სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული, როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანი |
afxazi |
Dec 25 2007, 02:56 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
თავიდანვე განვსაზღვრავ რომ ეს თემა არ არის ანალოგი სასაუბროში გახსნილი თემისა.
აქ მინდა ვისაუბროთ სიყვარულზე როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვების საგანზე, როგორ ვლინდება, რა თვისებები ახასიათებს მას და ა.შ. განსჯისათვის გაბრიელ ეპისკოპოსის ნააზრევს გთავაზობთ "ცდისეული ფსიქოლოოგიის საფუძვლებიდან" "როდესაც ვფიქრობთ იმ სიამოვნებაზე, რომელსაც გვანიჭებს ან გვანიჭებდა რაღაც საგანი, ჩვენ ვგრძნობთ მისდამი სიყვარულს ანუ მისწრაფებას. მაგ., თუ ვინმე ამბობს, რომ ყურძენი მიყვარსო, ის ამით გამოთქვამს იმას, რომ ყურძნის ჭამა მას სიამოვნებას ანიჭებს. სიყვარულს აგრეთვე განსაზღვრავენ როგორც სულის მისწრაფებას იმისკენ, რომ დაეუფლოს საყვარელ საგანს და ეს აზრი უმეტესად სწორია. მაგრამ არის შემთხვევები, როცა სიყვარული სიამოვნების უბრალო შეგრძნებაა რაიმე საგნის წარმოდგენისას ამ საგნის დაუფლების სურვილისა და ამგვარი დაუფლებისაკენ მისწრაფების გარეშე. მაგალითად, მე მიყვარს ლამაზი ადგილი: ეს არ ნიშნავს, რომ მე მსურს ვფლობდე ამ ადგილს, არამედ ნიშნავს იმას, რომ მისი მზერა სიამოვნებას მანიჭებს. იგივე ითქმის ყოველგვარ ნათესაურ სიყვარულზე როგორიცაა სიყვარული შვილების, მშობლების, მეგობრების და სხვა პირთა მიმართ. აქ სიყვარული არის შეგრძნება სიამოვნებისა, რომელსაც იწვევს ჩვენში საყვარელი საგნის თავად ყოფნა და თავად ბედნიერება. ზოგჯერ ადამიანი გრძნობს სიყვარულს უმნიშვნელო საგნების მიმართაც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემტხვევაში, როცა ისინი მასში რარაც სასიამოვნო მოგონებას აღძრავენ. სიყვარული, როგორც ყველა ვნების წყარო, შეიცავს ტავის თავში არსებით ელემენტს, რომელიც მას აქცევს ვნებად, კერძოდ - სიყვარულის საგანის ფლობის სურვილს ან მისწრაფებას ამგვარი ფლობისკენ. უკანასკნელ შემთხვევაში სიყვარული ვლინდება, როგორც შემდეგი კერძო ვნებები: ჯერ ერთი, როგორც სხეულის ვნებები: ა) ღორმუცელობა და ლოთობა, ბ) სანახაობათმოყვარეობა. სხეულის ეწოდებათ ამ ვნებებს იმიტომ, რომ მათი წყაროა წმინდა სხეულებრივი შთაბეჭდილებები. გარდა ამისა, სიყვარული ვლინდება როგორც გონითი, ე.ი. როგორც სულიერი წარმოდგენებისაგან წარმოშობილი ვნებები: ა)ანგარება, ბ) პატივმოყვარეობა, გ) ლტოლვა მეცნიერული საქმიანობისაკენ და სხვა. იმედი მაქვს რომ მიმიხვდით სათქმელს და გამოვთქვავ სურვილს რომ განვავრცობთ ამ თემას. ნებისმიერი ხატოვანი გამონათქვამი სიყვარულზე წაიშლება. ვისაუბროთ მხოლოდ ფსიქოლოგიურ დაკვირვების კუთხით სულის ამ თვისებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
S a l l y |
Dec 30 2007, 03:46 PM
პოსტი
#2
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
ძალიან მიყვარს ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტის ნაშრომი ''სიყვარულის საიდუმლი''
ჩემი აზრით ,ძალიან კარგად აქვს ახსნილი სიყვარულის არსი... ნაწყვეტს დავდბს,მთლიანად კი შეგიძლიათ აქ იხილოთ http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli.../qortsineba.htm ''სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არ არის მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობა. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მთელ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ: „ვხედავ“, ეს ნიშნავს არა იმას, რომ „ვწვდები გონებით“ ან „ვხედავ თვალებით“, არამედ - „ვწვდები მთელი ჩემი არსებით“. იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, არა თუ ამოძახილით: „ღმერთო ჩემო!, რა მშვენიერია!..“ ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება. როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს. როგორც ხშირად ხდება, შეყვარებულს ეუბნებიან: „ნეტა რა ნახე, რამ მოგხიბლა მასში?“ და იგი სრულიად გაუაზრებლად პასუხობს: „ნუთუ ვერ ხედავ, რა მშვენიერია იგი?..“ და აღმოჩნდება: დიახ, ასეა, ეს ადამიანი მშვენიერია, რადგან შეყვარებული მასში ხედავს მხოლოდ სილამაზეს, ხოლო ვისაც იგი არ უყვარს ან გულგრილია მის მიმართ, ან სძულს იგი, მასში მხოლოდ ნაკლოვან მხარეებს ხედავს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დაგვავიწყდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ის, რომ სიყვარული ბოლომდე რეალისტურია, რომ იგი მთლიანად მოიცავს ადამიანს და რომ იგი ხედავს მას, იგი თვალხილულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ განსაჯოს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანი გაემიჯნოს მას, იგი ტირის მისი სიმახინჯის გამო და მზადაა სიცოცხლეც კი გაწიროს იმისათვის, რომ ყველაფერი ავადმყოფური, უზნეური გამოსწორდეს და განიკურნოს. ეს არის ის, რასაც ჰქვია ადამიანისადმი უბიწო დამოკიდებულება, ეს არის სიყვარულის ნამდვილი დასაწყისი, პირველი სერიოზული ზმანებანი.'' -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი