საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
მნათე |
Nov 30 2006, 12:21 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მნათე |
Nov 30 2006, 03:25 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მე დავიბენი... ღირსი თეოდორა კონსტანტინეოპოლელი. ხსენების დღე 12 იანვარი საქმეც მაგაშია ყოველივე ეს, გნოსტიციზმის ნათითხნია, რათა საკუთარი ჭეშმარიტება რეალიებზე დააფუძნოს (!) წმ. თეოდორა კონსტანტინეპოლს-ლაზარეს აზრით და არგუმენტებით-არაფერი აქვს საერთო საყოველთაოდ ცნობილ ტექსტთან. . . მთავარეპისკოპოსი სტატიას იწყებს განმარტებით, კეთილისა და ბოროტის შესახებ; რომ ჩვენ მართლმადიდებლებს ბოროტება არ გვესმის "ონტოლოგიური" შინაარსის მქონედ, ბოროტება სინამდვილეში არ არსებობს (!) იგი სიკეთის არ არსებობაა (იოანე დამასკელი, "მართლ. სარწ.ზედმიწ. გარდამოც." თავი 18). გნოსტიკოსთა მტკიცებით კი მატერია ბოროტი ღმერთის დემიურგის შექმნილია (ძველი აღთქმისეული ღმერთის-ერთმნიშვნელოვანი მკრეხელობა) , სწორედ ამავე ღმერთმა გამომაწყვდია სული მატერიულ 'ციხეში'. მატერია აღქმულია როგორც ბოროტება და ბორკილი (!) ხოლო მისგან განშორება (თუმცა იგი მტკივნეულია)თავისუფლებას მიმნიჭებელი. მათივე კონცეფციაა საზვერეები, რომელთა ჭიშკართან ეშმაკნი დგანან-დუალისტური წარმოდგენა რომელიც ეშმაკს ღვთის თანასწორად (საპირისპირო პულუსად) წარმოადგენს (!) იგი ასევე საუბრობს ე.წ ცოდვათა გამოსყიდვაზე (ეს მთლიანად პაპისტური მიდგომაა, ჩვენ ჩვენით არა მხოლოდ არ ძალგვიძს რისიმე "გამოსყიდვა" არამედ განკურნებაც კი) აქვე უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო რამ, რატომ ვუხდით ეშმაკს როდესაც შევცოდეთ ღმერთს ??? ან რას ნიშნავს გადასახადი? ჩვენ ხომ ვიცით რომ იმქვეყნიერება არაფრით ჩამოგავს აქაურობას? და თუ ვუხდით რას ვუხდით? მადლს? და მადლი ხომ იმანენტურია და თავად სულიწმიდაა მასში? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი