებ. მე ყოველთვის ვფიქრობდი და ეხლაც ასე ვფიქრობ,რომ ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის. ვფიქრობ ასე ძლიერ აღარავინ შემიყვარდება. არ მეგონა,რომ ჩემს ამბავს ფორუმში დავწერდი ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 11:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი