![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
მე მქონია შემთხვევები, როცა წრფელი გულით მინანია, ანუ მხოლოდ აღსარების პროცესით არ დამთავრებულა, იმდენად მტკივნეულად დაჟე, რომ ბოლოს თავს ვაიძულებდი როგორმე დამევიწყებინა, თორემ შეუძლებელი ხდებოდა ჩვეულებრივი ყოფა (ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში ნიშნავს ბავშვებზე მიხედვა, მათზე ზრუნვა და ა.შ.). ხშირად კი ისეც ვყოფილვარ, რუსებს რომ აქვთ გამოთქმა: იზბავლენიე , ნო ნე პაკაიანიე - ანუ აღარ გამიმეორებია, მოვცილვებულვარ იმ ცოდვას , მაგრამ ვერ შემიძლია მისი წრფელი მონანიება, რაღაცით ხაფრანის განსაზღვრებას გავს ეს: მხოლოდ იმიტომ მოვცილებულვარ, რომ ვიცოდი ცუდია, სხვა არაფერი... ეს ძირითადად "თვალი თვალის წილ" პრინციპით როცა ვსარგებლობდი, იყო მომენტები, რომ სხვა გზას ვერ ვხედავდი, თუმცა ეს სხვა გზა არსებობს, და ყველამ ვიცით რა.
![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 04:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი