ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიცინოთ?, როგორ აბარებენ გამოცდებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში... |
kato_Bato |
Nov 26 2006, 11:04 PM
პოსტი
#1
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით... თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები.. მაშ ასე: (სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ) შეკითხვა: _ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს? პასუხი: _ეჟვანს... დავითიანი: "სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"... _ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში? _კაცს თავისი შვილი ყელზე აბია... _რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა? _იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო... "_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..." _დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა? _რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ... _რა ახსენდება ყივჩაღს? _ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში... _რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი? _იმიტომ რომ იგი მამალი იყო _პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის... _"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში... _გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია... _გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა. _ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია... _მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი? _ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს... ჯერჯერობით ეს იყოს) დანარჩენი მერე) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
T.L. |
Nov 29 2006, 04:18 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
არც დიდები აკლებენ
გაზეთ ჯორჯიან თაიმსში დაიბეჭდა ამერიკაში მცხოვრები ერთი ქართველის მიერ შეგროვებული ქართველი პოლიტიკოსების ფრაზა-მარგალიტები. =============================================== გიორგი ბარამიძე: ბუკვალურად მინდა ავღნიშნო ვანო მერაბიშვილი: სოლიდარული რაოდენობა ვანო მერაბიშვილი: მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი თანაპარტიელია,თანამოაზრე თუ თანამეგობარი,თუ დააშავა მაინც დავიჭერთ. ვანო მერაბიშვილი: ამ სისტემაში მოკიდებული აქვს ადგილი კორუფციას ვანო მერაბიშვილი: ყველაზე მეტი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დააკავა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვანო მერაბიშვილი: მიმდინარეობს თანამშრომლობა დაკავებული თანამშრომლის მხრიდან მიშა სააკაშვილი: მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვებ ბალზე ვიყავი ელენე თევდორაძე:აღშფრთოვანებული ვარ მიშა სააკაშვილი: ჩვენ ბათუმში გავხსნით 1000 რესტორანს გიორგი არველაძე: ამ სამ კვირაში(ოსიაურის ბანაკში) ჩვენ(რეზერვისტებმა) მივიღეთ ფუნდამენტური ტაქტიკური განათლება მიშა სააკაშვილი: ყველამ იცოდეს,რომ ოქრუაშვილი ერთი ღამით თითოეულ სამხედრო ბანაკში იქნება მოულოდნელი სტუმარი( 5 ლარად წავა) მიშა სააკაშვილი: ის,რომ რუსეთის გენ. პროკურორის მოადგილე ჩადის აფხაზეთში და კარგი კანონიერი ქურდივით არჩევს საქმეებს,ეს არაა პატივისცემა მიშა სააკაშვილი: მი მალენკაია სტრანა,ნე ნადო ნამ ატკუსივატ მიშა სააკაშვილი: ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი ვანო მერაბიშვილი: ადგილზე მოკვლევას ატარებდნენ ჩვენი ექსპერტები,კერძოდ ძაღლები ვანო მერაბიშვილი: აი,ჩვენ გვსაყვედურობენ-პროფესიონალიზმი!პროფესიონალიზმი!რა შუაშია პროფესიონალიზმი? მთავარია ეფექტურობა! ნინო ბურჯანაძე: ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო,რომ ღრმად ვარ დარწმუნებული (მაღალფარდოვანი ლაპარაკის დედა) მიშა სააკაშვილი: ქართული ფეხბურთის გარშემო შეინიშნება მაფიოზური ფუსფუსი. სალომე ზურაბიშვილი: მე წასვლამდე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან,საკმაოდ გრძლად შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებოდით 200 წელი მიშა სააკაშვილი: მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს გიორგი ბარამიძე: მე მეტს აღარ გავგრძელდები მიშა სააკაშვილი აეროპორტის მშენებლობის საზეიმო გახსნაზე: მომავალ წელს ჩვენ ყველანი გავფრინდებით აქედან (პაუზა,ღიმილი) და დავბრუნდებით აქ ვანო მერაბიშვილი: დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან,რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება მიშა სააკაშვილი: წელს ჩვენთან შემოვიდა უფრო მეტი საპატრულო მანქანა! ჩვენ გავეცით ბინები მრავალ ხალხზე! (ეკითხება ვანო მერაბიშვილს): რამდენი მანქანა დაგვემატა წელს? მერაბიშვილი:-ოთხი.მიშა სააკაშვილი: და რამდენი ბინა გავეცით? ვანო მერაბიშვილი: ორი ვანო მერაბიშვილი: ჩვენს პოლიციელებს ბრძანების მიცემა არ სჭირდებათ.ისინი ისედაც ყველანაირ ბრძანებას ასრულებენ ვანო მერაბიშვილის პრეს-კონფერენცია ნარკოტიკების დიდი პარტიის დაკავების თაობაზე.ნარკოტიკების დემონსტრირების წინ თქვა: მე მოვახდენ გამოყენებით დემონსტრირებას თქვენს წინაშე მიშა ქარელი: განბაჟუიტე და უეჟაიტე...( ამაზე რამის ცუდად გავხდი) ზესტაფონელი პატრული: დავაკავეთ წითელი ფერის ჟიგული,გავუღეთ საბარგული და აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი.მძღოლმა აღარ დაიფიცა და აღიარა დანაშაული კობა ბექაური: აუცილებლად გავცემ პასუხს ჩემს მიერ დასმულ ყველა კითხვას ნინო ბურჯანაძე: იმ ყვავილებიდან,რომელიც ყვავის,მიყვარს ია და ვარდი (ერთი რომელი ყვავილი არ ყვავის გამაგებინეთ) პატრული: დაკავებულ იქნა ვოლვო და მასთან ერთად შეიარაღებული პირები სალომე ზურაბიშვილი: "გვამის" შეხვედრა იყო აქა (გვამი ანუ სუამი) პრეზიდენტი სააკაშვილი პატრულის დაბადების დღეზე: პატრული ერთადერთი გადაცემა იყო გასულ წელს,სადაც კარგ ამბებს ამბობდნენ...(პაუზა) ცუდი ამბების შესახებ მიშა სააკაშვილი: ჩვენი პირობა ის არის,რომ დენს მიგაერთებთ და დენი გექნებათ რეპლიკა დარბაზიდან თევდორაძის გასაგონად: აქ ზოგიერთები ბევრს რომ ლაპარაკობენ,ჯერ საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევა ჩაიტარონ!... აღშფოთებული ელენე თევდორაძე: იცით რას გეტყვით? ჩვენ აქ,პარლამენტში,ყველანი გამოკვლევებულები ვართ. ციტატა მიშა სააკაშვილი: მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს ამაზე გადავბჟირდი -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი