ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Dec 27 2007, 09:10 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
გვანცა მარტიაშვილი, 14 წლის. თბილისი, ბაგრატიონის 64; ტელ: 96 87 13
ჩემნაირ ბავშვებს ინვალიდებს უწოდებენ, ჩემი დედა და ბებო კი ღვთის საჩუქარს მეძახიან. არც ისე პატარა ვარ, რომ ვერ მივხვდე, როგორ უჭირს დედას და ბებიას ჩემი მოვლა. დედა მთელი დღე გასულია, ბებოს კი ჩემს მოვლასთან ერთად უამრავი საქმე აქვს. მე ვერაფრით ვეხმარები და გული მტკივა. მინდა გთხოვოთ სარეცხი მანქანა ბებოსთვის, ძალიან მინდა გავახარო და გთხოვოთ დამეხმაროთ. მარიამ სირაძე, 10 წლის. თბილისი, კურნატოვსკის # 46, ტელ: 69 51 81 ვიოლინოს დაკვრას ვსწავლობ მესამე წელია. არ მაქვს ვიოლინო. დედა პენსიონერია, ოჯახში კი მხოლოდ მე და დედა ვართ. ნატვრის თვალს ვთხოვ ნახევარი ზომის ვიოლინოს და ტელევიზორს, რომელიც ორი წელია აღარ მაქვს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება. ღმერთი მოწყალეა! ლამარა ჩხეიძე, 78 წლის. ბაღდათის რაიონი, ქვ. დიმი, ტელ: 22 62 34 ჩემი ნატვრაა, მობილური ტელეფონი. რადგან ხშირად მარტო ყოფნა მიხდება და ცუდად რომ გავხდე, გადავურეკო შვილებს ან სასწრაფოს. წინასწარ გიხდით მადლობას. ნორა ოზაშვილი, 81 წლის. თბილისი, გლდანის III მრ/რ, 4 კორპ. ბ.10; ტელ: 68 90 66 ჩემო ძვირფასებო, ჩემი ნატვრაა 3 კუბ. შეშა. უკვე ძალიან მცივა. ვხმარობ მხოლოდ შეშის ღუმელს. გთხოვთ, კეთილო ხალხო, რომ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი. ლედი მენაბდე, 8 წლის. თბილისი, ავჭალა, რიონის I შესახვევი #8 ტელ: 8 93 15 89 16 ხუთი წელია, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვარ მხოლოდ ავადმყოფი ბებიას იმედზე. ჩემი ნატვრაა, სარეცხი მანქანა მქონდეს. გთხოვთ, ნატვრა ამისრულოთ. თქვენი იმედი მაქვს, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. ციტატა ასრულებულია! ეთერ მკერვალიძე, 69 წლის. დედოფლისწყარო. ტელ: 8 95 39 03 65 შვიდი წელია, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, უექიმოდ და უწამლოდ. წამლის მაგივრობას მიწევს ნათხოვარი სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ჩემი ნატვრაა: ბიბლია, წიგნი მამა გაბრიელზე, საქართველოს დიდი მეფეები, გეოგრაფიული ატლასი, იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული გამოცემა, ქართველ წმინდა მამათა ცხოვრება. და ჩემი შვილიშვილებისთვის ფერად ტელევიზორს ვინატრებდი. რუსუდან გოგონაძე, 51 წლის. ქ. ქუთაისი, ნიკეას I შესახვევი, სახლი 9, ოთახი 2. ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ხელმოკლედ. ჯართის ძებნაში აღამებს ჩემი მეუღლე, ძალიან გვიჭირს. არ მაქვს გაზქურა. ჩემი ნატვრაა, თუ შესაძლებელია ახალი გაზქურა, რომ თავი ცოტა უკეთ ვიგრძნოთ. დიდი მადლობა. მაია მორბედაძე, 45 წლის. სოფ. ფოლადაანთ კარი. ტელ: 8 93 42 60 34 ფერად ტელევიზორს ვნატრობდი, მაშინ როცა შავ-თეთრი მქონდა, ზედმეტი მომივიდა და დავისაჯე კიდეც, დიდი დენი მოვარდა და ეს შავ-თეთრიც დამიწვა. ზამთარი ახლოვდება და ბევრი დარდის და გაჭირვების გადატანა მომიწევს, უტელევიზოროდ კი უფრო გამიჭირდება, ტელევიზორი ხომ მაინც დროებით დამავიწყებდა დარდს. ახლა ჩემი ნატვრაა შავ-თეთრი ტელევიზორი, თუნდაც ყველაზე პატარა. უფალი შეგეწიოთ ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროექტის განხორციელებაში, შეიძლება ნატვრა არ შემისრულდეს მაგრამ იმედი ხომ მაინც მომეცა. ელენე ჯიშკარიანი, 31 წლის. თბილისი, კრწანისის ქ.#3, II კ. 8, 4. ტელ: 75 37 64 რამდენი წელია, გაზის გამათბობელზე ვოცნებობ, რომ ჩემს გოგონას ხელები აღარ გაუცივდეს მეცადინეობის დროს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი ზაალ ცხონდაია, 70 წლის. ზუგდიდი, გორკის ქ.# 23. ტელ: 8 77 48 76 48 ჩემი თხოვნაა, გვაჩუქოთ ერთი ცალი ინვალიდის ეტლი. ჩემი ინვალიდი ბავშვებისათვის, რითაც გავახარებთ ჩემს პატარა ინვალიდებს. წინასწარ გიხდით მადლობას, გფარავდეთ ღმერთი. ივანე ქარჩავა, 89 წლის. ზუგდიდი, ინგირი. ტელ: 8 55 68 26 34 ვარ სამამულო ომის ვეტერანი, იანვარში გვიხდება ქორწინების 60 წლის თავი. ვნატრობ ფერად ტელევიზორს, რომ გავახარო ჩემი მეუღლე. პენსია არ გვყოფნის, სულ 6 სული ვართ ოჯახში. ყველა უმუშევარი. თუ ამისრულდება ეს ნატვრა ბედნიერი ვიქნები, მადლობა წინასწარ. ლილი მეგენეიშვილი, 75 წლის. თბილისი, დიღმის მასივი, III კვ. VII კორპ. ბინა #5 ვარ უაღრესად გაჭირვებული, არის შემთხვევა, პურის ფულიც არ მქონია. გთხოვთ, წყლის გამათბობელი თერმექსი მაჩუქოთ. ვარ მარილებით დაავადებული ნიურა სილაგაძე, 67 წლის. ქუთაისი, გუნის 51, ტელ: 9 64 48. ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი. მაქვს მძიმე ეკონომიური პირობები, გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ გაზქურა, რათა ავადმყოფმა საჭმელი გავიკეთო. თქვენი დიდი იმედი მაქვს, ღმერთი გფარავდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი