ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ნატვრები, ყოველკვირეულად განახლდება I პოსტი |
ნათია |
Sep 14 2007, 04:24 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
#41
მიშიკო მჭედლიძე, 14 წლის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალი, მე-19 კორპ. ბინა#4 ტელ: 32 53 42 ჩემი დიდი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი, რომელიც ჩემს კლასში ყველას აქვს. ჩემი მშობლები ასაკოვნები და უმუშევრები არიან და ტელეფონის ყიდვის საშუალება არ აქვთ. ძალიან გთხოვთ, ამისრულეთ ეს ნატვრა. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას. ელენე ლეჟავა, 4 წლის. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის პირველი კვარტალი. მე-5 კორპ. ბინა#3 ტელ: 74 94 58 ჩემი ნატვრაა დიდი და ლამაზი ბარბის სახლი, რომლითაც ვითამაშებ ჩემს პატარა დაიკოსთან ერთად. Gგთხოვთ, ამისრულეთ ნატვრა. ზია შუბლაძე, 44 წლის. წყალტუბო, გ.ტაბიძის 1ა/5 ტელ: L2 45 46 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფეხის საკერავი მანქანა. M მადლობელი ვიქნები, თუ ამ ნატვრას ამისრულებთ. ნინო შაფაქიძე, 15 წლის. ოზურგეთის რაიონი სოფ. ვაკიჯვარი. ტელ: 898 62 90 47 ჩემი ნატვრაა, მქონდეს მობილური ტელეფონი. ვარ ობოლი, მზრდიან ბიძა და ბიცოლა. მალე 16 წელი შემისრულდება. არასოდეს არ მიმიღია საჩუქარი. როგორც ყველა მოზარდს, მეც მინდა მქონდეს ტელეფონი, რომელიც დღემდე ჩემი აუსრულებელი ნატვრაა. თუ ვინმე ტელეფონს მაჩუქებს, ჩემი ცხოვრების მანძილზე მისი მადლობელი ვიქნები. ილია ბუხრაძე, 12 წლის. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, 34ბ. ტელ: L77 15 74 ძალიან, ძალიან გთხოვთ მობილურ ტელეფონს ჩემი ძმისთვის, რომელსაც 8 აგვისტოს 14 წელი უსრულდება. ღმერთი გაგახარებთ ჩვენი გახარებისთვის. Gგულისფანცქალით ველოდებით ტელეფონის ზარს. Gმადლობთ რომ არსებობთ. ნაუმი ლიპარტელიანი, 61 წლის. რუსთავი. Mმე-17 მ/რ. მე-8 კორპ. Bბინა #44 ტელ: 18 36 39 ვარ მეორე I ჯგუფის ინვალიდი. Mმყავს სამი შვილი. Eერთი ბავშობიდან ინვალიდია. 21- ე საუკუნეში ოჯახში არავითარი ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. აAრც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... თუ დაგვეხმარებით, მადლობლები ვიქნებით.. ღმერთი იყოს თქვენი და ჩვენი მფარველი. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jan 3 2008, 03:38 PM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ციტატა ასრულებულია! გადაეცა თანხა ზაზა ედიშერაშვილი, 13 წლის. თბილისი, წერონისის ქ.#130. ტელ.: 8 95 39 29 86 ჩემი ნატვრაა, სახლში სითბო მქონდეს. მყავს ინვალიდი ძმა _ 7 წლის გიორგი. კიდევ მყავს 4 წლის ტყუპი და-ძმა. გიორგი სკოლაში მე და დედიკოს დაგვყავს. ჩვენ სახლში ძალიან ცივა. ვერაფრით ვერ ვთბებით. ძალიან გთხოვთ ეგება გაზის გამათბობელი გვაჩუქოთ.[/b] დარეჯან მურადაშვილი, 47 წლის. ლაგოდეხი, ჯანელიძის ქ#7 ტელ: 2 14 95 ჩემი შვილი _ გიგუნა ვერ მეტყველებს, ვერ თამაშობს დამოუკიდებლად, თუმცა, უზომოდ ახერხებს სიყვარულისა და სიხარულის გამოხატვას. ერთადერთი, რითაც თავს ირთობს ტელევიზორია, მამა ჰპირდებოდა, რომ უყიდიდა ფერად ტელევიზორს, მაგრამ ამდენი ნერვიულობისგან დიაბეტით გარდაიცვალა. მას ძალიან უყვარდა მამა და უმისობას ძალიან განიცდის. ჩემი ნატვრა,ა ჩემს ყოველმხრივ დაჩაგრულ შვილს ჰქონდეს ვიდეოიანი ფერადი ტელევიზორი, რომ მამა ვაჩვენოთ ხოლმე, რასაც მე, ჩემი პენსიით ვერასოდეს ვუყიდი. მე კი მსურს მქონდეს ბიბლია და უფლის ხატი. ელენე ბარამიძე, 9 წლის. თბილისი, დიღმის მას. I კვ/რ 25ა კორპ. ბ.#61 ტელ: 52 08 76 ძალიან მინდა, რომ მომიტანოთ როლიკები ან მობილური. არ გაგიკვირდეთ, ფეხი 38 ზომის მაქვს, მაგრამ კარგი იქნება, 40 ზომას თუ მომიტანენ, რომ რამდენიმე წელი ვიხმარო. წინასწარ გიხდით მადლობას. ნინო კუკავა, 10 წლის. ზუგდიდი, აღმაშენებლის #87 ტელ: 8 95 38 14 73 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ფერადი ტელევიზორი და წმინდანთა ცხოვრება (ყველა ნაწილი). ლაშა წიკლაური, 10 წლის. მანგლისი, გურამიშვილის #19 ტელ: 8 99 68 32 66 ჩემი ნატვრაა, რომ ქვეყნად არც ერთი ბავშვი არ იყოს ავად, რადგან მე ვიცი ავადმყოფობის გემო. მე მყავს ძმა _ 16 წლის გიორგი, რომელსაც 3 წლიდან აქვს დიაბეტი, სულ ახლახან მეც აღმომაჩნდა დიაბეტი. ძალინ მინდა ფერადი ტელევიზორი. მე ღმერთის იმედი მაქვს. ციტატა ასრულებულია ჩვენი ანონიმი ფორუმელის მიერ! ელენე იმედაძე, 41 წლის. თბილისი ირაკლი აბაშიძის ქ.#22 ტელ; 22 01 48 ვარ I ჯგუფის ინვალიდი და უმორჩილესად გთხოვთ ღვთისნიერ ადამიანებს, რომ დამეხმარონ ჩემი ოცნების ასრულებაში, ჩემი ნატვრაა მობილური ტელეფონი (დაახლოებით 100 ლარის ღირებულების). გიორგი ვეშაპიძე, 6 წლის. ხაშური, ევდოშვილის ქ.#1 ტელ: 8 55 37 91 27 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტელევიზორი, გაგვიფუჭდა და აღარ კეთდება. ძალიან გთხოვთ, მე და ჩემს მამიკოს გვაჩუქოთ ტელევიზორი საახალწლოდ, რომ საახალწლო გადაცემებს მაინც ვუყუროთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ნიკოლოზ გურასპიშვილი, 12 წლის. თბილისი, ბაჩანას ქ#9 ტელ: 74 72 25; 8 95 15 24 02 ჩემი ნატვრაა, რომ მქონდეს პენტიუმ 4. ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ვერ ავისრულე ეს ნატვრა, რაც გულს მწყვეტს. ოჯახს ძალიან უჭირს, რაც თავი მახსოვს, სულ ქირით ვცხოვრობთ. მშობლები ელემენტარულ საცხოვრებელ გარემოს ძლივს გვიქმნიან. მეც ვცადე, ფული მომეგროვებინა და მეყიდა, მაგრამ ვერ შევძელი, ის კი არა, საოპერაციო ვარ და დედას და მამას არ შეუძლიათ ამ ფულის მოგროვებაც. გთხოვთ, დამეხმარეთ ამ ნატვრის ასრულებაში. დათო მაზიაშვილი, 10 წლის. ხაშური, გაგარინის ქ.#9 ტელ.: 4 13 23 ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტელევიზორი. ოჯახში მარტო მამა მუშაობს. იმდენი ანაზღაურება არ აქვს, რომ ტელევიზორი მიყიდოს. ეს ოცნება აუხდენლად მეჩვენება, იქნებ ეს ოცნება რეალობად მიქციოთ. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი