![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
XI ს.ის მეორე ნახევრიდან ვიდრე XV ს.ის საუკუნის მეორე ნახევარამდე, დროის ამ არცთუისე დიდ პერიოდში ქრისტიანულმა ეკლესიამ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა, მოხდა პირველი დიდი განხეთქილება, და შემდეგ უკვე განხეთქილებაში მოხდა ისევ ახალი განხეთქილება, ეს მოვლენები, ასეთუისე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ თემის დანიშნულება არის ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, მოვძებნოთ და შევაგროვოთ ლიტერატურა ამ თემაზე, ობიექტურად ვნახოთ, მაინც რა ხდებოდა იმ შავბნელ საუკუნეებში, აღმოსავლეთს პოლიტიკური პრობლემა აქვს, აქ ბიზანტია ეცემა, იქ ქრისტიანობა ქუცმაცდება, რას ფიქრობენ თავად განხეთქილების ავტორები? ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყო ვიკლიფი, ჰუსი, სავონაროლა, ლუთერი, კალვინი? რა ბულები გამოსცა პაპურმა რომმა, მოკლედ საინტერესო საკითხია და თქვენს აქტიურ მონაწილეობას ველი
![]() იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა PRIMUS INTER PARES ( პირველი თანასწორთა შორის) ფორმულირება და არა PONTIFEX MAXIMUS-ის ( უპირველესი მღვდელმსახური) რომაული გაგებით გარდა ამ ზემო შეპირისპირებისა, მინდა გავუსვა ხაზი ასევე საერო და საეკლესიო ხელისუფლებათა დამოკიდებულებების თვისობრივ განსხვავებას აღმოსავლეთ და დასავლეთ ეკლესიათა შორის, როგორც განხეთქილებამდე, ისე განხეთქილების შემდეგაც. ესაა .ე.წ. "პაპისა და ცეზარის" ან ბერძნულად რომ ვთქვათ "პატრიარქისა და იმპერატორის ( მეფის) " ურთიერთდამოკიდებულება, თუკი აღმოსავლეთში იმპერატორი საეკლესიო ფიგურაცაა, იგი იწვევს და ხსნის თვით მსოფლიო კრებებს, იგი წყვეტს ბევრ საეკლესიო საკითხს და ხშირად არცთუისე დელიკატურად ერევა ეკლესიის შიგა ყოფაში, დასავლეთში თავად პაპია მეფე, თან უპირველესი მეფე, მთელი ევროპის მაშტაბებით მეფე ვერავინ გახდება თუ მისგან არ მიიღო კურთხევა, მოგვიანებით ამან ანტიპაპურ აჯანყებებამდის მიიყვანა ბევრი ქვეყანა, ანუ ერთის მხრივ აღმოსავლეთში დგება საშიშროება "ცეზაროპაპიზმისა" და დასავლეთში ყვაოდა "პაპოცეზარიზმი" , ესეც ერთერთი მახასიათებელი სხვაობა... მოგვიანებით გავაგრძელებ, იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი