![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კაბალისტიკა - ძვ. ებრ. qabbālah გადმოცემა, თქმულება – 1. შუა საუკუნეებში: ებრაელთა მისტიკურ-რელიგიური მოძღვრება და მასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებანი. 2. ისეთი რამ, რასაც თითქოს მაგიური ძალა აქვს; ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული, ძნელად გასარკვევი რამ.
მასონი - ფრანგულად maçon ქვაზე მომუშავე - 1. საძმო ორგანიზაციის წევრი, რომელიც წარმოიშვა გაურკვეველ საწყისებზე. (არის თეორია, რომ დაახლოებით სოლომონის ტაძრის მშენებლობის პერიოდიდან, 1600-იანი წლები). მასონები არსებობენ სხვადასხვა ფორმით და ლოჟების სახით თითქმის მთელს მსოფლიოში. მათ მილიონობით წევრი ჰყავთ და გააჩნიათ მორალური თუ მეტაფიზიკური იდეალები და ღირებულებები. ესქატოლოგია - ბერძნულად Εσχατολογία ბოლო - 1. ღვთისმეტყველების (თეოლოგიის ნაწილი), რომელიც მოიცავს სწავლებას მსოფლიოს ისტორიის ბოლო დროის ნიშნების, უკანასკნელი ჟამის და კაცობრიობის (სამყაროს) აღსასრულის შესახებ. ცხადია დამოუკიდებლად სამივე ტერმინის უკან მდგომი საზოგადოებები თუ სწავლებები და მათი მიმდევარი პიროვნებები ნამდვილად არსებობენ. საინტერესოა რამდენად და რა დონეზე შეიძლება ამ ტერმინების, მათ უკან მდგომი საზოგადოებების ან პროცესების ერთმანეთთან დაკავშირება? დიდი ხანია საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ვრცელდება ლიტერატურა, რომელიც გვამცნობს სამყაროს აღსასრულის მოახლოებას. ყველა ამ ლიტერატურის ზოგადი კონცეფციები ასეთია: - მასონებმა უკვე პრაქტიკულად ჩაიგდეს ხელში მსოფლიოს მართვა - მასონები უკვე არიან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს სათავეში (ჰყავთ რამოდენიმე წარმომადგენელი მაინც) - მასონები აკონტროლებენ მსოფლიოს თითქმის ყველა უდიდეს ბანკს, კომპანიას და ეკონომიკის წამყვან დარგებს - მასონები მოქმედებენ ფარულად, საიდუმლო ორგანიზაციების და ლოჟების მეშვეობით, არსებობს ე.წ. "მსოფლიოს შეთქმულების თეორიები" და რაც მთავარია უკვე ამზადებენ ანტი-ქრისტეს გაბატონებას. - ეს ყველაფერი დასტურდება კაბალისტიკის მეშვეობით - სხვადასხვა საკრალური, ანტი-ქრისტესთან დაკავშირებული სახელების, ტერმინების და სიმბოლიკის "გაშიფვრაც" ხდება კაბალისტიკის მეშვეობით. - გარდა ამისა კაბალისტიკაში ოდითგანვე იყო ჩადებული მთელი ინფორმაცია მასონების, მათი საქმიანობის და ანტი-ქრისტეს გაბატონების შესახებ. - კაბალისტიკის საფუძველზე იკვეთება "ანტი-ქრისტეს ბეჭედის" კონტურები და სხვადასხვა მასთან დაკავშირებული თუ მისი წინამორბედი ნივთების, ხელსაწყოების და საშუალებების სახელწოდებები. რა არის ეს ლიტერატურა? რამდენად სარწმუნოა კაბალისტიკა? რამდენად რეალურადაა მსოფლიოს მართვის ძალაუფლება მასონთა ხელში თავმოყრილი? გარდა ზოგადი საუბრებისა ეს ლიტერატურა ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებსაც თუ ვინები არიან და იყვნენ მასონები. სხვადასხვა ცნობებით მასონთა შორის ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის (NATO) გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოპ სჰეფერს, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს და ა.შ. გარდა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და მნიშვნელოვანი ორგანიზაციების ლიდერებისა მასონთა სიებში ხვდებიან ქართველებიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე... გარდა ამისა სახელდება მსოფლიო პოლიტიკაში არსებული თითქმის ყველა კონფლიქტის თუ მოვლენის "ალტერნატიული ვერსიები", მაგალითად დასავლეთის ზეწოლის შედეგად ყოფილი სოციალისტური იუგოსლავიის დაშლა შიგნით შემავალ რესპუბლიკებად (სლოვენია, ხორვატია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, სერბია, მაკედონია, ჩერნოგორია/მონტენეგრო) განიხილება, როგორც მასონთა მიერ მართლმადიდებლური სახელმწიფოს ანექსია. (მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ამ ქვეყანას მართავდა ტოტალიტარული რეჟიმი და თანაც შემავალი ქვეყნების საკმაოდ დიდი ნაწილი ტრადიციულად კათოლიკურია და ზოგიც საერთოდ მუსულმანური). "ვარდების რევოლუცია" წარმოჩინდება, როგორც მასონთა მიერ დადგმული სპექტაკლი (რიტუალი) მართლამდიდებლური საქართველოს დასაპყრობად და მართლმადიდებლობის საბოლოოდ გასანადგურებლად ჩვენს ქვეყანაში. (თუმცა იგივე "მასონ" შევარდნაძესაც შეეძლო) რა არის ყოველივე ეს? ღვთისმეტყველების ესქატოლოგიური ნაწილის შეცნობა, რომელიც რჩეულთა ხვედრია ![]() ![]() ![]() ძალიან მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც ყოველივე ზემოთ ხსენებულის სჯერა არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდეოლოგიით მცხოვრები ![]() ![]() ![]() ძალიან საინტერესო, ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემაა და ვისაუბროთ ამ თეორიების და მიდგომების შესახებ... P.S. <<მართლმადიდებლური "ბლოქბასტერის" ფანტასტიკური პერსონაჟები>> (გიორგი©copyright) ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
პ.ს.ს.
აი, ის ჯვრები, და დაამტკიცოს ვინმემ რომ ეს ჯვარი არ არის. სრულიად ჩვეულებრივი სახეობა ჯვრის. ჩვენი ჯვრებიც, რაც საქართველოშია გავრცელებული აუცილებლად "კლასუკური" ფორმისაა? ჩემი ბოლნისის ჯვარიც რგოლშია ჩასმული და რა მერე?თუმცა რამდენიმე ავადმყოფს, პატრიოტობა დაკარგულ, დაჩმორებულს უკითხავს აქ გერმანიაში, ბოლნისურზე, ეგ ნაცისტური ნიშანია SS-Luftwaffe-ს სიმბოლოაო და რად გიკეთიაო. რა მართლა სს-ელების ნიშანია ჩვენი ბოლნისური ჯვარი? მაინტერესებს, დაამტკიცე რატომაა მიუღებელი ეს ჯვარი? თუ ვინმეს არ მოსწონს რაღაც "სენის" გამო,ეს მისი სენის ბრალია და არა სხვისის. ვისაც მოსწონს ის დაიყენებს ან ავატარად ან ჯვრად ჩათვლის ნებისმიერ შემთხვევაში. და რადიკალიზმზე მე მებაასები... არ გვინდა რა ლენუს, კაცურად გეუბნები. შენზე მძლავრი დამცველები ყავთ ებრაელებს და რად გიღირს ასე ზურგსუკანა აზრიანი კითხვები არ მესმის. შენ თუ მოგწონს იყავი "გოიმი", არავინ გყვედრის და მე ნამდვილად არ ვარ და არც ვიქნები ![]() ![]() ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 07:36 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი