IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი
ნათია
პოსტი Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი #21


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42

ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.




ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58

ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა.




ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ.



ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47

ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები.




ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74

ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ.




ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39

ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი.





--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Dec 27 2007, 09:10 PM
პოსტი #22


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



გვანცა მარტიაშვილი, 14 წლის. თბილისი, ბაგრატიონის 64; ტელ: 96 87 13

ჩემნაირ ბავშვებს ინვალიდებს უწოდებენ, ჩემი დედა და ბებო კი ღვთის საჩუქარს მეძახიან. არც ისე პატარა ვარ, რომ ვერ მივხვდე, როგორ უჭირს დედას და ბებიას ჩემი მოვლა. დედა მთელი დღე გასულია, ბებოს კი ჩემს მოვლასთან ერთად უამრავი საქმე აქვს. მე ვერაფრით ვეხმარები და გული მტკივა. მინდა გთხოვოთ სარეცხი მანქანა ბებოსთვის, ძალიან მინდა გავახარო და გთხოვოთ დამეხმაროთ.


მარიამ სირაძე, 10 წლის. თბილისი, კურნატოვსკის # 46, ტელ: 69 51 81

ვიოლინოს დაკვრას ვსწავლობ მესამე წელია. არ მაქვს ვიოლინო. დედა პენსიონერია, ოჯახში კი მხოლოდ მე და დედა ვართ. ნატვრის თვალს ვთხოვ ნახევარი ზომის ვიოლინოს და ტელევიზორს, რომელიც ორი წელია აღარ მაქვს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება. ღმერთი მოწყალეა!


ლამარა ჩხეიძე, 78 წლის. ბაღდათის რაიონი, ქვ. დიმი, ტელ: 22 62 34

ჩემი ნატვრაა, მობილური ტელეფონი. რადგან ხშირად მარტო ყოფნა მიხდება და ცუდად რომ გავხდე, გადავურეკო შვილებს ან სასწრაფოს. წინასწარ გიხდით მადლობას.


ნორა ოზაშვილი, 81 წლის. თბილისი, გლდანის III მრ/რ, 4 კორპ. ბ.10; ტელ: 68 90 66

ჩემო ძვირფასებო, ჩემი ნატვრაა 3 კუბ. შეშა. უკვე ძალიან მცივა. ვხმარობ მხოლოდ შეშის ღუმელს. გთხოვთ, კეთილო ხალხო, რომ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი.


ლედი მენაბდე, 8 წლის. თბილისი, ავჭალა, რიონის I შესახვევი #8 ტელ: 8 93 15 89 16

ხუთი წელია, დედ-მამა ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვარ მხოლოდ ავადმყოფი ბებიას იმედზე. ჩემი ნატვრაა, სარეცხი მანქანა მქონდეს. გთხოვთ, ნატვრა ამისრულოთ. თქვენი იმედი მაქვს, წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.



ციტატა
ასრულებულია!

ეთერ მკერვალიძე, 69 წლის. დედოფლისწყარო. ტელ: 8 95 39 03 65


შვიდი წელია, ლოგინად ვარ ჩავარდნილი, უექიმოდ და უწამლოდ. წამლის მაგივრობას მიწევს ნათხოვარი სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ჩემი ნატვრაა: ბიბლია, წიგნი მამა გაბრიელზე, საქართველოს დიდი მეფეები, გეოგრაფიული ატლასი, იაკობ გოგებაშვილის დედაენის განახლებული გამოცემა, ქართველ წმინდა მამათა ცხოვრება. და ჩემი შვილიშვილებისთვის ფერად ტელევიზორს ვინატრებდი.


რუსუდან გოგონაძე, 51 წლის. ქ. ქუთაისი, ნიკეას I შესახვევი, სახლი 9, ოთახი 2.

ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე ძალიან ხელმოკლედ. ჯართის ძებნაში აღამებს ჩემი მეუღლე, ძალიან გვიჭირს. არ მაქვს გაზქურა. ჩემი ნატვრაა, თუ შესაძლებელია ახალი გაზქურა, რომ თავი ცოტა უკეთ ვიგრძნოთ. დიდი მადლობა.


მაია მორბედაძე, 45 წლის. სოფ. ფოლადაანთ კარი. ტელ: 8 93 42 60 34

ფერად ტელევიზორს ვნატრობდი, მაშინ როცა შავ-თეთრი მქონდა, ზედმეტი მომივიდა და დავისაჯე კიდეც, დიდი დენი მოვარდა და ეს შავ-თეთრიც დამიწვა. ზამთარი ახლოვდება და ბევრი დარდის და გაჭირვების გადატანა მომიწევს, უტელევიზოროდ კი უფრო გამიჭირდება, ტელევიზორი ხომ მაინც დროებით დამავიწყებდა დარდს. ახლა ჩემი ნატვრაა შავ-თეთრი ტელევიზორი, თუნდაც ყველაზე პატარა. უფალი შეგეწიოთ ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ამ პროექტის განხორციელებაში, შეიძლება ნატვრა არ შემისრულდეს მაგრამ იმედი ხომ მაინც მომეცა.


ელენე ჯიშკარიანი, 31 წლის. თბილისი, კრწანისის ქ.#3, II კ. 8, 4. ტელ: 75 37 64

რამდენი წელია, გაზის გამათბობელზე ვოცნებობ, რომ ჩემს გოგონას ხელები აღარ გაუცივდეს მეცადინეობის დროს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ დამეხმაროთ. გფარავდეთ ღმერთი



ზაალ ცხონდაია, 70 წლის. ზუგდიდი, გორკის ქ.# 23. ტელ: 8 77 48 76 48

ჩემი თხოვნაა, გვაჩუქოთ ერთი ცალი ინვალიდის ეტლი. ჩემი ინვალიდი ბავშვებისათვის, რითაც გავახარებთ ჩემს პატარა ინვალიდებს. წინასწარ გიხდით მადლობას, გფარავდეთ ღმერთი.


ივანე ქარჩავა, 89 წლის. ზუგდიდი, ინგირი. ტელ: 8 55 68 26 34

ვარ სამამულო ომის ვეტერანი, იანვარში გვიხდება ქორწინების 60 წლის თავი. ვნატრობ ფერად ტელევიზორს, რომ გავახარო ჩემი მეუღლე. პენსია არ გვყოფნის, სულ 6 სული ვართ ოჯახში. ყველა უმუშევარი. თუ ამისრულდება ეს ნატვრა ბედნიერი ვიქნები, მადლობა წინასწარ.


ლილი მეგენეიშვილი, 75 წლის. თბილისი, დიღმის მასივი, III კვ. VII კორპ. ბინა #5

ვარ უაღრესად გაჭირვებული, არის შემთხვევა, პურის ფულიც არ მქონია. გთხოვთ, წყლის გამათბობელი თერმექსი მაჩუქოთ. ვარ მარილებით დაავადებული


ნიურა სილაგაძე, 67 წლის. ქუთაისი, გუნის 51, ტელ: 9 64 48.

ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი. მაქვს მძიმე ეკონომიური პირობები, გთხოვთ, ამისრულოთ ნატვრა და მაჩუქოთ გაზქურა, რათა ავადმყოფმა საჭმელი გავიკეთო. თქვენი დიდი იმედი მაქვს, ღმერთი გფარავდეთ. წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   ნატვრები   Sep 14 2007, 04:24 PM
ნათია   #19 მაია ღაღაშვილი...   Sep 20 2007, 08:40 PM
ნათია   ეკატერინე თევდორა...   Sep 27 2007, 06:38 PM
ნათია   ნინა ბირკაია, 86 ...   Oct 4 2007, 05:47 PM
ნათია   გიორგი ახალკაცი, 6 წ...   Oct 12 2007, 02:50 PM
ნათია   ავთო გაგუა 11 წლის, ქ....   Oct 18 2007, 03:35 PM
ნათია   გიორგი ბუგიანაშვი...   Oct 27 2007, 04:00 PM
ნათია   ვახტანგ მკერვალიშ...   Nov 1 2007, 07:45 PM
ნათია   ელენე ხარაძე, 53 წლი...   Nov 9 2007, 12:01 AM
ნათია   ლაშა შენგელია, 16 წლ...   Nov 16 2007, 10:27 PM
ნათია   ლედი მენაბდე, 8 წლის...   Nov 23 2007, 12:29 AM
ნათია   თინანო და თეკლა ძა...   Dec 4 2007, 11:16 PM
ნათია   ლელა კავლელიშვილი,...   Dec 5 2007, 11:41 PM
ნათია   ირმა გელაშვილი, 35 წ...   Dec 12 2007, 10:12 PM
ნათია   დავით ღუზარაული, 8 წ...   Dec 21 2007, 12:26 PM
ნათია   გვანცა მარტიაშვილ...   Dec 27 2007, 09:10 PM
ნათია   დარეჯან მურადაშვ...   Jan 3 2008, 03:38 PM
ნათია   ლაშა და გიორგი ტალ...   Jan 16 2008, 01:53 PM
ნათია   #18 ჟუჟუნა ხუხუა, 70 წლ...   Jan 30 2008, 04:52 PM
ნათია   მაია, 42 წლის. თბილის...   Feb 19 2008, 10:19 PM
ნათია   #21 ელენე იმედაძე 41 წ...   Feb 26 2008, 04:58 PM
ნათია   #22 ნუცა მიქიაშვილი,...   Mar 4 2008, 01:22 PM
ნათია   #23 ბაჩანა ცალუღელა...   Mar 12 2008, 01:09 PM
ნათია   #24 სალომე ზვიადაძე,...   Mar 18 2008, 10:36 PM
ნათია   #25 შალვა კამლაძე, 19 წ...   Mar 25 2008, 07:14 PM
ნათია   #26 ლევან მაისურაძე,...   Apr 1 2008, 08:50 PM
ნათია   #27 ადამია ალექსანდ...   Apr 9 2008, 11:46 AM
ნათია   #28 მზია კვარაცხელი...   Apr 15 2008, 09:36 PM
ნათია   #29 ნიკოლოზ გიორგაძე...   Apr 22 2008, 10:23 PM
ნათია   # 30 დათო რევაზიშვილ...   Apr 29 2008, 04:00 PM
ნათია   #31 ნატო ტალიაშვილი, ...   May 7 2008, 11:05 AM
ნათია   #32 დათო მაზიაშვილი...   May 13 2008, 05:48 PM
ნათია   #33 თამარ ბექაური, 18 წ...   May 20 2008, 03:13 PM
ნათია   #34 თამარ წერეთელი, 9 ...   May 27 2008, 11:16 PM
ნათია   #35 მარინა გოგობერი...   Jun 10 2008, 11:37 PM
ნათია   #36 გიორგი კეთილაძე, ...   Jun 18 2008, 09:57 PM
ნათია   #37 ქეთი მუხაძე, 11 წლი...   Jun 27 2008, 11:37 PM
ნათია   #38 ნანი ლომიძე, 71 წლ...   Jul 5 2008, 06:33 PM
ნათია   #39 გვანცა ბროლაშვი...   Jul 8 2008, 04:50 PM
ნათია   #40 თიკა ფონჯავიძე, 10...   Jul 15 2008, 02:38 PM
ნათია   PM მომივიდა ამ თემიდ...   Mar 18 2010, 10:20 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 06:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი