![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
არ ვიცი მსგავსი თემა არსებობს თუ არა, მაგრამ ის რასაც ქვემოთ გთავაზობთ ვფიქრობ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ.
ავტორი ბატონი ედიშერ ჭელიძეა ტერმინი "გზა სამეუფო" მომდინარეობს ძველი აღთქმიდან (რიცხვტა 20,17: "გზაი სამეუფოი განვლოთ"). გამოთქმა "გზა სამეუფო" უძველესი დროიდანვე დამკვიდრდა ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების აღმნიშვნელად, რაც პირდაპირაა უწყებული ერთ-ერტი წმინდანის მიერ: "მამებმა დაგვიტოვეს ჩვენ გზა სამეუფო" (იხ. წმ. მამათა გამონათქვამები, ამბა პიმენი, 'პატროლოგია გრეკა" ტ.65, 329). ამ გზას დასაბამიდანვე შეერთვოდა საქართველოს ეკლესია. სამეუფო გზაზე სვლა, ეკლესიური სწავლებით, უარყოფს ყოველგვარ ზოგად უკიდურესობას, განსაკუთრებით კი დაპირისპირებას ცოდნასა და რწმენას შორის. მარტოოდენ ცოდნა, რწმენის გარეშე, ამპარტავნულია და უნაყოფო, მაშინ როცა, მეორე მხრივ, ცოდნისაგან დაცლილი რწმენით თვითმიზნური თავმოწონება ხშირად ქცეულა ფანატიკური სიბრმავის სათავედ, ხოლო "ფანატიზმი" (ლათინური სიტყვა) ბერძენ მამათა მიერ ავადმყოფურ სიგიჟედ ანუ "ეპილეფსიად" იწოდება (საპირისპიროდ "საღი გონებისა" ანუ "მრთელი ცნობიერებისა"). თვით საღვთო წერილიც კი, თუკი მას ცოდნისმიერად, "მეცნიერებით" არ ვჭვრეტთ და მარტოოდენ მატერიალურ ნაწერს, სიტყვათა ნივთიერ მნიშვნელობას ანუ მხოლოდ მის ტექსტობრივ ბუკვალურობას ვაქცევთ რწმენის საგნად, ფანატიზმის, სიშლეგის წყაროდ იქცევა. სავსებით გარკვევით გვასწავლის წმ. მაქსიმე აღმსარებელი: "ფანატიკურია" (ბერძ. "ეპილეპტოს", ლათ. "ფანატიკო") რჯული, მიწიერად გაგებული... და კიდევ, საღი გონებისაა (ბერძ. "სოფრონ") რჯული სულიერად გაგებული" (პგ. ტ. 90, 772). აღნიშნული ციტატის ძველი ქარტული (გელათური) თარგმანი ასეთია: "სულელ არს შჯული მიწიერად მოღებული... და კუალად მრთელცნება არს შჯული, სულიერად გულისხუმაქმნილი" (ხელნ. გელ. 14, 298-299). თუ რა არის რჯულის მიწიერად გაგება, ამის შესახებ წმ. მაქსიმე იქვე განმარტავს: "მიწიერი რჯული - მარტოოდენ ნაწერის მიხედვით გაგებული" (ძველი ქარტული ტარგმანი: "მიწიერი შჯული - მხოლოისა წერილისაებრ გულისხმუმაქმნილი") სულიერი წვდომა კი, ეკლესიური სწავლებით, არის "გონების მცოდნეობითად (ბერძ. გნოსტიკოს) ამაღლება. (წმ. მაქსიმე: "მეცნიერებით აღმყვანებელი გონებისა", გელ. 14,7) წმ. მამები კეთილსწავლულებას წიგნიერებას სასოების, იმედის თვისებად დაგვისახავენ. წმ. მაქსიმე ამბობს : "თვის სასოებისა არს მწიგნობრობაი (ბერძ. "გრამმატეონ"), ესე იგი არს, მასწავლელობაი. რწმენითად ნასაზრდოები ცოდნა "მრთელმეცნიერების" ანუ საღი გონების საღი მჭვრეტელობის საფუძველია, განმაშორებელია ცოდნისმიერი ამპარტავნებისა და უმეცრებითი ფანატიზმისა. ამიტომ ევედრება წმ. მაქსიმე უფალს, რომ ფანატიზებული გონება მოუსპოს მას, ამიტომ მოგვიწოდებს ყველას: "ვევედრნეთ უკუე ჩუენცა გონიერსა დავითს ("გონიერი დავითი" სიმბოლურად არის მაცხოვარი იესო ქრისტე), რაითა დასცეს ქნარსა სულიერსა ხედვისა და მეცნიერებისასა ნივტიერთა მიერ სულელქმნილსა ზედა გონებასა ჩუენსა და განხადოს ბოროტი სული". ცოდნისა და რწმენის უკიდურესი გამიჯვნა, ერთი მხრივ, სრულიად უნაყოფო ამპარტავნებას იწვევს, მეორე მხრივ კი - თავდაჯერებულ, გაკერპებულ ლიტონ რწმენას. პირველი უკიდურესობის სახე იყვნენ გნოსტიკოსები, რომლებიც თანდაყოლილ მცოდნეობას იჩემებდნენ და არაფრად რაცხდნენ ეკლესიურ მორწმუნეობას, ხოლო მეორე უკიდურესობის შემზარავ გამოვლინებად შეიძლებოდა მოგვეტანა საეკლესიო ისტორიაში ცნობილი ფაქტი, როდესაც ალექსანდრიის მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა 415 წელს ასო-ასო დაგლიჯა ფილოსოფოსი ქალი ჰიპათია (იხ. სოკრატე სქოლასტიკოსი, საეკლესიო ისტორია, წიგნი VII, თავი XV, პგ. 67, 768-769). ეკლესიური სწავლებით, ჭეშმარიტია რწმენა, რომელსაც ახასიათებს ზრდა და რომელიც ესწრაფვვის ცოდნად ქცევას, ხოლო ჭეშმარიტია ცოდნა, რომელიც დაშენებულია ამგვარ რმწნაზე და სრულყოფს მას. ტავისი არსებით, ჭეშმარიტი ცოდნა არის არა რწმენისაგან განსხვავებული რამ, არამედ იმავე რწმენის მცოდნებითი სახე, მისი ზრდის მწვერვალი, ანუ იგივე რწმენა, ოღონდ სრულყოფილი. პავლე მოციქული ასე ხმობს: "სარწმუნოებიდან სარწმუნოებისაკენ". ამ სიტყვების შესახებ ნეტარი კლიმენტი ალექსანდრიელი (II-III ს) აღნიშნავს: "ჩანს რომ მოციქული ორგვარ რწმენას აცხადებს, უფრო კი აცხადებს ერთს, რომელიც მიმღებია ზრდისა და სრულყოფისა" (კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატა, პგ. IX, 12). იგივე მოძღვარი გვასწავლის: "ვიცით, რომ საუკეთესოა ის ძიება, რასაც თან ახლავს რწმენა და რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას" (იქვე, 13). სამეუფო გზაზე რწმენა და ცოდნა მთლიანად მსჭვალავს ურთიერთს, რაც უმეტესი სიზუსტით გაცხადდა შემდეგ სიტყვებში: "ამგვარად, რწმენითია ცოდნა და მცოდნეობითია რწმენა" (სტრომატა, II,2). ესაა ცოდნა, რომელზეც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: "ცოდნა სიყვარულია"". გზა სამეუფო უარყოფს შეუვალ დაპირისპირებას ფილოსოფიასა და თეოლოგიას შორის. ფილოსოფიის არაჯეროვნად შეფასება - გაკერპება, წმ. მამათა მიხედვით, დიდი ცდომილებაა რის ნიმუშადაც შეიძლებოდა დაგვესახელებინა ორიგენე და ევნომიუსი. მეორე მხრივ, ფანატიზმის საფუძველი შეიძლება გახდეს ფილოსოფიის, ზოგადად, გარეეკლესიური აზროვნების აბსოლიტურად იგნორირება და მისდამი ზიზღი, რამაც ცდომაში ჩააგდო თუნდაც ტატიანე სირიელი და ტერტულიანე. ეკლესია არასოდეს უარყოფდა ანტიკურ ფილოსოფიურ სწავლებაში, ანტიკურ კულტურაში, გარეშე სწავლებაში ჭეშმარიტების მარცვალთა არსებობას. მეტიც, იგი მართლმჭვრეტელ მოძღვრებს იმ ვალდებულებასაც განუკუთვნებდა, რომ დაუკარგავად და უკეთურ თესლთან შეურევლად მოეძიათ არაქრისტიანთა წიაღიდან ყოველი სასიკეთო მარცვალი და ეკლესიისათვის დაეუნჯებინათ ისინი. ამგვარ კეთილ სიტყვათა, კეთილ მარცვალათა ერთობლიობას "რჩეული ფილოსოფიის" სახელს და ღირსებას განუკუთვნებენ ეკლესიის მოძღვარნი და "ელინთათვის ბოძებულ საღვთო ძღვენად" რაცხდნენ მას (სტრომატა, I, 20, 1). ნეტარი კლიმენტი განმარტავს: "ჩვენ ფილოსოფიად ვამბობთ არა სტოიკურ მოძღვრებას, ანდა პლატონურს, ეპიკურულს თუ არისტოტელურს, არამედ ვამბობთ რჩეულ ფილოსოფიას, ანუ ერთობლივად ყველაფერ იმას, რაც კი აღნიშნულ სკოლებიდან თითოეულმა კეთილად თქვა და რაც სამართლიანობისა და კეთილმსახურებითი მეცნიერების შესახებ ასწავლეს მათ. მაგრამ რაც კი ადამიანური აზრებიდან ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, არასოდეს გვითვამს ღვთიურად" (სტრომატა, პგ. VIII, 732). სწორედ ამგვარ საფუძველზე აშენდა შუა საუკუნეების უდიდესი საღვთისმეტყველო სკოლა, არსენ იყალთოელისა და დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის "აკადემია", რომელიც, ერთი მხრივ, დასაძირკვლდა, როგორც სულიერი იერუსალიმი, ანუ როგორც უფლისაგან და მოციქულტაგან გადმოცემული მაცხოვნებელი სარწმუნოების წიაღი (რომელიც აწ წინამდებარე არს ყოვლისა არმოსავლისა მეორედ იერუსალიმად); გზა სამეუფო გულისხმობს ამავე დროს, საზოგადოდ, სულისა და ხორცის ჰარმონიულ ტანამყოფობას, წმ. ბასილი დიდი გვაუწყებს: "...შეჰფერის მოღვაწეს, რომ ჭეშმარიტად შუა და სამეუფო გზაზე წარემართოს, არასოდეს არც ერთ მხარეს არ გადადრკეს, არც მოდუნდეს, არც გადამეტებული მარხვით უხმარქმნას სხეული. თუკი უკეთესი იყო სხეულის უგულებელყოფა და ცოცხლის მკვდრად ქცევა, ტავიდანვე უთუოდ ამგვარებს შეგვქმნიდა ღმერთი". ეს აზრი შესანიშნავადაა გამოთქმული აგრეთვე წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ: "სამეუფო შარაგზის არცერტ მხარეს არ უნდა გადავუხვიოთ, რადგანაც კიდეებისაკენ მიდრეკა გზიდან აცდენს მოგზაურს... დოგმატია (ბიბლიის) სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს, რომ სათნოებანი იპოვება შუა მდგომარეობაში". ასევე ნეტარი კლიმენტი ალექსანდრიელი გვასწავლის: "კარგია შუა მდგომარეობა ყველაფერში... რადგანაც უკიდურესობანი შემაცდენელია". ზემოთქმულიდან ცხადია, რომ სამეუფო გზა ბუნებიტად უარყოფს ყოველგვარ უკიდურესობას, როგორც გაუკუღმართება, ხოლო გაუკუღმართება, თავის მხრივ, ერეტიკული სწავლების, ზოგადად, ერეტიკული განწყობის საფუძველია. შესაბამისად, სამეუფო გზის თვალსაწიერიდან ერესის წინაპირობად წარმოჩნდება არა მარტოდენ ცოდნისმიერი ამპარტავნება, არამედ, აგრეთვე, რწმენისმიერი ფანატიზმი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვფიქრობ, აფხაზ, შენ მიერ ყველა მსგავსი საინტერესო თემა უნდა შეიკრიბოს, მაგალითად იქ სადაც "საეკლესიო ლიტერატურა, ანალიზი და მიმოხილვაა", მე იქ შევკრებ ყველა მსგავს სტატიებს, თორემ იკარგება მერე...
იხარე და კარგია ციტატა "მიწიერი რჯული - მარტოოდენ ნაწერის მიხედვით გაგებული" (ძველი ქარტული ტარგმანი: "მიწიერი შჯული - მხოლოისა წერილისაებრ გულისხმუმაქმნილი") სულიერი წვდომა კი, ეკლესიური სწავლებით, არის "გონების მცოდნეობითად (ბერძ. გნოსტიკოს) ამაღლება. (წმ. მაქსიმე: "მეცნიერებით აღმყვანებელი გონებისა", გელ. 14,7) კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი