ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#1
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 29 2006, 12:27 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ა, ბატონო! მგონი სწორად ავტვირთე.
http://up.aqache.com/?act=download&fid= http://dade.ge/?code=1164757094JLFP40S6JU -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი_ცქნაფო |
Nov 29 2006, 01:25 AM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ა, ბატონო! მგონი სწორად ავტვირთე. http://up.aqache.com/?act=download&fid= http://dade.ge/?code=1164757094JLFP40S6JU გაიხარე ავტორი ვინ არის, შენ? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 29 2006, 02:01 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
გაიხარე ავტორი ვინ არის, შენ? ავტორი - ა.ზარდალიშვილი. ცნობარისთვის გამოყენებული ლიტერატურა მითითებულია ბოლოს. ქართული ენის მოკლე ორთოგრაფიული ლექსიკონიც მქონდა სადღაც და ვეღარ ვპოულობ. თუ გამოჩნდა სადმე, იმასაც მოგაწვდით. ისე, პატარა ლექსიკონი ჩვენც შეგვიძლია შევადგინოთ. მაგალითად: ადრესანტი - წერილის გამგზავნი ადრესატი - წერილის მიმღები ადოპტაცია - მცირეწლოვანი ბავშვის შვილად აყვანა. ადაპტაცია - შეჩვევა გარემოსთან თუ სურვილი გაქვთ, გააგრძელეთ... -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მანანა |
Nov 29 2006, 06:50 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
აი კიდევ ერთი ბმული:
http://web.sanet.ge/meskhitb/lexicon/ ნიკო ჩუბინაშვილი ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ, სისტემისაებრ საბა-სულხან ორბელიანისა. 1812-1825 წწ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი