![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, " წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ? თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
ციტატა რომ ციტატები იყოს მხოლოდ ლამის გაუაზრებლად მხოლოდ წიტატების მოყვანით არ შემოვიფარგლოთ ![]() ციტატა მაგ წერილში, საიდანაც ეგ ციტატა მოიყვანე, მარტო ეგ პრობლემა იყო დასმული და პასუხი არ იყო გაცემული კითხვაზე: თუ ეს არა, მაშინ რა არის სინანული და როგორ მოვიხვეჭოთ მე სტატიის ( შემოკლებულ ) ვარიანტს გავეცანი , შესაძლოა სრული ვერსიაში უფრო მეტს საუბრობს დეკანოზი სმირნოვი სინანულის მოხვეჭის გზებზე . ზემოთ აღნიშნულ სტატიაში კი დეკანოზი საუბრობს ადამიანის და უფლის გაუცხოებაზე , იმაზე რო თანამდეროვე ადამიანმა დაკარგა უნარი შეიცნოს ცოდვა და დაინახოს თუ სად იწყება უფალთან კავშირი და რა გვაშორებს უფალს ! "თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში ცოდვა და მისი შედეგი აღრეულია, რაც პრობლემის ღრმად გააზრებას აძნელებს. " არ ვიცი სტატია რომელ წლებშია დაწერილი თუმცა ეს ფრაზა "ბოლშევიკურ მონობას არა მარტო ტაძრების ნგრევა და სასულიერო პირთა ფიზიკური განადგურება მოჰყვა, არამედ საუკუნის წინ ადამიანისათვის სრულიად გასაგები მრავალი ცნების მივიწყებაც. " ცხადყოფს რო ის ბოლშევიკური მონობისგან ახლადგანთავისუფლებულ მრევლზე საუბრობს რომლიც ეკლესიაში მიუსვლელად იმყოფება ილუზიაში რო მას სწამთ ღმერთის ! ![]() ამიტომ მე მგონი ლოგიკურია რო სტატიაში არ ხდება ღრმა და ზედმიწევნითი გააზრება იმის თუ რა არის სინანული და როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ის ! ? თუმცაღა პრობლემაა ზუსტად არის დასმული და სწორედ ამ სიზუსტემ მიბიძგა გამეხსნაა თემა -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 05:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი