სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| დეკ. ირაკლი |
Nov 29 2007, 09:01 PM
პოსტი
#1
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
აქ ბევრი საუბრობს სხვადასხვა საინტერსო თემაზე,ღვთისმეტყველებაზე და .ა .შ უფრო საინტერესოა ცხოვრებაში ვინ როგორ ასრულებს უფლის სიტყვებს,თუ ეს მხოლოდ აქ ნათქვამ სიტყვებად რჩება. ერთია იცოდე ქრისტიანობა და მეორე ცხოვრობდე ქრისტიანულად! ხშირ შემთხვევაში ზოგმა არც იცის ქრისტიანობა , და არც ცხოვრობს ქრისტიანულად.
ამიტომ მისი სახელით მართლაც მრავალია ცრუ! |
![]() ![]() |
| ნათია |
Jan 5 2008, 05:55 PM
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ღვთის სიტყვა, რომელიც უფალ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტი ღმერთის მიერ მიეცა კაცობრიობას, არის სულიერი მარგალიტი, საფასე და საგანძური. იგი განურჩევლად მოეფინა ყველას, მაგრამ ყველა ადამიანმა არ განუკუთვნა საკუთარი თავი ამ უდიდეს მოწყალებას, მადლს ღვთისას. მრავალი, როგორც ძაღლი, ისე უყეფს უფლის სიწმინდეს და როგორც ღორი, ისე თელავს მის ჭეშმარიტებას. მათ, რომელთაც არ შეისმინეს მაცხოვრის სიტყვები (მწიგნობრები, ფარისევლები), ძაღლებივით და ღორებივით გამოჩნდნენ ქრისტეს სიწმინდის წინაშე. ღმერთი არავის უმალავს მადლსა და ჭეშმარიტებას, მაგრამ მრავალმა საკუთარი ნებითა და განზრახვით დაუფარა იგი თავის თავს. ჩრდილს მზისგან წამოსული ნათელი კი არ ქმნის, არამედ ის წინაღობა, რომელიც უშლის მის მოფენას რომელიმე საგანზე. მსგავსად ამისა, სულიერ ჩრდილში ექცევა ყველა ის ადამიანი, რომელთათვისაც ისევე უნაყოფოა ქრისტეს სიტყვები, როგორც ღორისა და ძაღლისათვის - მარგალიტები.
წმინდა იოანე ოქროპირი შემდეგნაირად განმარტავს ამ სიტყვების მნიშვნელობას: ნუ გამოუცხადებთ საღმრთო და დიდებულ საიდუმლოს ძაღლებსა და ღორებს, ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ბილწი ცხოვრების გამო ღირსნი არ არიან საღვთო სიტყვის არსის წვდომისა. ძაღლებში იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებსაც არ სწამთ ჭეშმარიტების, ურწმუნოების სენით არიან დაავადებულნი და ძაღლებივით უღრენენ, ებრძვიან უფლის სიტყვას. ღორებში კი ისინი მოიაზრებიან, რომელთაც თუმცა გარეგნულად სწამთ ღმერთი, მაგრამ თავიანთი შეგინებული და ამაო ცხოვრების წესით ყველანაირად შეურაცხყოფენ და ეწინააღმდეგებიან ღვთის მცნებებს. წმინდა ბასილ დიდის თქმით: ჩვენ შევაგინეთ უფლის სიტყვა მისი დარღვევით, ჩვენი ცოდვებით იბღალება ქრისტეს წმინდა მცნებები. კარგი იქნება, თუკი თითოეული ადამიანი თავისი ცხოვრებით მიემგვანება არა პირუტყვს, არამედ იმ სახარებისეულ ვაჭარს, რომელმაც ძვირფასი საგანძურისა და მარგალიტის მოსაპოვებლად მრავალი განსაცდელი და დაბრკოლება მიაყენა საკუთარ თავს, ყველაფერი დათმო, უარყო, რათა ეს უდიდესი სიმდიდრე მოეპოვებინა. ვაჭარში მორწმუნე, ღვთის მცნებებს დაწაფებული ადამიანი მოიაზრება, საგანძურში - ქრისტეს გზა, რწმენა, მადლი, განსაცდელში კი ის წინააღმდეგობანი, რომლებიც სულიერი სრულყოფილების გზაზე შემდგარს წინ ეღობება. უფალმა ინებოს, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეძლოს ამ ზეციური საუნჯის, სულიერი სიხარულის განცდა და მოპოვება. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მამა ირაკლი ღვთის სიტყვა ჩვენს ცხოვრებაში Nov 29 2007, 09:01 PM
თათარაშვილი
აქ ბევრი საუბრობს ... Nov 29 2007, 09:13 PM
ketino შემინდეთ, მამაო...
პ... Nov 29 2007, 09:15 PM
თათი87
აქ ბევრი საუბრობს ... Nov 29 2007, 09:39 PM
staywhite აღსარებას მეც ტირი... Nov 29 2007, 09:45 PM
leluka ვცდილობ მაგრამ არ... Nov 29 2007, 09:57 PM
მამა ირაკლი მე უფრო იმის თქმა მ... Nov 29 2007, 09:57 PM
XAFRAN
მე უფრო იმის თქმა მ... Nov 29 2007, 11:10 PM
leluka მამა ირაკლი
დამლო... Nov 29 2007, 10:03 PM
თათი87
მე უფრო იმის თქმა მ... Nov 29 2007, 11:24 PM
PUSKU
:კი:
მოწყალებაზე ლა... Dec 1 2007, 04:35 PM
leluka :( Nov 29 2007, 11:32 PM
lingvo სინდისი ყოველთვის ... Nov 29 2007, 11:33 PM
solomony
მე ვფიქრობ რომ რაც ... Dec 1 2007, 08:43 PM
m16 ვცდილობ შევასრულო ... Dec 1 2007, 08:53 PM
tako@tako ერთია იცოდე ქრისტი... Dec 6 2007, 04:20 PM
m16
გახსნილი მქონდა მ... Dec 7 2007, 09:49 PM
neo ჯოჯოხეთის შიში რომ... Dec 7 2007, 10:04 PM
.nino ვცხოვრობ თუ არა ქრ... Dec 7 2007, 11:14 PM
ai gogoo დამლოცეთ მამაო.
ვდ... Dec 8 2007, 12:47 AM
neo ვინაიდან თითქმის ა... Dec 8 2007, 02:41 PM
mogzaura
რა მწარე სიმართლე... Dec 8 2007, 02:58 PM
ლილიანა როგორც ეგნატე ბრი... Dec 8 2007, 03:13 PM
m16 neo
ეგ რა ცხრილია? Dec 8 2007, 03:15 PM
neo :)
წაკითხვა საჭირო ... Dec 8 2007, 04:58 PM
llaasshhaa მაინტერესებს იქნე... Dec 9 2007, 02:18 AM
ai gogoo
მაინტერესებს იქნე... Dec 9 2007, 02:22 AM
llaasshhaa
გასაგებია მალობ :))) ... Dec 9 2007, 03:40 PM
tako@tako neo არ გინდა რა ამ ცხ... Dec 17 2007, 02:38 PM
მნათე იმისთვის რომ რაიმე... Dec 17 2007, 03:26 PM
neo
გმადლობ გულახდილ... Jan 9 2008, 05:21 PM
ნიანია მე სირცხვილით რა უ... Jan 10 2008, 02:32 PM
afxazi ნიანია
არაფრის ჩა... Jan 10 2008, 02:46 PM
მართა ნიანია
ნამდვილად ვ... Jan 10 2008, 03:22 PM
staywhite რა მაინტერესებს იც... Jan 10 2008, 03:28 PM
ნიანია afxazi
მართა
გაიხარეთ ... Jan 10 2008, 03:44 PM
მალონი არაა ადვილი საკითხ... Aug 11 2011, 10:37 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th November 2025 - 02:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი