მასწავლებლის როლი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მასწავლებლის როლი |
ninca |
Nov 12 2006, 10:51 PM
პოსტი
#1
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მოდი. ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს მართმადიდებელი მასწავლებელი, მით უფრო ახლა, როცა განათლების სისთემაში ასეთი რეფორმებია.
მე თავად ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი მაღალ კლასებში. |
Georg |
Nov 30 2006, 02:44 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 424 რეგისტრ.: 29-August 06 წევრი № 122 |
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვა განათლების სამინისტროში
20 სექტემბერი, 2004 წელი . . . უნდა დავლოცო ის ადამიანები, რომელთაც ეკისრებათ დიდი მისია - ქართული ენის, ისტორიის და გეოგრაფიის სწავლება არაქართულ მასახლეობაში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა პედაგოგებმა მოსწავლეებს უნდა შეაყვარონ საქართველო და თავისი თავი, როცა მოსწავლეს უყვარს მასწავლებელი, იგი დიდი სიხარულით სწავლობს მის საგანს; აღსაზრდელებმა(და მათმა მშობლებმა) უნდა გაითავისონ, რომ მათთვის აუცილებელია აღნიშნული საგნების ცოდნა, რომ მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს ცხოვრებაში. . . . ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისადმი, რომელიც ხალხში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამასთან, ვრცელდება ისეთი ხმა, თითქოს საქართველოს საპატრიარქო მთლიანად უჭერს მხარს მას. მე ამის შესახებ მქონდა საუბარი მინისტრთან და ჩვენს პრეზიდენტთან. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან დაინტერესებულია, რომ ნაკლები კრიტიკა იყოს ამ კანონპროექტის მიმართ და იგი შესაძლებლობისამებრ იყოს სრულყოფილი. ჩვენთან, საპატრიარქოსთან არის სასწავლო კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. მას ამ თემაზე ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა დირექტორებთან და პედაგოგებთან. ყველა გამოთქვამს იმ აზრს, რომ იგი(განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი) დასამუშავებელია და ბევრი ნაკლი აქვს. ხალხი თხოულობს კანონპროექტის გაზეთებში გამოქვეყნებას, რადგან მას ვერ ეცნობა ინტერნეტის საშუალებით. ჩვენც ვფიქრობთ, რომ საჭიროა მისი უფრო ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა. ამ მოთხოვნით სასწავლო კომიტეტმა შეადგინა მიმართვა და მინდა იგი გადმოგცეთ ბატონო მინისტრო. მინდა ისიც ვთქვა, რომ ჩვენის მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შესაძლებლობისამებრ შევეწიოთ განათლების დიდ საქმეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მიიღონ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ აღზრდაც. ამ კანონპროექტში ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული. . . . წყარო, წიგნიდან: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II მეცნიერების, განათლების, კულტურის და ხელოვნების შესახებ (1977 - 2004 წ.წ.) თბილისი, გამომცემლობა "გეოკერია" 2004; გვ.208-209. -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი