წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamara |
Dec 29 2007, 02:24 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
საქართველო უძველესი მიწათმოქმედების ქვეყანაა და ამის გამოა აქ, როგორც ჩანს, შვიდიოდე ათასი წლის წინათ მეურნეობის ეს დარგი შეჭრილი კულტის სფეროში. ადრეა ქცეული საკულტო საგნად ხარის გამოსახულებაც, ე. ი. ძველი ჩანს საფუძველი ქართული ტრადიციისა, რომლის თანახმად ხარი მიწათმოქმედების ფუძემდებლად მიიჩნეოდა. მისი სახატო დანიშნულების გამოსახულებანი ადრე თიხისაგან უკეთებიათ (ახალციხის “ამირანის გორა”)[38], გვიან კი – ბრინჯაოსაგან[39]; ანტიკური ხანის საქართველოში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა ხარი – სიმბოლო ძველ მიწათმოქმედთა ქვეყნისა – უძველეს ქართულ ფულებზე, ე. წ. კოლხურ თეთრზე, ძვ. წ. VI-II[40]. კიდევ უფრო გვიან, საკულტო ხარი ზღუდრის გვიანანტიკურ (ახ. წ. II-III სს.) სამარხში იჩენს თავს[41]. ქართულ ტომთა სამეურნეო ყოფაშიაც ამ მხრივ საყურადღებო მასალებია შემონახული: ასე მაგალითად, ბოჭოლას თუ ბოჩოლას გამოსახულების მქონე სახატო პური უცხვიათ ხევსურებს[42]; ღვთისადმი შეწირული ხარის თავის ქალა ისტორიული შიდა ქართლის მცხოვრებთ ავი თვალისაგან საუკეთესო ჯეჯილისა დასაცავად შუა პურის ყანაში დაუდგამთ[43].
ვარაუდობენ, რომ სამეგრელოში ძველად გავრცელებული ხალხურ-სპორტული სანახაობა – კურული – ბუღებთან შეჯიბრება, უნდა ასახავდეს ხარის მოთვინიერებას, მის გახედნას, იმ ბრძოლის მსგავსად, რომელსაც შუმერების გმირები გილგამეში და ენქიდუ გარეულ ხართან აწარმოებდნენ[44]. კურული თითქოს ასახავს ხარის მოშინაურების წინა საფეხურზე მიწათმოქმედი მამაკაცის ბრძოლას მიწის დასამუშავებლად ასე აუცილებელი მუშაძალისათვის. ყველაფერი ეს საფუძველს უნდა ქმნიდეს გამოითქვას ვარაუდი იმის შესახებ, რომ ხარის კულტის წარმოშობის თავდაპირველი კერა კავკასიაში, წინა და მცირე აზიაში, ე. ი. უძველესი მიწათმოქმედების არეში იგულისხმება. ახლა ჩვენთვის საინტერესო საკითხისათვის იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ასეთად უნდა მივიჩნიოთ ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის კერათა რქისებური მოყვანილობა ან მათი მსგავსი სამკაულები აღმოჩენილი ცხინვალის ნაცარგორაზე[45], მესხეთში (ხიზაბავრა?)[46], ურბნისთან “ტვლეპია ქოხზე”[47] და ა. შ. დაბლაგომში 1937 წელს აღმოჩენილი საკულტო გამოსახულებები – თიხის პატარა სამფეხა ფიგურები, რომლებსაც ასტრალური სახის ნაჭდევები აქვთ; რაჭაში აღმოჩენილი ბრინჯაოს სამფეხა საკიდები, რომელთა კარგად გაშლილი რქები ხარის საკმაოდ ექსპანსიურ სახეებსა ქმნიან და სხვ.[48], განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ამ თვალსაზრისით ქართული ანბანის 34-ე ასო “ხარის” მოყვანილობა. იმის გარდა, რომ ასოს სახელი ხარს აღნიშნავს, მისი მოყვანილობაც ხარის რქებს გამოსახავს და მთვარის სიმბოლოდაც შეიძლება მივიჩნიოთ[49]. მითითებული მასალის გაცნობა გვარწმუნებს იმაში, რომ მიწათმოქმედების კულტის საგნები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ახალი მთვარის გამოხატულებას, ე. ი. შინაარსითაც და გარეგნულადაც კანონზომიერი ჩანს უძველესი ქართული მიწათმოქმედების კულტის გადაზრდა მამა-ღმერთის, მთვარის შემდეგ კი – წმინდა გიორგის კულტში. ამის მიხედვით ხარის ე. წ. საწესო გამოსახულებანი მთვარის ღვთაების სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ; ე.ი. შეიძლება ვთქვათ, რომ ანტიკურ საქართველოში ასე გავრცელებულ და გაბატონებულ მთვარის ღვთაებას (არმა-არმაზი, შემდეგ წმინდა გიორგი) შვიდიოდე ათასი წლის ტრადიცია მაინც ჰქონდა. http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%201+/15/1.htm |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 08:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი