სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
Dec 28 2007, 05:57 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
საწინააღმდეგო სქესის წევრებს შორის დგება საკითხი, როცა ვსვამთ კითხვას, გვაქვს თუ არა საქმე სიყვარულთან, რადგან სულ მცირე არსებობს 2 განსხვავებული სახე სიყვარულისა, რომანტიკული სიყვარული და მეგობრობა-სიყვარული.
ფსიქოლოგი რობერტ სტენბერგი გვთავაზობს სიყვარულის, ე.წ. სამკუთხოვან თეორიას, რომელიც გამოყოფს სამ ბაზისურ კომპონენტს: ინტიმურობა - რომელსაც გრძნობენ პარტნიორები. ვნება - სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან. ვალდებულება - მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა. ამ სამი ბაზისური კომპონენტების კომბინაციით სტეინბერგი გამოყოფს შვიდი სახის სიყვარულს: მოწონება-რომელიც შეიცავს მხოლოდ ინტიმურობას. რომანტიული სიყვარული-შეიცავს ინტიმურობასა და ვნებას. მეგობრობა-სიყვარული-შეიცავს ინტიმურობას და ვალდებულებებს. ძლიერი გატაცება-შეიცავს მხოლოდ ვნებას. უაზრო სიყვარული-შეიცავს ვნებასა და ვალდებულებას. ცარიელი სიყვარული-შეიცავს მხოლოდ ვალდებულებას. სრულყოფილი სიყვარული-შეიცავს სამივე კომპონენტს. სიყვარული ემოციონალური მდგომარეობაა. ემოცია კი ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მდგომარეობაა, რომელიც განსხვავებულ ელფერს იღებს, იმისდა მიხედვით, თუ რა იარლიყს მივაწერთ ჩვენ მას. აგზნებამ, რა წყაროდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, უნდა გაზარდოს ვნება, ამიტომ აგზნების ნაწილს მიაკუთვნებენ რომანტიკულ სტიმულს. ვნებიან სიყვარულს ახასიათებენ როგორც ინტენსიურ, ზოგჯერ დაუძლეველ ემოციონალურ მდგომარეობას, როცა ინდივიდი გამუდმებით ფიქრობს პარტნიორზე, სურს რაც შეიძლება მეტი დრო დაჰყოს მასთან და ხშირად არარეალისტურია მის შეფასებაში. მისთვის დამახასიათებლად თვლიან, რომ კონტაქტები სხვა მეგობრებთან უფრო იშვიათად ხდება და მთელი ყურადღება ერთ ინდივიდზეა ფოკუსირებული. ის განიცდება, ისეთად, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და არაწინასწარმეტყველებადია. ვნებიანი სიყვარულის აუცილებელ პირობად მიჩნეულია: პირველ რიგში ვნებიანი სიყვარული უნდა ჩამოყალიბდეს კულტურაში. კულტურა ასწავლის, თუ რას წარმოადგენს ვნებიანი სიყვარული, როგორც მხატვრული ლიტერატურის საშუალებით, ისე რეალური ცხოვრების აღწერით. ვნებიანი სიყვარულის მეორე პირობა, სიყვარულის შესაბამისი ობიექტის არსებობაა. უმრავლესობისათვის ეს ნიშნავს ფიზიკურად მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესის პირის არსებობას, რომელიც დაახლოებით იმავე ასაკისაა, მამაკაცი ქალზე მაღალი უნდა იყოს და არ უნდა იყოს ღრმად ჩართული სხვა ურთიერთობებში. მესამე პირობა, რომელიც კრიტიკულად მიაჩნიათ, არის ინტენსიური სიბრმავე. აღძვრის განსხვავებული ტიპები გავლენას ახდენენ რომანტიკულ გრძნობებზე და სექსუალურ ინტერესებზე. ვნებიანი სიყვარულის პირობებში განიხილავენ: კულტურულ ფონს, რომელშიც ინდივიდი სწავლობს სიყვარულის შესახებ და მოელის, რომ მასაც შეემთხვევა ეს. ვნებიანი სიყვარული თანდათანობით გადადის ე.წ. მეგობრობა-სიყვარულში. მეგობრობა-სიყვარული მიუთითებს ღრმა და ხანგრძლივ მეგობრობაზე, რომელიც გულისხმობს ურთიერთმოწონებას და პატივისცემას, გამოკვეთილ პოზიტიურ ემოციებს. Mმეგობრობა-სიყვარული ურთიერთმიჯაჭვულობის გრძნობაა. ახლა კი გადავხედოთ იმ მიზეზებს, რომლებიც იწვევენ სოციალური ურთიერთობების რღვევას, რომლებიც ჩამოაყალიბმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა ლევინგერმა: ურთიერთობის გაგრძელების მცდელობა. ერთადერთი საერთო პრობლემა ურთიერთობაში არის ეჭვიანობა, როდესაც ინდივიდს შეაქვს ეჭვი მეტოქის სიყვარულში, არსებობს ორი სახის საშიშროება - ინდივიდმა შეიძლება დაკარგოს ის ჯილდო, რომელსაც იღებს ურთიერთობისაგან. არსებობს თვითშეფასების დადაბლების საშიშროება. უკიდურესი ეჭვიანობა შეიცავს შფოთვას, შიშს, ტკივილს, გაბრაზებას, უიმედობას და ფიზიკურ სიმპტომებს (გულისცემის აჩქარება, სიმსუბუქე მუცლის არეში) ურთიერთობის გაუარესება და დამთავრება. ურთიერთობის გაუარესება იწყება, როცა ერთი ან ორივე პარტნიორისთვის პირობები ნაკლებ სასურველი გახდება, ვიდრე ადრე იყო. რეაქცია მოსალოდნელ გაუარესებაზე, შეიძლება იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური. აქტიურია, როდესაც პარტნიორები გადაწყეტენ შეწყვიტონ ურთიერთობა. Pპასიურია-მოცდა, იქნებ მოხდეს გაუმჯობესება. სიყვარული შეიძლება მოულოდნელად და ძალდაუტანებლად. ურთიერთობის შენარჩუნება კი მოითხოვს ინდივიდის შრომასა და ძალისხმევას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სულ ეს არის ის, რაც ფსიქოლოგებს შეუძლიათ გვითხრან სიყვარულის შესახებ ფსიქოლოგები რასაც გვთავაზობენ, გამოდის რომ სიყვარული დიდ ძალისხმევასა და ტანჯვას მოითხოვს... P.S. ხელშეუხებლობის გარანტია მიღებული მაქვს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 11:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი