სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
გიორგი |
Dec 27 2007, 10:33 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
ქეთი.
ციტატა პრინციპში არაა აუცილებელი მაინც და მაინც ფსიქოლოგმა იმსჯელოს, მთავარია ადამიანს ძლიერი ფსიქოლოგია ქონდეს და რეალობის სწორად აღქმის უნარი. გიორგის შემთხვევაში სწორედ ასეა... დიდი მადლობა ქეთუშ ასეთი კარგი გამოხმაურებისთვის, გაიხარე სასიამოვნოა, რომ ასეთი დადებითი წარმოდგენა შეგექმნა ჩემს ნაწერებზე, მაგრამ მთლად ეგრეც არაა საქმე, ფსიქოლოგობამდე ძალიან ბევრი მაკლია. ციტატა მსჯელობს ისე, როგორც ნებისმიერი განათლებული, მოაზროვნე, პროფესიონალი ფსიქოლოგი იმსჯელებდა... აქ პროფესია მეორე ხარისხოვანია უკვე განათლებული, მოაზროვნე, პროფესიონალი ფსიქოლოგი? თუ განათლებული კონსტრუქტორ-ინჟინერი და კომპიუტერული გრაფიკოსი? სირცხვილია კაცო ამდენი ქება... არადა საერთოდ არა მაქვს შეხება ჰუმანიტარულ დისციპლინებთან, არც ფსიქოლოგიასთან, არც საზოგადოებრივ ურთიერთობებთან და ა.შ. მკვეთრად ტექნიკური აზროვნება მაქვს. ციტატა რაც შეეხება მის ნაწერებს, აბსოლიტურად ვეთანხმები, რეალობას წერს, სწორედ ასეთი მიდგომაა საჭირო ურთიერთობის, სიყვარულის მიმართ, მაგრამ ზემოთაც აღნიშნეს და სამწუხაროდ პრაქტიკულად ასეა, საკითხის ასე აღქმას ყველა ადამიანი ნამდვილად ვერ ახერხებს, ან საერთოდ ვერ აცნობიერებს ან ძალიან გვიან... ჰო, ჩემი აზრით მთავარია შეგეძლოს ჭეშმარიტი სიყვარულისთვის და უბიწოებისთვის ბრძოლა საკუთარ თავთან, ეს ძალიან ძნელად მისაღწევია, მაგრამ არა - შეუძლებელი. ყოველდღე უნდა ვესწრაფოთ სრულყოფას თუ არა უცოდველი არავინ ვართ. ციტატა ვეთანხმები, ვეთანხმები მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები იაზრებენ, დღესდღეობით კი სამწუხაროდ ძალიან ცოტას აქვს ძლიერი ფსიქოლოგია ადამიანთაგან... რატომ ქეთუშ? შენ ძალიან კარგი ფსიქოლოგიური აზროვნება გაქვს და ძალიან ჭკვიანურად მსჯელობ. ძალიან მომწონს შენი პოსტები, ახლა ვკითხულობ განსაკუთრებით ის ნაწილი, რაც მეხსიერებას, დავიწყებას და გონებას ეხება, აბსოლუტურად გეთანხმები და გიგებ, მეც იგივენაირად ვფიქრობ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი