სავლე -მოციქულ პავლემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სავლე -მოციქულ პავლემდე |
მხევალი ნინო |
Jan 3 2008, 02:36 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თეოლოღუმენის თემაში კაიროსმა ეს სიტყვები ტქვა
,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,, ეს ის სიტყვებია, რაზეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე. თუ ტქვენც ფიქრობთ მაშინ თემა საინტერსო გამოვა ჩემთვის აუხსენლია, როგორ შეიძლება იყო ქმედებით სავლე და გულით პავლე. უფალი ადამიანს გულს ხედავსო ნათქვამია, ხოდა საინტერსოა ამ სიტყვების ახსნა,ა ან რას ხედავს უფალი ჩვენს გულში? ჩვენს გვერდით ბევრი უცნაური ფორუმელი ყოფილა, მათზე ბევრი უცნაური ფორუმს გარეთ დადის, ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვცხარობთ... ამ დროს ეს ადამიანები ფორუმელები თუ ფორუმს გარეთ იქნებ ქმედებით სავლეები არიან და გულით პავლე ჰა? რა იცით რა იქნეა მომავალში, რას ხდედავს უფალი ჩვენს გულებში? ან კი როგორ შეიძლება გულით პავლე იყო მაშინ, როცა ქმდებეით სავლე ხარ? ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია. რატომ არ იცხოვრა ჯვარზე აღიარების შემდეგ? არ ვურევ! უბრალოდ ბევრი რამ არ მესმის... უფალი ამბობს სრულყოფილი იყავით ისე როგორც თქვენი უფალია სრულყოფილიო (მაპატიეთ ზუსტი ციტირება ვერ მოხახერხე, მიხვდებით რომელ სიტყვებზეც ვსაუბრობ) ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება? სავლემ მოასწო პავლეობა... მე მგონი ორი თემა ერთმანეთსი ავურიე.. ველი ტქვენს აქტიურობას.. კაიროსს შენ დამპირდი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თათარაშვილი |
Jan 3 2008, 02:55 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს ციტატა ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება? 1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი