![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.
მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები. ესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ. ცხადია დამოუკიდებლად სამივე ტერმინის უკან მდგომი საზოგადოებები თუ სწავლებები და მათი მიმდევარი პიროვნებები ნამდვილად არსებობენ. საინტერესოა რამდენად და რა დონეზე შეიძლება ამ ტერმინების, მათ უკან მდგომი საზოგადოებების ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება? დიდი ხანია საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ვრცელდება ლიტერატურა, რომელიც გვამცნობს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას. ყველა ამ ლიტერატურის ზოგადი კონცეფციები ასეთია: - მასონებმა უკვე პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მსოფლიოს მართვა - მასონები უკვე არიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს სათავეში (ჰყავთ რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც) - მასონები აკონტროლებენ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს ბანკს, კომპანიას და ეკონომიკის წამყვან დარგებს - მასონები მოქმედებენ ფარულად, საიდუმლო ორგანიზაციების და ლოჟების მეშვეობით, არსებობს ე.წ. "მსოფლიოს შეთქმულების თეორიები" და რაც მთავარია უკვე ამზადებენ ანტი-ქრისტეს გაბატონებას. - ეს ყველაფერი დასტურდება კაბალისტიკის მეშვეობით - სხვადასხვა საკრალური, ანტი-ქრისტესთან დაკავშირებული სახელების, ტერმინების და სიმბოლიკის "გაშიფვრაც" ხდება კაბალისტიკის მეშვეობით. - გარდა ამისა კაბალისტიკაში ოდითგანვე იყო ჩადებული მთელი ინფორმაცია მასონების, მათი საქმიანობის და ანტი-ქრისტეს გაბატონების შესახებ. - კაბალისტიკის საფუძველზე იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" კონტურები და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული თუ მისი წინამორბედი ნივთების, ხელსაწყოების და საშუალებების სახელწოდებები. რა არის ეს ლიტერატურა? რამდენად სარწმუნოა კაბალისტიკა? რამდენად რეალურადაა მსოფლიოს მართვის ძალაუფლება მასონთა ხელში თავმოყრილი? გარდა ზოგადი საუბრებისა ეს ლიტერატურა ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინები არიან და იყვნენ მასონები. სხვადასხვა ცნობებით მასონთა შორის ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სჰეფერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. გარდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ლიდერებისა მასონთა სიებში ხვდებიან ქართველებიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე... გარდა ამისა სახელდება მსოფლიო პოლიტიკაში არსებული თითქმის ყველა კონფლიქტის თუ მოვლენის "ალტერნატიული ვერსიები", მაგალითად დასავლეთის ზეწოლის შედეგად ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის დაშლა შიგნით შემავალ რესპუბლიკებად (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო) განიხილება, როგორც მასონთა მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოს ანექსია. (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ ქვეყანას მართავდა ტოტალიტარული რეჟიმი და თანაც შემავალი ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი ტრადიციულად კათოლიკურია და ზოგიც საერთოდ მუსულმანური). "ვარდების რევოლუცია" წარმოჩინდება, როგორც მასონთა მიერ დადგმული სპექტაკლი (რიტუალი) მართლამდიდებლური საქართველოს დასაპყრობად და მართლმადიდებლობის საბოლოოდ გასანადგურებლად ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა იგივე "მასონ" შევარდნაძესაც შეეძლო) რა არის ყოველივე ეს? ღვთისმეტყველების ესქატოლოგიური ნაწილის შეცნობა, რომელიც რჩეულთა ხვედრია ![]() ![]() ![]() ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ზემოთ ხსენებულის სჯერა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდეოლოგიით მცხოვრები ![]() ![]() ![]() ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემაა და ვისაუბროთ ამ თეორიების და მიდგომების შესახებ... P.S. <<მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის" ფანტასტიკური პერსონაჟები>> (გიორგი©copyright) ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
კარგი რა. როგრო შეიზლება ასე საფუძვლოდ ამაზ საუბარი. გთხოვ, მანახო სადაა დაკავშირებული მასონობა და ებრაელობა. სადმე ხომ უნდა ჰქონდეთ, წესდებაში თუ რავიცი, აქ საიტებიც მოიყვანეს, რომ მასონები ებალერელბი უნდა იყვნენ? არ არის აუცილებელი კრიტერიუმი, მაგრამ ებრაელებიც არიან მასონები. ციტატა მე ხომ მოვყვან მასონთა კლუბის ჩამოყალიბების ისტორია, იქნებ შენც მოიყვანო შენეული ისტორია? სამწუხაროD წყარო წიგნია, რომელიც სხვამ წაიღო უკვე ორი წელია და როცა მოვახერხებ მოვიტან და დავწერ, თან ავტორი არ არის ე.წ. ანტისემიტი ციტატა რომელმა ჭკუათმყოფელმა ებრაელმა გითხრა ეს არ ვიცი. მოდი მე მოგიყვან სხვა მაგალითს. მეც ხომ შემიძლია გადმოვთარგმნო ასე მარლამდიდებლური მიდგომა რომ "შენ გეკრძალება არამართლმადიდებელზე ლოცვა", ან რომ "მართლამდიდებელი არამართლადიდებელზე მაღლა დგას და ა.შ. ეს ურაბლო ხალხმა შესაძლოა ისე გადათარგმნოს რომ ვიღაცას გულიც გაუხეთქოს. ებრაელებიო, ისე კრებითად ხმრობ ამ სიტყვას რომ ეჭვს აღძრავ რომ არ იცი რამდენი სხვაობაა თვითონ ებრაელებში. ებრაელებს მე ვიცნობ ს მალალეტკი ![]() არამართლმადიდებელზე არ ილოცოო, ასეთი რამ მე პირადად არ მსმენია, ისიც ჩემი მოძღვრისგან და ყოველდღიურ ლოცვებში სწორედ რომ არის ნაწილი, სადაც ჩვენ მათ ვიხსენიებთ. ახლა თუ ვინმეს არ აწყობს, ეგ სხვა საქმეა. ციტატა რა გითხრა ჩემო კარგო, მიუხედვად შენდამი დიდი პატივისცმისა, ასეთი გამოთქმისთვის მაინც ბანს იმსახურებ. მერე რა , ბანი ასე საშიშია? ისიც აქ ვირტუალურად, როცა რეალურად მიგრძვნია საკუთარ ტყავზე უფრო მძიმე ფორმებში ![]() ამისთვის თუ ბანს მომცემენ, სასცილოა სხვა თუ არაფერი და არც მეწყინება, მიზეზი ზემოთ დავახასიათე, ბანი კი არა ყოველდღე მომდის მონიტორზე ნეტ-მესიჯი მეტად ძვირფასი ხალხისგან. ციტატა მე მყავს ბევრ "ცოცხალი და რეალური" ებრაელი მეგობარი რომელიც სერთოდ არ მაგრძნობინებს არავითარ ზემდგომობას, რა ვქნათ, ასე ცალცალკე ვსდიოთ ებრაელებს და მთელი ებრალეობის აზრად ვასღოთ? რამდენი ებრაელი იზიარებს თალმუდს, მაგის სტატისტიკა არ ვიცი და ვინც იზიარებს ის სწორედ ისე ფიქრობს, რაც მე დავწერე, მისდევს რა მათ სწავლებას. ციტატა სხვათაშორის, ბევრი ქართველისგანაც მომისმენია, ტერმინი"არაქართველი", და თანაც ცოტა დამცირებით ნათქვამი, ეს უვიცობაში და გაუთვთნობიერებლობაში უნდა ჩაითვალოს და არა მთელი ერის შესაზიზღ მიზეზად, არ მეთანხმები? მე მასეთ ქართველებს საბედნიეროდ არ ვიცნობ და მე თვითონ მყავს არაქართველი ოჯახის უახლოესი წევრები, და იმათ უგრძვნიათ არცერთი ჩემი ახლობელი ქართველისაგან ეგ, რაც შEნ დაწერე. პ.ს სიძულვილით მე არავინ არ მძულს, მხოლოდ მათი ცოდვანი არ მიყვარს, თუმცა რაც მე მათ გამო გადამხდა და რა ცხოვრებაც გამოვიარე მაგ ნაქები ებრაელების შემწეობით, მაქვს უფლება რომ არ მიყვარდეს, მაგრამ მაინც არ მძულს, საძულველი მხოლოდ მათი საქმეებია,რასაც სხვა ერებზე აღავლენენ. ბანის მოლოდინში პატივისცემით ნანა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი