IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ არა ხარ ეკლესიაში?
სოფი
პოსტი Oct 10 2007, 02:43 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



რატომ არა ხარ ეკლესიაში?

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი


წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ.
იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა.

დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ."
"ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა.
ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა."
იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა.

ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით."

პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... rolleyes.gif rolleyes.gif

ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7)


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
სოფი
პოსტი Dec 27 2007, 10:33 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



.nino

გაიხარე ნი,დიდი მადლობა a025.gif
დღეს მოვრჩი სწავლასა და შუალედურებს,ახლა მეტი დრო მექნება ასაკრებადsmile.gif

neo
llaasshhaa

მეც ეგრე,ოღონდ ყოველთვის არა..


ვაგრძელებ


4.ძალათა განახლების წყარო

ამბობენ,რომ საქმიანობის სახის შეცვლაც კი განაახლებსძალებს.ამიტომ გამოჩენილი პოლიტიკოსები თავისუფალ დროს ხატავენ ან სხვა საქმიანობას ეწევიან.მაგრამ ეკლესიაში სიარული უკეთესად განაახლებს ჩვენს სულს.
საფრანგეთის რევოლუციის დროს,მისმა ლიდერებმა იმ მიზნით,რომ შეესუსტებინათ ეკლესიის ზეგავლენა,აკრძალეს კვირას დასვენება.იმ ანგარიშით,რომ ცხრა სამუშაო დღე გაზრდიდა წარმოების მოცულობას,კვირა დღის დასვენება გადაიტანეს.კონვენტის დადგენილებით უქმე უნდა ყოფილიყო არა ყოველი მეშვიდე დღე,როგორც ღმერთმა დაადგინა,არამედ მეათე.მაგრამ მალე რევოლუციონერები იძულებულნი გახდნენ დაბრუნებოდნენ კვირა უქმეს,რადგანაც ადამიანის ორგანიზმი ვერ უძლებდა ცხრა დღის გადაბმულ შრომას.შემოქმედმა უკეთესად იცოდა ადამიანი,როდესაც მცნებად დაუდო მას:"ექუს დღე იქმოდე,და ჰქმენე მათ შინა ყოველი საქმე შენი,ხოლო დღეს იგი მეშვიდე,შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა."
დასვენება არ ნიშნავს,რომ მთელი ღამე ფილმებს უყურო,ან იმხიარულო საღამოებზე,შემდეგ შუადღემდე იძინო და გააცდინო საკვირაო მსახურება.არ არის საჭირო ახლობელი ბავშვების და მოხუცების წაყვანა ზღვაზე საბანაოდ ან მთაში სასეირნოდ ტაძრებიდან შორს.დასვენება - ეს არც რომანების კითხვაა,არც უხამსი ჟურნალების ფურცვლა და არც თავაშვებული დროსტარება.ყოველივე ეს სულში ჭუჭყიან ლაქებს ტოვებს და ამახინჯებს არა მარტო სულს,არამედ ხორცსაც.



5.დაცვა და ღვთის მფარველობა

ცხოვრებაში ბევრი საზრუნავია,ბევრი გაჭირვება,ბევრია გამოცდაც.ვის მივმართოთ დახმარებისათვის? ძლიერთა ამა ქვეყნისა?მაგრამ ისინი ყურადღებას არ მოგვაქცევენ და არც ყველა სიტუაციაში შეუძლიათ დახმარება.და მოდიან ადამიანები ეკლესიაში,როგორც ქარიშხალს გამორიდებული გემები ბრუნდებიან ნავსადგურში. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს:ღმერთმა დააარსა ეკლესია,როგორც ნავსაყუდელი,რათა ცხოვრების ზღვის ხმაურისა და მღელვარებისაგან შეფარებული ხალხი დატკბეს დიადი სიმშვიდით."ეკლესიაში შენ იძენ ძალებს,რათა წინ აღუდგე ცხოვრებისელ უწესრიგობას. "უფალო,გევედრებით,ყოველივე ჩვენზედა მოწევნული ჩვენდა სასიკეთოდ მოაქციე.რომელნი სნეულნ არიან,დაიცევ და კურნება მიჰმადლე მათ.მოგზაურთ თანამავალ ექმენ.განწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა." თუ ტაძარში დადიხარ,უფალი გიცავს ყოველგვარი თავდასხმისა და უბედურებისაგან,რომლებზედაც შენ წარმოდგენაც კი არა გაქვს.
თეოდოსი დიდის დროს,კონსტანტინოპოლში მონად გაყიდეს ვინმე თეოფილე.მშობლისადმი მისი სიყვარული იმდენად დიდი იყო,რომ ის დასთანხმდა გამხდარიყო მონა,რათა მის მოხუც მამას საკვები ჰქონოდა! გამომშვიდობებისას მამამ უთხრა:"შვილო,რა დავალებაც არ უნდა მოგცენ,კვირას აუცილებლად მიდი ტაძარში.ლიტურგიას ბოლომდე დაესწარი,შემდეგ კი შენს საქმეებს შეუდექი."
თეოფილეს მყიდველ,იმპერატორის კარზე დაწინაურებულ,პატრიცი კონსტანტინეს ძალიან შეუყვარდა იგი კეთილი ხასიათის გამო და ყოველთვის თან დაჰყავდა.ერთხელ,იმპერატორთან მიმავალ კონსტანტინეს,სიჩქარეში დაავიწყდა საქაღალდე მნიშვნელოვანი დოკუმენტებით.სახლში საქაღალდისათვის მიბრუნებულმა თეოფილემ ნახა,რომ პატრიცის ცოლი ღალატობდა ერთ მონასთან.
უსინდისო ქალმა,თავისი დანაშაულის დასაფარად სახლში დაბრუნებულ ქმარს უთხრა:"ამ მონას,რომელიც სულ თან დაგყავს ჩემი ცდუნება უნდოდა და გამაპატიურებდა კიდეც ჩემს ყვირილზე სხვა მონა რომ არ მომშველებოდა.შენ ან მოკლავ მას დამსახურებისამებრ,ანდა მე წავალ ჩემს მამასთან." დამნაშავემ დაარწმუნა ქმარი,რათა სიკვდილით დაესაჯა თეოფილე.
პატრიცი მოელაპარაკა ეპარქს,რომ მისი მონისათვის თავი მოეკვეთათ,და მოჭრილი თავი მისთვის გამოეგზავნათ.სასჯელის აღსრულება მომდევნო დღისთვის დათქვეს.დილით პატრიცი კონსტანტინემ უთხრა თეოფილეს:"წადი ეპარქთან,მიესალმე ჩემი სახელით და ის მოგცემს პასუხს,რომელსაც მე ველოდები." თეოფილე,რომელმაც არაფერი იცოდა,წავიდა ეპარქთან,მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძართან შეჩერდა.მიდიოდა ლიტურგია.ის შევიდა ტაძარში და ბოლომდე დაესწრო მას.
ამ დროს დამნაშავე მონა ადგილს ვერ პოულობდა,მოუთმენლად ელოდა ეპარქის მიერ გამოგზავნილ ხალხს თეოფილეს თავით. "ბატონო,- უთხრა მან კონსტანტინეს,-ხომ არ წავიდე ეპარქთან პასუხის მოსატანად?" "წადი," - უპასუხა პატრიციმ.საჩქაროდ გაიქცა უსინდისო მონა ეპარქის სახლისკენ და მიესალმა მას პატრიცის სახელით.იქ მყოფმა ჯალათმა ჩათვალა,რომ ეს ის მონა იყო,ვისი მოკვლაც პატრიცის უნდოდა და ყოველგვარი ფიქრის გარეშე მოკვეთა მას თავი.ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა თეოფილე და მიესალმა ეპარქს პატრიცის სახელით.ეპარქმა გადასცა მას დაბეჭდილი ფუთა და მანაც წაუღო თავის ბატონს.
_რა გიჭირავს ხელში? - ჰკითხა მას კონსტანტინემ.
_ ამანათი,რომელიც ეპარქმა გამომატანა შენთან!
ტაძარში შესვლამ გადაარჩინა თეოფილე,ხოლო კონსტანტინემ გაიგო სიმართლე და იშვილა იგი.
თეოფილე გადარჩა ტაძარში შესვლით!
ჩემო მეგობარო,ეკლესიიდან ბრუნდები მადლითა და სიხარულით აღსავსე."მოდი ეკლესიაში, - ამბობს იოანე ოქროპირი, - რათა წახვიდე ციური ძღვენით აღსავსე ,რათა ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე უვნებელი,რათა სულიერი იარაღით შეიარაღებულს არ მოგადგეს ზიანი და არ დაემონო ეშმაკს."
ეკლესიაში მიღებული ღვთის ლოცვა-კურთხევით,შენი საქმეები უკეთესად წავა.
_რატომ მუშაობ კვირას? - ჰკითხა ერთმა ვაჭარმა ხელოსანს.
_იმიტომ, რომ ღარიბი ვარ, - უპასუხა მან.
_რამდენი წელია მუშაობ?
_მთელი სიცოცხლე.
_მაგრამ მდიდარი ვერ გახდი! მოდი შევთანხმდეთ,რომ დაიცავ კვირა უქმეს.ექვსი დღე იმუშავე ბეჯითად,ხოლო კვირას წადი ტაძარში.მე შემოვივლი შენთან ნახევარი წლის შემდეგ და დაგიფარავ ზარალს,რომელიც შენ გექნება ეკლესიაში სიარულის გამო...
_აბა,როგორ არის საქმე? - ჰკითხა მან ექვსი თვის შემდეგ.
_არა უშავს,- იყო პასუხი,- ძროხაც ვიყიდე.
მართალი ყოფილა ის,ვინც თქვა: "მე ვიცი გაღარიბების ორი უტყუარი ხერხი:ქურდობა და კვირა დღეს მუშაობა!" გაიხსენეთ ვის დაცვას ვცდილობთ? ჩვენი ოჯახის წევრების.ასევე ღმერთიც იცავს მათ,ვინც მის ეკლესიას ეკუთვნის.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sofi89   რატომ არა ხარ ეკლესიაში?   Oct 10 2007, 02:43 PM
marine   პ.ს. სხვისი არ ვიცი ...   Oct 10 2007, 02:59 PM
sofi89   marine აბსოლუტურად გე...   Oct 10 2007, 03:14 PM
marine   marine აბსოლუტურად გე...   Oct 10 2007, 03:39 PM
Ismail   დღეს ეკლესიურ ცხოვ...   Oct 10 2007, 03:44 PM
marine   დღეს ეკლესიურ ცხო...   Oct 10 2007, 03:53 PM
Ismail   თუმცა, ისმაილ, სტა...   Oct 10 2007, 04:16 PM
marine   მაგრამ მარტო მართ...   Oct 10 2007, 04:22 PM
leluka   [b]მთავარია ჩვენ არ ...   Oct 10 2007, 04:29 PM
marine   100% :thumbs: ჩემზე ილოცეთ...   Oct 10 2007, 04:33 PM
leluka   რათქმაუნდა :) ლელუკ...   Oct 10 2007, 04:46 PM
marine   დიახ მარინე :rolleyes: მ...   Oct 10 2007, 04:59 PM
leluka   მე ფსალმუნების კი...   Oct 10 2007, 05:02 PM
marine   :) მეც არ გამიკვირდ...   Oct 10 2007, 05:03 PM
leluka   ჯობია იმ დღეს მზემ ...   Oct 10 2007, 05:07 PM
tako@tako   მე ფსალმუნების კი...   Oct 10 2007, 05:24 PM
leluka   ვიცი კი რა მჩირს რ...   Oct 10 2007, 05:27 PM
Ismail   ეგ რათქმაუნდა.. არა...   Oct 10 2007, 04:38 PM
leluka   sofi89 გაიხარე ასეთი თ...   Oct 10 2007, 04:04 PM
tako@tako   ეჰ დრო იყო ლოცვებს...   Oct 10 2007, 05:12 PM
leluka   ეჰ დრო იყო ლოცვებ...   Oct 10 2007, 05:16 PM
sofi89   მართალია,ფსალმუნე...   Oct 10 2007, 05:25 PM
ნიანია   რა კარგი თემაა. მე ძ...   Oct 10 2007, 05:28 PM
sofi89   აი მეც მასე ვარ ნია...   Oct 10 2007, 05:35 PM
ana-bana   sofi89 ძალიან კარგი თე...   Oct 10 2007, 05:54 PM
sofi89   :( :( უფალმა გაგაძლი...   Oct 10 2007, 05:56 PM
Lego   ეკლესიაში მხოლოდ შ...   Oct 10 2007, 05:59 PM
sofi89   ana-bana გაიხარე:) აუცი...   Oct 10 2007, 07:01 PM
kato_Bato   leluka მე დილის ლოცვებ...   Oct 14 2007, 05:02 PM
leluka   kato_Bato უხ კატუნია ჩას...   Oct 14 2007, 05:20 PM
iako   კატუნი გვშველის რო...   Oct 15 2007, 08:53 PM
staywhite   გოგონებო, ფსალმუნ...   Oct 16 2007, 01:13 AM
marine   მაგრამ, ლელუკა, მე ...   Oct 16 2007, 01:49 PM
sofi89   თავი მეორე სარგებ...   Oct 16 2007, 12:54 PM
sofi89   2.საზოგადოებრივი ბ...   Oct 22 2007, 01:32 PM
catherina_10   იცი როგორი აფორიაქ...   Oct 22 2007, 02:09 PM
neo   მე შესაძლოა შეცდომ...   Oct 22 2007, 03:37 PM
sofi89   3. სულიერი კეთლიდღე...   Dec 15 2007, 08:45 PM
llaasshhaa   იქნებ მიპასუხოთ დი...   Dec 16 2007, 12:59 AM
.nino   sofi89 გაიხარე, რა საინ...   Dec 16 2007, 01:26 AM
neo   ეს მეც მაქვს შემჩნ...   Dec 16 2007, 02:58 PM
llaasshhaa   დღევანდელი სამება...   Dec 16 2007, 04:30 PM
sofi89   .nino გაიხარე ნი,დიდი ...   Dec 27 2007, 10:33 PM
sofi89   llaasshhaa ^_^ :მპუა: 6. ღვ...   Dec 30 2007, 10:19 PM
სოფი   7. ჩვენი დანიშნულებ...   Jan 31 2008, 07:49 PM
SE-JA   ეს teen.ge-ზეც დავწერე დ...   Mar 7 2008, 04:05 PM
ეკატერინე   ბიბლია წაგიკითხა...   Mar 7 2008, 04:26 PM
მხევალი ნინო   SE-JA ის რაც დაწერე, პ...   Mar 7 2008, 04:31 PM
სოფი   SE-JA უფალი კიდევ ბევ...   Mar 16 2008, 02:15 PM
tuchlik2   მრცხვენია ამის თქ...   May 17 2008, 08:44 PM
სოფი   tuchlik2 ცუდია :( ეცადე თ...   May 20 2008, 05:17 PM
marine   სოფი სოფუნა, გთხოვ,...   Jun 3 2008, 04:03 PM
xatia19   ღმერთმა შეგინდოს ...   Jun 10 2008, 11:00 PM
crazy_priest   უფალთან გზა ყველას...   Jun 12 2008, 04:37 PM
სოფი   crazy_priest ძალით არავინ ...   Jun 12 2008, 06:38 PM
zeppelin   llaasshhaa ხშირად ვერ დავ...   Jun 12 2008, 09:40 PM
Inga-G   24 არა მაგრააამ,ეეეჰ...   Jun 17 2008, 05:46 AM
makiki   ხელის შემშლელი მი...   Jun 17 2008, 08:23 PM
სოფი   3. გლოვა "დავკარგ...   Jun 17 2008, 06:02 PM
სოფი   5. რადიო და ტელევიზი...   Jun 29 2008, 07:34 PM
სოფი   6. ნადირობა ბევრი ვ...   Sep 17 2008, 04:24 PM
bravoshota   სრულიად ვეთანხმებ...   Sep 18 2008, 10:55 AM
m16   არ ვეთანხმები არა...   Sep 18 2008, 11:02 AM
bravoshota   არა აქ როგორაა საქ...   Sep 18 2008, 02:01 PM
სოფი   bravoshota ვაი,აბა რას ამ...   Sep 18 2008, 07:36 PM
m16   რეები გიწერია ვერ ...   Sep 18 2008, 07:45 PM
სოფი   m16 მე კიდე ის ვერ გა...   Sep 18 2008, 09:26 PM
llaasshhaa   llaasshhaa :lol: :lol: :lol: ლასა რ...   Jul 30 2009, 03:21 AM
მაშიკო   სოფი ნადირობაზე ეგ...   Sep 17 2009, 08:19 PM
სოფი   მაშიკო მაგრამ ხომ ...   Sep 17 2009, 09:01 PM
მაშიკო   მაგრამ ხომ შეუძლი...   Sep 19 2009, 08:30 AM
ნონა   ეკლესიაში როცა ვაგ...   Sep 17 2009, 09:18 PM
ანნო   კვირაში ერთი დღე მ...   Sep 18 2009, 02:55 AM
Atman   SE-JA ვააახ ძლივს არ ...   Sep 18 2009, 06:34 AM
neo   ათეისტის ნაწერი რო...   Sep 18 2009, 10:30 AM
Atman   neo ათეისტის ნაცვლა...   Sep 18 2009, 10:46 AM
leluka   გაიხარე ამ სიტყვბ...   Sep 19 2009, 11:39 AM
Atman   leluka ამის მეტს რას ვ...   Sep 19 2009, 11:43 AM
leluka   Atman შენს გარდა ეგ სი...   Sep 19 2009, 11:45 AM
ზარნაშო   ეგ განწმენდილი გულ...   Sep 19 2009, 11:47 AM
Atman   ზარნაშო შენ რასაც ...   Sep 19 2009, 11:48 AM
ზარნაშო   ზარნაშო შენ რასაც ...   Sep 19 2009, 11:53 AM
ნონა   გონებას სხვა ჭუჭყ...   Sep 19 2009, 12:03 PM
leluka   ზარნაშო კარგი რაა...   Sep 19 2009, 11:54 AM
Atman   ზარნაშო სიძულვილი...   Sep 19 2009, 12:00 PM
ზარნაშო   ზარნაშო კარგი რაა, ...   Sep 19 2009, 12:04 PM
Atman   ხო აბა რა, ხანდახა...   Sep 19 2009, 12:07 PM
leluka   Atman მივყვები მაგრამ...   Sep 19 2009, 12:10 PM
ზარნაშო   Atman მივყვები მაგრა...   Sep 19 2009, 12:16 PM
ნონა   მე ვფიქრობ და ჩემი ...   Sep 19 2009, 12:41 PM
Atman   leluka შენ გული არ ხარ,...   Sep 19 2009, 12:27 PM
leluka   ზარნაშო ვნანობ იმ ...   Sep 19 2009, 12:29 PM
ნონა   ვნანობ იმ შემთხვე...   Sep 19 2009, 12:49 PM
Atman   leluka სულს ვერ დაინა...   Sep 19 2009, 12:34 PM
ზარნაშო   ღმერთი არა გწამთ? მ...   Sep 19 2009, 12:52 PM
leluka   რაც არ უნდა იყოს, ვ...   Sep 19 2009, 12:37 PM
Atman   leluka სული კი არ გიდგ...   Sep 19 2009, 12:39 PM
Atman   ნონა შენც მიყევი დ...   Sep 19 2009, 12:43 PM
ნონა   [b]ნონა შენც მიყევი ...   Sep 19 2009, 12:56 PM
Atman   ოხ ეს ქალური სენტ...   Sep 19 2009, 12:53 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი