ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#41
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
ზებედე |
Nov 30 2006, 04:58 AM
პოსტი
#42
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ ე. წ. "ბიზანტიურის" აუდიო დისკი და კასეტაც გამოუშვიათ, პატრიარქმა კი უთხრა გაჩერდითო მარა ვინ უსმენს პატრიარქს. . .
გარეკანი ესეთია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური გალობა "შენდამი იხარებს მიმადლებულო" ძვირფასო მსმენელო! შენ ხელთ გიპყრია იოანე დამასკელის სახელობის მგალობელ ვაჟთა გუნდის მიერ ჩაწერილი საეკლესიო კანონიკური საგალობლები. ყველა საგალობელი საღვთისმსახურებო საგალობელია და შესრულებულია საეკლესიო კანონიკურ ხმებში. ჩანაწერის გარეკანზე გამოსახულია მართლმადიდებელთათვის სათაყვანებელი "სამხელიანად" წოდებული ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. იგი გვახსენებს ღვთისმშობლის კურთხევას ღირსი იოანე დამასკელისადმი, დაეცვა ეკლესია მწვალებლობისა და მწვალებელთაგან, შეექმნა ეკლესიის კანონიკური გალობა, რომელიც იქცეოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საყოველთაო გალობად, ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ამ ხატის თაყვანისმცემელნი მასთან ერთად თაყვანს სცემენ ღვთისმშობლის მიერ იოანე დამასკელის სასწაულებრივად განკურნებულ მარჯვენას, რომლის მოღვაწეობისა და შემოქმედების შედეგად აღესრულა ეკლესიის ერთიანობა, მასში დამკვიდრდა საყოველთაო კანონიკური გალობა, წოდებული ბიზანტიურად, რომელიც წარმოადგენს ჭეშმარიტი ეკლესიის ტიპიკონის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს. ეხლა მოუსმინეთ საგალობლებს აქედან გადაიწერეთ -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:02 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი