სავლე -მოციქულ პავლემდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სავლე -მოციქულ პავლემდე |
მხევალი ნინო |
Jan 3 2008, 02:36 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
თეოლოღუმენის თემაში კაიროსმა ეს სიტყვები ტქვა
,,აკი პავლე გულით ღმერთს ემსახურებოდა, მაშინც კი როცა სავლე იყო და ქრისტიანებს დევნიდა, დადგა ჟამი მისი გაპავლებისა, და იქცა მსოფლიო მოძღვრად!,, ეს ის სიტყვებია, რაზეც ხშირად ვფიქრობ ხოლმე. თუ ტქვენც ფიქრობთ მაშინ თემა საინტერსო გამოვა ჩემთვის აუხსენლია, როგორ შეიძლება იყო ქმედებით სავლე და გულით პავლე. უფალი ადამიანს გულს ხედავსო ნათქვამია, ხოდა საინტერსოა ამ სიტყვების ახსნა,ა ან რას ხედავს უფალი ჩვენს გულში? ჩვენს გვერდით ბევრი უცნაური ფორუმელი ყოფილა, მათზე ბევრი უცნაური ფორუმს გარეთ დადის, ხშირად ვბრაზდებით მათზე, ვცხარობთ... ამ დროს ეს ადამიანები ფორუმელები თუ ფორუმს გარეთ იქნებ ქმედებით სავლეები არიან და გულით პავლე ჰა? რა იცით რა იქნეა მომავალში, რას ხდედავს უფალი ჩვენს გულებში? ან კი როგორ შეიძლება გულით პავლე იყო მაშინ, როცა ქმდებეით სავლე ხარ? ან ის ჯვარცმული ავაზაკი, რომელიმაც უფალი ჯვარზე აღიარა ვინ იყო? რატომ მოხდა მისთვის ველაფერი სიცოცხლის ბოლო წუთს, მაშინ, როცა ღმერთმა იცის სიცოცხლეში რამდენი ადამიანი გაუწამებია. რატომ არ იცხოვრა ჯვარზე აღიარების შემდეგ? არ ვურევ! უბრალოდ ბევრი რამ არ მესმის... უფალი ამბობს სრულყოფილი იყავით ისე როგორც თქვენი უფალია სრულყოფილიო (მაპატიეთ ზუსტი ციტირება ვერ მოხახერხე, მიხვდებით რომელ სიტყვებზეც ვსაუბრობ) ჯვარცმულმა ავაზაკმა როდის მოასწრო სრულყოფილება? სავლემ მოასწო პავლეობა... მე მგონი ორი თემა ერთმანეთსი ავურიე.. ველი ტქვენს აქტიურობას.. კაიროსს შენ დამპირდი -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თათარაშვილი |
Jan 4 2008, 09:07 PM
პოსტი
#2
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
მხევალი ნინო
მოდი ჩამოვაყალიბოდ : მოციქულ პავლეს ცხოვრებას რომ დავაკვირდეთ,დავინახავთ, რომ იგი მკვეთრად იყოფა ორ ნაწილად. ქრისტეს რწმენაზე მოქცევამდე წმინდა პავლე,მაშინ სავლე, მკაცრი ფარისეველი, მოსეს სჯულისა და მამათა გარდამოცემის აღმსრულებელი იყო და ფიქრობდა, სჯულის საქმეებით და მამათა სარწმუნოებისადმი მოშურნეობით გამართლებულიყო, რაც უკვე ფანატიზმამდე მიდიოდა . თავისი მოქცევის შემდეგ, იგი ქრისტეს მოციქული გახდა, სახარების საქმეს მთლიანად შეწირული, თავისი მოწოდების გამო ძლიერ ბედნიერი, რომელიც ამ უძლურებას გრძნობდა ამ მაღალი მსახურების აღსრულებისას და მთელ თავის საქმეებს და დამსახურებებს ღმრთის მადლს მიაწერდა... მოქცევამდე მოციქულის მთელი ცხოვრება, მისივე ღრმა რწმენით - ცდომილება, ცოდვა იყო და იგი სასჯელისკენ მიჰყავდა. მხოლოდ ღმრთის მადლმა გამოიხსნა იგი ამ დამღუპველი ცთომილებისაგან. ამ დროიდან მოყოლებული, მოციქული პავლე მხოლოდ იმას ცდილობს რომ ღმრთის ამ მადლის ღირსი იყოს და ამ თავის მოწოდებას არ გადაუხვიოს . ის შეიცნობს რომ, არ არსებობს და არც შეიძლება იყოს საუბარი, ღმრთის წინაშე რაიმე დამსახურებაზე: ყველაფერი ღვთის წყალობითაა. აქ ერთი რამე შეიძლება ჩემის აზრით ითქვას. ის რომ უფალმა მასში დაინახა ის სათნო და კეთილი გული რომელსაც ეშმაკი ჩასჭიდებოდა და ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებას არ აძლევდა. უფალმა მის გულში დაინახა რომ ის მოიქცეოდა, რომ მისი გული და გონება არ იყო იმის გამკეთებელი რეალურად რასაც აკეთებდა. სავლე ჭეშმარიტებას აცდენილი ის ადამიანი იყო რომელსაც სხვანაირი გული ჰქონდა. წმ. მათე მოციქულის მაგალითი ავიღოთ . იგი ხარკის ამკრებელი იყო, მაგრამ უფალმა მასში ჭეშმარიტი წრფელი გული დაინახა, და აირჩია თავის მოციქულად. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 08:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი