ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
kato_Bato |
Nov 29 2006, 04:02 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. გადაცემები "ყველაზე ჭკვიანი" და "ეტალონი" იმედს სახავენ გულში რომ ახალ თაობაშიც არიან და იზრდებიან წიგნზე, სწავლაზე შეყვარებულები.. მართალი ხართ... როცა მოზარდი ნახავს, რომ მისი უვიცობა სატრაბახო კი არ სასაცილოა(თანაც მე არ მეცინება, დაცინვის თვალსაზრისით, ღმერთმა დამიფაროს!!!) შეეცდება ისწავლოს. და თავზე თუ დავადგებით და ღვთის რისხვას და ბუნების შეცდომას დავუძახებთ, არა მგონია ამან ის შედეგი მოგვცეს, რაც ჩაფიქრებულია(განათლება და ჭეშმარიტების გზაზე დაყენება).. მეც ვიყავი მოზარდი, და მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ მახსოვს რას ნიშნავს ეს... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი