IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმ. გრიგოლ ხანძთელი
mr_morrison
პოსტი Nov 26 2006, 10:57 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული წმ. გრგოლის ცხოვრება. ის უძღვის ქართველთა საქორწინე დასს სამოთხეში. მას ბევრი რამ უკავშირდება. მე ვფიქრობ უსასრულოდ შეგვიძლია მის ღვაწლზე ვისაუბროთ. ეროვნული ერთიანობის იდეა სწორედ მას ეკუთვნის რომელმაც მოგვიანებით დავით აღმაშენებლის დროს ხორცი შეისხა. იგი იყო ”ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოსი”. მის მიერ უამრავი ეკლესია-მონასტერი დაარსდა. ტაო-კლარჯეთში ხალხი არ ცხოვრობდა, აქა-იქ ტყეში იყვენენ შეხიზნულები, წმინდანმა კი აქ ქვეყანა გააშენა. ერთი სიტყვით ვისაუბროთ მის ღვაწლზე smile.gif


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
mogzaura
პოსტი Nov 29 2006, 09:55 PM
პოსტი #2


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ღირსი გრიგოლ ხანძთელი,
კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი (+861)

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“.

ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად, რამეთუ მსწრაფლ ხოლო დაისწავლა დავითნი და ჴმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავლა მრავალთა ენათა და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწვართნა“.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს: „აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინისო“. ახლობლებმა მაინც დაითანხმეს: „მორჩილ იქმენ ბრძანებასა ქრისტესსა და ჰმონე მას მღვდლობითა, რომელმან ივნო ჩუენთჳს, მღვდელმან მან საუკუნემან და ჩუენ ყოველნი გუაცხოვნა“.

სამღვდელო ხელდასხმის დროს უძლურთა მკურნალმა და ნაკლოვანებათა აღმვდებელმა საღვთო მადლმა უფრო საცნაურ-ჰყო წმიდა გრიგოლის პიროვნება, ერი იხარებდა, „რაჟამს წმიდითა ხელითა მისითა ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა“.

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი, იგრძნო „თავი თჳსი ჴორციელად დიდებასა შინა“ და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს, დატოვა დროებითი, „შეცვალებადი პატივი ქუეყანისა, მოკუდავთა კაცთა სუფევისაჲ, მოჰრიდა ჟამიერთა და ნივთიერთა ბუნებათა, რაჲთა უჟამოჲ იგი ნათელი უძღოდის უცვალებელსა დიდებასა სასუფეველსა ცათასა“.

გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ესე ოთხნი ძმანი სარწმუნოებითა და საღმრთო სიყვარულით იყვნენ „ერთზრახვად შეკრულნი, ვითარცა სული ერთი, ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული“.

ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს) ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება და „ჴელითა გრიგოლ მღვდელისა, კაცისა ღმრთისაჲთა და სულნელებაჲ ლოცვათა მისთაჲ და მოწაფეთა მისთაჲ, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდის წინაშე ღმრთისა“. ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.

ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაფან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

ღვთივსათნო ცხოვრებისა და მოშურნეობისათვის კლარჯელ მეუდაბნოე მამებს უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდათ მიმადლებული. ისინი იყვნენ „ღირსნი და სასწაულთმოქმედნი, მოთმინებისა სუეტნი, შეურყეველნი, ვითარცა განმტკიცებულნი დაუცემლად სუეტნი ცათანი“.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. „მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთის-მსახურისა მის ჴელმწიფისა დაცემისათჳს და ტირილითა სავანენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა“. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.

მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ქართლისათვის. მირიან აზნაურის მძლავრებით ეპისკოპოსთა მცირე კრებამ ქართლის კათოლიკოსად დაადგინა მისი ვაჟი, წმიდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი და სულიერი შვილი არსენი (ხს. 25 სექტმბერს). სჯულის-კანონის ასეთმა უხეშმა დარღვევამ სამღვდელოებისა და ერისკაცთა გულისწყრომა გამოიწვია. გუარამ მამფალის ხელმძღვანელობით ჯავახეთში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელსაც არსენი უნდა გადაეყენებინა. საეკლესიო სამართალი გუარამისა და იმ ეპისკოპოსთა მხარეს იყო. ნეტარი გრიგოლის მოსვლამდე სიტყვის თქმა ვერავინ გაბედა. ერუშნელმა ეპისკოპოსმა თქვა: „ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაჲ, მაშინ წარემართოს საქმე და განზრახვაჲ ყოველთაჲ“.

კრებაზე გამოცხადებული გრიგოლი საკვირველი სანახავი იყო: „სამოსელი იგი შეურაცხი, რომელ ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩანდა, ვითარცა სამოსელი ნათლისა ბრწყინვალისა განუცდელისაჲ, ხოლო თავსა მისსა კუკული იხილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოჲ“. მამები მიხვდნენ, რომ მისი სიტყვა ღვთივგამოცხადებული იქნებოდა და მართლაც, როცა წმიდა გრიგოლმა თქვა, რომ „ღმერთსა ებრძანა კათალიკოზობაჲ არსენისი სისრულისა მისისათჳს“, - უდრტვინველად მიიღეს მისი ნაბრძანები.

ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.

ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.

ღირსი გრიგოლი საღმრთო სიყვარულით იხარებდა თანამოსაგრეებთან, მაგრამ იფქლთა შორის ღვარძლიც გამოერია: ანჩის დაქვრივებული კათედრა მძლავრებით მიიტაცა ვინმე ცქირმა, თბილისის ამირა საჰაკის ახლობელმა. უღირსი მღვდელმთავარი მრავალ ბოროტებას ჩადიოდა. მამები, განსაკუთრებით კი გრიგოლი, მკაცრად ამხელდნენ ცქირს, მან კი, ამპარტავნებისგან ძლეულმა, საღმრთო შიში განაგდო და ვიღაც ანჩელი კაცი მოისყიდა ღირსი გრიგოლის მოსაკლავად. მკვლელმა იხილა „სასწაული დიდი წმიდასა მას ზედა ზეგარდამო, რამეთუ სვეტი ნათლისაჲ ფრიად ბრწყინვალე ცად აღწევნული ჰფარვიდა მას. და იყო თავსა მისსა ჯუარი თუალთ-შეუდგამი გარემო მისა ცის-სარტყელის სახედ, შუენიერად რაჲ გამოჩნდის ჟამსა წჳმისასა“. მკვლელს მოულოდნელად მკლავი გაუშეშდა და მხოლოდ ღირსი გრიგოლის ლოცვით განიკურნა. ანჩში მოწვეულმა კრებამ პატივისაგან განკვეთა ცქირი. ხარისხაყრილი ცქირი თბილისში წავიდა საჰაკ ამირასთან, მისი დახმარებით ხელახლა ჩაიგდო ხელში ანჩის საყდარი და ხალხი მიუსია ხანძთის მონასტერს დასარბევად. ღირსი გრიგოლი ცრემლებით ევედრებოდა უფალს მონასტრისა და ძმების დაცვას. მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ ცქირი დაისჯებოდა. მართლაც, ორი დღის შემდეგ ცქირი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.

ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
mr_morrison   წმ. გრიგოლ ხანძთელი   Nov 26 2006, 10:57 AM
mr_morrison   ესეც წმინდა გრიგოლ...   Nov 26 2006, 11:13 AM
მარიამი   ეს ამიხსენით რა კა...   Nov 26 2006, 12:38 PM
mr_morrison   ანუ ის არის ყველაზ...   Nov 26 2006, 01:34 PM
მარიამი   ანუ ის არის ყველაზ...   Nov 26 2006, 07:01 PM
mr_morrison   ”საქორწინე”-ში იგ...   Nov 26 2006, 07:42 PM
დავით ივერიელი   გრიგოლ ხანძთEლი ეს ...   Nov 27 2006, 08:47 PM
მარიამი   გრიგოლ ხანძთელი ე...   Nov 27 2006, 08:51 PM
mnate   მართალია "საქართ...   Nov 27 2006, 09:01 PM
თამარი   და რომ არა ნიკო მარ...   Nov 27 2006, 09:20 PM
მარიამი   და რომ არა ნიკო მარ...   Nov 27 2006, 11:35 PM
mr_morrison   აბა, ილია ჭავჭავაძ...   Nov 27 2006, 10:53 PM
თამარი   აბა, ილია ჭავჭავაძ...   Nov 27 2006, 11:02 PM
ლილიანა   ეხლა ვაპირებ ვაჟაზ...   Nov 27 2006, 11:42 PM
თამარი   ეხლა ვაპირებ ვაჟა...   Nov 29 2006, 01:37 AM
NaNuKa   ეხლა მაწვალებენ სკ...   Nov 28 2006, 09:43 PM
mr_morrison   ეგ კარგი და აუცილ...   Nov 28 2006, 11:23 PM
mogzaura   შევეცდები დავწერო ...   Nov 29 2006, 04:59 PM
mogzaura   მეც ძაან მიყვარს   Nov 29 2006, 06:26 PM
A L U B A L A   მიუხედავად იმისა,რ...   Nov 29 2006, 06:37 PM
mogzaura   ღირსი გრიგოლ ხანძთ...   Nov 29 2006, 09:55 PM
mr_morrison   აუ რა ცუდია საკმარ...   Nov 29 2006, 11:07 PM
marine   "დაიმარხა ჭეშმარ...   Nov 30 2006, 11:41 AM
ninca   სულ მაწუხებს, რატო...   Dec 3 2006, 11:06 PM
marine   http://children.wanex.net/sarcmunoeba/cmin...ol_xa...   Dec 7 2006, 04:52 PM
მხევალი ნინო   ეს ჩემი უსაყვარლეს...   Jan 17 2007, 10:39 AM
mr_morrison   გრიგოლ ხანცდელმა ს...   Jan 18 2007, 08:27 PM
თამარი_ცქნაფო   გრიგოლ ხანცდელმა ...   Dec 3 2007, 12:55 AM
კანონისტი   mr_morrison ქარაგმა ღ~ი = ღ...   Jan 18 2007, 09:03 PM
მხევალი ნინო   mr_morrison ქარაგმა ღ~ი = ღ...   Jan 20 2007, 04:46 PM
მნათე   თქვენ, ჟან ფრანსუა...   Jan 18 2007, 09:04 PM
mr_morrison   რა თქმა უნდა მან ბ...   Jan 21 2007, 05:59 PM
თამარი_ცქნაფო   აბა, ეს ნახეთ: ჩვენ...   Dec 3 2007, 05:25 PM
თამარი_ცქნაფო   მთლად გადასარევი ა...   Dec 4 2007, 01:15 AM
Misha_kartveli   mr_morrison დიდი მადლობა უ...   Dec 4 2007, 01:59 AM
თამარი_ცქნაფო   mr_morrison დიდი მადლობა ...   Dec 4 2007, 04:39 PM
m16   მე რომ გრიგოლ ხანძ...   Dec 7 2007, 12:04 AM
აკაკი   წმ. გრიგოლ ხანძთელ...   Feb 15 2012, 12:26 AM
marine   წმინდა გრიგოლი ჩემ...   Oct 28 2014, 04:48 PM
marine   „წმინდა გრიგოლ ხან...   Nov 26 2014, 05:59 PM
marine   "გრიგოლ ხანძთელი,...   Jun 19 2015, 10:05 PM
marine   "სტუდიელთა [ერთ-ე...   Nov 12 2015, 12:35 PM
marine   "უდიდესი როლი ქვე...   Mar 18 2016, 11:28 AM
marine   "გრიგოლ ხანძთელი...   May 25 2016, 10:47 PM
marine   "გამორჩეული ყრმა ...   Jul 22 2017, 10:51 AM
marine   "სამონასტრო ცხოვ...   Oct 10 2017, 10:55 AM
marine   "ოპიზის უდაბნოში ...   Feb 13 2018, 07:44 PM
marine   "- როგორი იყო ღირს...   Sep 27 2018, 07:28 PM
marine   "გრიგოლ ხანძთელი ...   Sep 29 2019, 03:12 PM
marine   "როდესაც მე-20 საუკ...   Oct 1 2019, 04:18 PM
marine   "გრიგოლ ხანძთელი ...   Oct 8 2019, 05:27 PM
marine   "თუ მაინც და მაინ...   Oct 8 2019, 06:05 PM
marine   "ნ. მარმა ქართულ კ...   May 14 2020, 02:51 PM
marine   "წმინდა მამის [გრ...   Nov 4 2020, 10:22 PM
marine   "ნეტარმა მამამ [გ...   Nov 6 2020, 01:07 PM
marine   "ღირსმა გრიგოლმა ...   Jan 18 2021, 09:54 PM
marine   "უფლის წინამძღოლ...   Jan 19 2021, 09:06 PM
marine   "ღირსი გრიგოლი იო...   Jan 19 2021, 10:01 PM
marine   "მოსე მიიცვალა 120 ...   Jan 21 2021, 09:52 PM
marine   "გრიგოლმა იცოდა კ...   Feb 7 2022, 03:14 PM
marine   "ღირსი გრიგოლის ლ...   Feb 7 2022, 03:46 PM
marine   "გიორგი მერჩულე წ...   Feb 8 2022, 08:01 PM
marine   "მოსე მიიცვალა 120 ...   Feb 12 2022, 02:11 PM
marine   "როგორც ცნობილია,...   Feb 28 2022, 03:09 PM
marine   "წმ. გრიგოლი მარხ...   Jan 11 2023, 08:21 PM
marine   "ცნობები ტაო-კლარ...   Apr 3 2023, 08:26 PM
marine   "წმიდა ბასილი ხან...   Apr 3 2023, 08:43 PM
marine   "წმ. გრიგოლი მარხ...   Jun 28 2023, 02:05 PM
marine   "ცნობილია "წმინ...   Dec 16 2023, 07:24 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 11:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი