ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები |
guest |
Dec 17 2007, 09:10 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
აქ დავწეროთ ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება, მათი უმთავრესი , მნიშვნელოვანი შრომებიც მიმოვიხილოთ, ასევე კურიოზები მათი ყოველდღიურობიდან, რაც უხვად ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
მე დავიწყებ. კოპენჰაგენის ერთ-ერთი უმაღლესი სკოლის ინსტრუქტორის მონათხობი : სტუდენტებს მიეცათ ასეთი ამოცანა ფიზიკაში: დაასაბუთეთ, როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით მაღალი შენობის სიმაღლის განსაზღვრა. ერთერთმა სტუდენტმა უპასუხა ასე: "უნდა აიტანო ბარომეტრი ამ შენობის სახურავზე,მოაბათ გრძელი თოკი და ჩამოუშვათ სახურავიდან მიწამდე. შემდეგ კი გაზომოთ ამ თოკის სიგრძე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს." პროფესორს არ მოეწონა პასუხი და აღშფოთდა.სტუდენტი კი არ დაეთანხმა პროფესორს იმაში,რომ პასუხი არასწორია და მოითხოვა ინსტრუქტორი, რომელიც შეამოწმებდა მისი პასუხის სისწორეს.ინსტრუქტორიც გამოიძახეს. არც ის იყო აღფთოვანებული,მაგრამ სტუდენტს შესთავაზა 5 წუთში მოეფიქრებინა პასუხის სხვა ვარიანტი, და ასეთი პასუხი მიიღო: "ავიტანოთ ბარომეტრი შენობის თავზე, გადავეყუდოთ სახურავის კიდეზე, მომარჯვებული გვქონდეს მთვლელი საათი, გავუშვათ ხელი ბარომერტს და როცა დაეცემა ძირს მიწაზე,გავაჩეროთ საათი.გამოვთვალოთ დრო,რაც დროც მოანდომა ბარომეტრმა დაცემამდე და მანძილის გამომთვლელი ფორმულით,რომელშიც დრო უკვე ვიცით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." აღშფოთებულმა გამოცდელებმა გადაწყვიტეს სტუდენტი გაეგდოთ გამოცდიდან,მაგრამ სტუდენტმა მიუგო, რომ მას გააჩნია კიდევ უამრავი ამონახსნი ამ ამოცანის და თუ ნებას დართავენ ერთს კიდევ გაანდობს. კონსტრუქტორი რაღაცით დაინტერესდა და ნება დართო. პასუხი იყო ასეთი: "ეს მეთოდი იმედია მოგეწონებათ: ავყვეთ შენობის კიბეებს მაღლა,გზადაგზა კი კედელზე ბარომეტრი ავზომოთ და მოვნიშნოთ, როცა სახურავზე ავალთ,მერე უკან დავბრუნდეთ და დავითვალოთ რამდენჯერ ავზომეთ ბარომეტრი,გადავამრავლოთ ბარომეტრის განზომილებაზე და მივიღებთ შენობის სიმაღლეს საკმაოდ ზუსტი მიახლოებით. თუმცა ძალიან საჩალიჩოა ეს მეთოდი, მაგრამ მუშა. თუ უფრო ინტერესს გამოიჩენთ სხვა მეთოდის მიმართ, კიდევ გეტყვით:გამოაბით ძაფს ბარომეტრი და როგორც ქანქარა აამოძრავეთ.გამოთვალეთ 'g' აჩქარება ქუჩის სიმაღლეზე და შემდეგ შენობის თავზე ,მათ შორის სხვაობის გამოყენებით კი შენობის სიმაღლის ათვლას რაღა უნდა. უკეთესსაც გეტყვით: უნდა აიღოთ ბარომეტრი ხელში, მიხვიდეთ ამ შენობის სახლმმართველთან ,დააკაკუნოთ კარზე, როცა გამოიხედავს , თავაზიანად მიუგეთ: ძვირფასო სახლმმართველო, თუ თქვენ მე ამ შენობის სიმაღლეს გამანდობთ, ეს მშვენიერი ბარომეტრი თქვენი საკუთრება გახდება!" ბოლოს კი სტუდენტმა შეამჩნია რა გამომცდელთა გაფართოებული თვალები, უთხრა: "კარგით,მაშინ იმ პასუხს გეტყვით, რომელსაც ელოდებით: ბარომეტრით გავზომოთ ატმოსფერული წნევა შენობის ძირში და მერე შენობის თავზე, სხვაობის მიღების შემდეგ კი ბარომეტრული სიმაღლის ფორმულით გამოვთვლით შენობის სიმაღლეს." როგორც დღეს ცნობილია, ეს სტუდენტი იყო ცნობილი ნილს ბორი, რომელიც სკოლის პერიოდიდან გამოირჩეოდა თავისებური არაორდინალური აზროვნებით, კრიტიკულად უყურებდა გავრცელებულ სწავლის სისტემას და არ მოსწაონდა როცა მასწავლებლები ცდილობდნენ ეკარნახათ მოსწავლისათვის, როგორ ეაზროვნა. პ.ს ნილს ბორი ნამყოფია თვილისში, მქონდა პატივი 5 წელი მომესმინა ლექციებისთვის უნივერსიტეტში ფიზიკის დიდ აუდიტორიაში,სადაც ნილს ბორმა და მისმა ვაჟმა ლექცია წაიკითხეს ადრე. შექმნა ატომის მოდელი ე.წ. ბორის ატომური მოდელი, რომელიც მაგალითად ხსნიდა წყალბადის ატომის ხაზოვანი სპექტრის სტრუქტურას (1913 წ), კვანტურ ფიზიკაში უამრავი შრომები აქვს. ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი, 1825 წ. სურათი გადაღებულია ავსტრიელი ფიზიკოსის პაულ ერენფესტის მიერ |
guest |
Dec 31 2007, 12:33 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ნიკოლა ტესლა (1856-1943), ფიზიკოსი, გამომგონებელი და ელეკტრო-ინჟინერი. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ელექტროტექნიკის განვითარებაში : ცვლადი ელექტროდენის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით.
სკოლის ფიზიკიდან შეგახსენებთ, რომ ფიზიკური სიდიდე, რომელიც ტესლას საპატივცემულოდ იწოდა ტესლა, წარმოადგენს მაგნიტური ნაკადის სიმვრივის ერთეულს. მაგნიტური ნაკადის სიმკვრივე კი თავისმხრივ არის : B=F / (I*L) , სადაც F არის ის ძალა, რომელიც მოქმედებს მაგნიტურ ველში მოთავსებული L სიგრძის გამტარზე, როდესაც ამ გამტარში გადის I სიდიდის დენი, დენის მიმართულება გამტარში კი მაგნიტური ველის წირების მიმართ მართობულია: 1T = 1N / (1m* 1A) ანუ 1ტესლა ტოლია 1 ნიუტონი შეფარდებული 1 მეტრისა და 1 ამპერის ნამრავლზე. ეს მხოლოდ გასახსენებლად. მოკლედ, ტესლას გამოგონებეზე და პატენტებზე თუ სურვილი გექნებათ მერე შევჩერდეთ, ახლა მინდა მხოლოდ ნ. ტესლას გარკვეულ თავისებურებეზე დავწერო, რაც საკმაოდ ცნობილი ფაქტია. ამბობენ, რომ მას მიკრობების პანიკური შიში ქონდა, დღეში უამრავჯერ იბანდა ხელებს და ხმარობდა დაახლოებით 18 სუფთა პირსახოცს. სადილობისას , თუ მაგიდაზე უცებ ბუზი დაჯდებოდა, აცვლევინებდა მაგიდის საფარს და ახალად უკვეთავდა მენიუს. ეს ფობია ნ. ტესლას ძალიან დიდი ენერგიის ხარჯად უჯდებოდა. ის ხშირად სეირნობდა პარკში მარტოდ და ყვებოდა ლექსებს, ამბობდა, რომ ლექსები მას ტექნიკურ იდეებს უჩენდა. რაც ყველაზე მეტად საოცარი იყო ამ დიდ ადამიანში ისაა, რომ მას გააჩნდა წინათგრძნობის რაღაც ამოუცნობი თვისება. ერთხელ, როცა მან საღამოს ვახშმის შემდეგ მისი მეგობრები გააცილა, მან ურჩია მათ, მომდევნო მატარებელს გაჰყოლოდნენ და არა იმას, რომელიც უკვე გადიოდა, ამით მან ისინი სიკვდილს გადაარჩინა, მატარებელი ავარიაში მოხდა და ბევრი მგზავრი დაშავდა და რამდენიმე დაიღუპა (თვითონ მას ერიდებოდა ამ წინათგრძნობის გამომჟღავნება, რომ არ დაეცინათ, მხოლოდ მეგობრებს აძლევდა რჩევებს). 1912 წელს ტესლამ დაარწმუნა ტავისი ახლობელი ჯონ მორგანი (გამომგონებელი, ბანკირი და ფინანსისტი), რომ არ ემგზავრა ტიტანიკით, მორგანმა დაუჯერა მეგობარს და აღარ ავიდა გემზე, ხოლო ტესლას მეორე სპონსორი ჯონ ასტორი გულგრილად შეხვდა ტესლას გაფრთხილებას , გაემგზავრა ტიტანიკით და დაიღუპა. ტესლას ასეთი ექსცენტრული ბუნება ასევე ბევრი ჭორის საბაბიც გახდა, რომ თითქოს მის ამ თვისებას სადაზვერვო ორგანოები იყენებდნენ. ასევე მისი სახელია ხსენებული ტუნგუსკის მეტეორიტთან დაკავშირებულ საიდუმლო გამოკვლებში, და ბევრი სამხედრო საიდუმლოებანი. პ.ს. მე ფილმი მაქვს ნანახი ტესლაზე, იქ ისეა, რომ თითქოს რაღაც ხილვები ქონდა მისი გარდაცვლილი დედისგან ანუ ხშირად ეცხადებოდა სიზმარში დედამისი და აფრთხილებდა თუ რამე საშიშროება იყო. ყოველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ უდიდესი გამომგონებელი და მოაზროვნე იყო, მეტად საინტერესო პიროვნებაც იყო ამავე დროს. განიცდიდა ედისონის მიერ მოწყობილ ინტრიგებს და ითმენდა მისგან დაცინვებს, რარაცით ტრაგიკული ადამიანი იყო. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი