IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი
afxazi
პოსტი Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.

აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ.

განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან"

"როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს.

სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ.

სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა.

იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას.

ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Dec 28 2007, 06:52 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ვფიქრობ, საინტერესოა....





გოდერძი ჩოხელი

ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ





1


- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .



2

- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!




3

- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.




4

- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.




5


- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.



6

- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!




7

- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.



8

- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!






9


მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ჩასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!




P.S. მაგრად ვიხალისე! laugh.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   სიყვარული   Dec 25 2007, 02:56 PM
თამარი_ცქნაფო   მე მართლა მაინტერე...   Dec 25 2007, 02:58 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო სი...   Dec 25 2007, 06:29 PM
ქეთი.   თამარი_ცქნაფო სიყ...   Dec 25 2007, 10:18 PM
მაეასი   ეს კიდევ სულ სხვა თ...   Dec 25 2007, 10:50 PM
ქეთი.   ქეთ,არ შეგიძლია ამ ...   Dec 25 2007, 10:59 PM
t.d   რამდენათაც ამქვეყ...   Dec 25 2007, 09:29 PM
k@the   afxazi არ გეგონოს სიტყ...   Dec 25 2007, 09:56 PM
afxazi   t.d ხომ ვთქვი, მხოლოდ ...   Dec 25 2007, 10:04 PM
gogu   არა მე რა უნდა მეწ...   Jan 25 2008, 08:34 PM
iber   გამიხარდა რომ ეს თ...   Jan 1 2009, 04:48 PM
t.d   მაპათ თუ გინდა წაშ...   Dec 25 2007, 10:05 PM
afxazi   t.d არა საპატიებელი ...   Dec 25 2007, 10:23 PM
თამარი_ცქნაფო   არა, მართლა სერიოზ...   Dec 25 2007, 10:23 PM
k@the   :D :D მთელი ფორუმის ...   Dec 25 2007, 10:24 PM
t.d   რაც შეხება გოგოსად...   Dec 25 2007, 10:31 PM
გიორგი   t.d რაც შეხება გოგოს...   Dec 26 2007, 04:01 PM
ქეთი.   [b]t.d საინტერესოა... :ფ...   Dec 26 2007, 07:31 PM
გიორგი   ქეთი :) მხოლოდ ორი ს...   Dec 26 2007, 10:10 PM
თამარი_ცქნაფო   მე მაინც მგონია, რო...   Dec 25 2007, 10:34 PM
ქეთი.   მე მაინც მგონია, რო...   Dec 25 2007, 10:52 PM
t.d   იცი რა არის მე ისეთ ...   Dec 25 2007, 10:49 PM
თამარი_ცქნაფო   იცი რა არის მე ისეთ...   Dec 26 2007, 12:04 AM
t.d   ნუ, მთლად მასეთი არ...   Dec 26 2007, 12:22 PM
თამარი_ცქნაფო   მე მემგონი არც ცუდ...   Dec 26 2007, 12:58 PM
შოთაძე   აუ კაი რა მეცნიერე...   Dec 25 2007, 11:22 PM
maZiebeli   ქეთი. სიამოვნების ...   Dec 26 2007, 02:05 AM
USCIAS   როცა ხედავ, გიყვარ...   Dec 26 2007, 03:38 AM
t.d   იცი რა მეგობარო მე ...   Dec 26 2007, 01:02 PM
თამარი_ცქნაფო   იცი რა მეგობარო მე ...   Dec 26 2007, 01:06 PM
გიორგი   თამარი_ცქნაფო რეა...   Dec 26 2007, 01:54 PM
თამარი_ცქნაფო   გიორგი ჰო, საკმაოდ ...   Dec 26 2007, 01:58 PM
გიორგი   თამარი_ცქნაფო OK. გე...   Dec 26 2007, 02:37 PM
თამარი_ცქნაფო   გიორგი შეიძლება თ...   Dec 26 2007, 03:05 PM
გიორგი   თამარი_ცქნაფო რომ ...   Dec 26 2007, 04:18 PM
თამარი_ცქნაფო   თამარი_ცქნაფო რომ ...   Dec 26 2007, 04:40 PM
afxazi   თამარი_ცქნაფო სამ...   Dec 26 2007, 04:45 PM
თამარი_ცქნაფო   afxazi დამაფასე, დამაფ...   Dec 26 2007, 04:47 PM
გიორგი   თამარი_ცქნაფო ეს ძ...   Dec 26 2007, 05:21 PM
გიორგი   afxazi ძალიან კარგად ა...   Dec 26 2007, 05:47 PM
m16   რა ბრძნული აზრიაა.....   Dec 26 2007, 07:54 PM
გიორგი   Маиа ჰო, საინტერესო ...   Dec 27 2007, 12:38 PM
Маиа   [b]Маиа ჰო, საინტერეს...   Dec 27 2007, 03:38 PM
Irina7   ჭეშმარიტი სიყვა...   Dec 27 2007, 07:50 PM
afxazi   გიორგი ეს გასაგებ...   Dec 27 2007, 01:30 PM
გიორგი   afxazi OK. :კი1: ცხადია ყ...   Dec 27 2007, 02:30 PM
Irina7   გიორგი ჩემი აზრით ...   Dec 27 2007, 04:24 PM
Маиа   გიორგი ჩემი აზრით...   Dec 27 2007, 04:47 PM
გიორგი   Irina7 უნდა შევძლოთ, რო...   Dec 27 2007, 05:08 PM
anna21   გიორგი კველაფერში ...   Dec 27 2007, 05:12 PM
გიორგი   anna21 გაიხარე :) თუ სუ...   Dec 27 2007, 05:19 PM
afxazi   anna21 მადლობა რომ შემ...   Dec 27 2007, 05:28 PM
anna21   ცხოვრებაში პირველ...   Dec 27 2007, 05:32 PM
შოთაძე   ცხოვრებაში პირველ...   Dec 27 2007, 05:47 PM
anna21   თამარ მე ის არ მეზი...   Dec 27 2007, 05:57 PM
თამარი_ცქნაფო   თამარ მე ის არ მეზი...   Dec 27 2007, 05:58 PM
ნათია   afxazi დათ არ იცი ეს ფრ...   Dec 27 2007, 06:13 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო anna21 მ...   Dec 27 2007, 06:49 PM
შოთაძე   გრძნობა შეიძლება ...   Dec 27 2007, 07:10 PM
ქეთი.   არ დაგეთანხმები ა...   Dec 27 2007, 09:11 PM
ქეთი.   მდა, მართლა მშურს, ...   Dec 27 2007, 09:00 PM
მხევალი ნინო   შოთაძე ჩაქრი შენ, ...   Dec 27 2007, 07:12 PM
შოთაძე   შოთაძე ჩაქრი შენ, მ...   Dec 27 2007, 07:14 PM
თამარი_ცქნაფო   შოთაძე აი ცქნაფოს ...   Dec 27 2007, 07:17 PM
მხევალი ნინო   შოთაძე კარგია, არ...   Dec 27 2007, 07:22 PM
შოთაძე   შოთაძე კარგია, არც ...   Dec 27 2007, 07:24 PM
თამარი_ცქნაფო   მგონი, გადახვევებს...   Dec 27 2007, 07:22 PM
მხევალი ნინო   თამარი_ცქნაფო მარ...   Dec 27 2007, 07:23 PM
მხევალი ნინო   შოთაძე სიყვარული...   Dec 27 2007, 07:27 PM
afxazi   თამარი_ცქნაფო მხევ...   Dec 27 2007, 07:28 PM
მხევალი ნინო   afxazi ანუ ადამიანის ...   Dec 27 2007, 07:30 PM
თამარი_ცქნაფო   afxazi ანუ ადამიანის ფ...   Dec 27 2007, 07:31 PM
afxazi   მხევალი ნინო თუნდ...   Dec 27 2007, 07:45 PM
ქეთი.   ხაზი გადამისვი ხო? ...   Dec 27 2007, 08:51 PM
afxazi   ქეთი. შენ წარმოიდგ...   Dec 27 2007, 08:53 PM
გიორგი   ქეთი. დიდი მადლობა ...   Dec 27 2007, 10:33 PM
k@the   რაც შეეხება თემას, ...   Dec 27 2007, 11:28 PM
ნათია   საწინააღმდეგო სქე...   Dec 28 2007, 05:57 PM
ნათია   ვფიქრობ, საინტერეს...   Dec 28 2007, 06:52 PM
afxazi   რას ფიქრობთ იოანე ...   Dec 30 2007, 02:34 PM
ართი ვარდი   ამ თემას ბოლომდე ა...   Dec 30 2007, 02:56 PM
m16   რატომ მერე,არ შეიძ...   Dec 30 2007, 03:23 PM
ართი ვარდი   m16 ხო. ეგ იდეალური მდ...   Dec 30 2007, 03:31 PM
მაეასი   ძალიან მიყვარს ანტ...   Dec 30 2007, 03:46 PM
ქეთი.   ოჰ აქღა მაკლდა ამი...   Dec 30 2007, 07:48 PM
neo   საინტერესო შეხედუ...   Jan 2 2008, 06:36 PM
marine   "ენძარაპიდისის 20 ...   Jun 17 2023, 06:05 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 07:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი